კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ცოლი, სოფი-გრეგუარ ტრიუდო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
სოფი-გრეგუარ ტრიუდოს თქმით, ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს. კანადის პრემიერის მეუღლემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და მოქალაქეებს დისტანცირების წესების დაცვისა და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი დაძლევა შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება და სახლში დარჩენა.
კომენტარები