• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იყო მინისტრის მთავარი შეცდომა? …გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 000 კაცი – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
19:44 05-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
418

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჯანდაცვის მინისტრის მიერ კლინიკური სექტორის მენეჯმენტისადმი კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა,რომ უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა იყო თუ წყალში გადაყრა, დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა ყველა არ გასვრილიყო,  რომლის მიხედვითაც კლინიკების შემოწმების შედეგად კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა დაფიქსირდა.

ცერცვაძის განცხადებით, მინისტრის ეს განცხადება იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან „დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს, მაგრამ გაისვარა 10 ათასი კაცი“.

„მან თქვა, რომ ერთი მილიარდი ლარი კლინიკებს გადაეცა და შემდეგ ახსენა ასეთი რამ, რომ ცარიელ საწოლებში გადაიყარა და სხვა. ცალსახად არ ვეთანხმები. სხვა კონტექსტში უნდა თქმულიყო, მილიარდი ღარიბი ქართველი ხალხისთვის გიგანტური თემაა და ადამიანს, რომელსაც 100 ლარი უჭირს წარმოიდგენს, რომ ეს მილიარდი ვიღაცამ მიითვისა, გაფლანგა და პროტესტი უჩნდება. სინამდვილეში, მილიარდი კი არსად გადაყრილა, არამედ დაიხარჯა 1 655 000 კოვიდავადმყოფის და 250 ათასი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ. განცხადებას, რომ „გადაიყარა“, შექმნა უარყოფითი ფონი. გადახედეთ სხვა ქვეყნებს, ბელგიას 37 მილიარდი დოლარი დაუჯდა კოვიდი. ბელგიას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენთანაც ხომ საჭირო იყო რაღაც ხარჯები, აბა ასეთ წარმატებულ მართვას როგორ მივაღწევდით? დღეს მაგალითად ბოლო თვენახევრის მონაცემებით ლამის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს.

როცა მილიარდიან საქმეს მართავ, რა თქმა უნდა, იქნებოდა არამიზნობრივი გამოყენებაც, არასწორი განკარგვაც, შესაძლოა გაფლანგვაც, მაგრამ რა იყო იცით მთავარი შეცდომა? ეს უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა თუ წყალში გადაყრა დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა არ გასვრილიყო სუყველა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 ათასი კაცი.

მე ვიცი რატომ გააკეთა, პრევენციულად გააკეთა, აცნობა ხალხს, რომ ასეთი მდგომარეობაა და მე ამას ვსწავლობ, მაგრამ ეს არ გაიგეს კარგად. პრევენციულად ასეთი სერიოზული დარღვევის გამოცხადება არ შეიძლება თუ ადრესატები არ ჰყავს, სხვანაირად უნდა თქმულიყო.“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved