საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უახლესი ლოჯისტიკური მომარაგების მრავალფუნქციურ ხომალდს Vsevolvd Bobrov-ს ცეცხლი გაუჩნდა კუნძულ ზმეინთან ახლოს, ცნობას ადასტურებს ოდესის ოლქის წარმომადგენელი სერგეი ბრაჩუკი.
რუსულ გემს „ვსევოლოდ ბობროვს“ ცეცხლი გაუჩნდა კუნძულ ზმეინთან მიახლოების დროს, ზოგიერთი ცნობით, ის ახლა სევასტოპოლისაკენ ბუქსირით მიჰყავთ…
უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი ცნობას უკრიანული მხარე ჯერ არ ადასტურებს…”
ინფორმაციას რუსულ გემზე ცეცხლის გაჩენის შესახებ, ავრცელებს უკრაინული მედიაც და წერს, რომ გემს უკრაინელებმა ესროლეს.

კომენტარები