• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის კვლევის ინსტიტუტის 10 მაისის ანგარიში – რა ვითარებაა უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
13:36 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

 

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და რუსეთ-უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ.

უკრაინის ქვედანაყოფებმა ხარკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. რუსული წყაროს მტკიცებით, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით დაწინაურდნენ. თუმცა ISW დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს ამ განცხადებებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები იზიუმის ოლქიდან, ჩრდილოეთისკენ განლაგდებიან, რათა კონტრშეტევის ზეწოლა შეამსუბუქონ და ჩრდილოეთით, საზღვრისკენ წინსვლა შეზღუდონ. უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჯარებისა და რესურსების გადამისამართებას გაართულებს. უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის არტილერიის მხრიდან ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევების წარმოებას შეაფერხებს.

  • უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს.
  • ბელარუსის ხელისუფლება NATO-სა და აშშ-ს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი ომში ჩაერთოს.
  • იზიუმის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების შეტევები დროებით შეჩერებულია.
  • ოკუპანტები მარიუპოლის ნანგრევებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ამასთან ერთად, სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის ფოლადის ქარხნების ხელახლა გახსნა სურთ.
  • აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას ცდილობენ და გავრცელებული ინფორმაციით, პოპასნადან დონეცკ-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიეს.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ნატო-ს ბელორუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ბელორუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიის და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში “შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი”. გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელორუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მხრიდან, მუქარის რიტორიკა ახალი არ არის. ბელარუსის წვრთნები, რომლებიც კონცენტრირებულია პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ბელორუსის საზღვრებზე, სავარაუდოდ, რუსეთის ქმედებებისადმი უკრაინაში ბელარუსის მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. წვრთნები, სავარაუდოდ, ნატოს ყურადღების მიქცევას ცდილობს და, შესაძლოა, ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შეაფერხოს, ლუკაშენკომ 2020 და 2021 წლებში ოპოზიციის რეპრესიების მიუხედავად, შიდა არეულობის წინაშე დაუცველი რჩება, თუ მისი უსაფრთხოების აპარატი დასუსტდება.

რუსეთმა შესაძლოა მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა (PMR) დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ PMR-ს რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეუძლია. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს ნატოზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში. რუსეთი შესაძლოა დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის  ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით.

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved