• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინიც დაინფიცირდა? – ცნობილია კორონავირუსის გადაცემის „ჯაჭვი“, რომლის ბოლო რგოლიც რუსეთის პრეზიდენტია

ალია ავტორი - ალია
21:46 03-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული. რუსეთის ხელისუფლებაში ამას ოფიციალურად უარყოფენ, თუმცა ბოლო დღეებში რუსულ მედისას და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები არა მხოლოდ ასეთი ვარაუდის საფუძველს, არამედ კონკრეტული მარშრუტის დადგენის საშუალებასაც კი იძლევა, თუ როგორ მიაღწია სახიფათო ვირუსმა ქვეყნის პირველ პირამდე. ყველაფერი კი 13 მარტს მოსკოვში გამართული ელიტარული წვეულებიდან დაიწყო.

13 მარტს მოსკოვში ცნობილუ რუსი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, იგორ კრუტოის დის, ალა კრუტაიას დაბადების დღე იყო ამასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე პრაქტიკულად მთელმა მოსკოვურმა ბომონდმა მოიყარა თავი.

ამ წვეულებაზე იმყოფებოდა ცნობილი საესტრადო მომღერალი ლევ ლეშჩენკო მეუღლესთან ერთად. ორი კვირის შემდეგ, 27 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანაც, 78 წლის ლევ ლეშჩენკოს იმდენად მძიმე ფორმით, რომ საჭირო გახდა მისი რეანიმაციულ პალატაში გადაყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ცოლ-ქმარი ლეშჩენკოები კორონავირუსით აშშ-ში დაინფიცირდნენ. ლევ ლეშჩენკო მართლაც იმყოფებოდა გასტროლებზე მეუღლესთან ერთად აშშ-სა და კანადაში და მოსკოვში 11 მარტს დაბრუნდა, ხსენებულ დაბადების დღემდე 2 დღით ადრე.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდაასტურდა ამავე წვეულების კიდევ ერთ სტუმარს – ცნობილ მომღერალ იგორ ნიკოლაევს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ალა კრუტაიას დაბადების დღე შესაძლოა რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი კლასტერი იყო და შესაბამისად, ამ წვეულების ყველა სტუმარი პოტენციურად ცოვიდ-19 ვირუსის გადამტანია.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ 13 მარტს ამავე წვეულებას ესწრებოდა რუსეთის რეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან, ცნობი რუს მოციგურავე ტატიანა ნავკასთან ერთად.

ინტერნეტში იძებნება შესაბამისი ვიდეოკადრები, რომლითაც დასტურდება, რომ პესკოვი ნამდვილად იყო დაბადების დღეზე. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია „ტელეგრამის” ერთ-ერთ არხთან საუბარში მისმა მეუღლემაც დაადასტურა. ტატიანა ნავკა განაცხადა, რომ უკვე ჩაიტარა ტესტირება კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. თუმცა, ჟურნალისტთან შემდგომი საუბრისას გაირკვა, რომ მას ეს ტესტირება ხსენებულ წვეულებამდე ჰქონდა ჩატარებული.

ნავკა დარწმუნებულია, რომ მას და მის მეუღლეს არაფერი ემუქრებათ.

„მას შემდეგ (იგულისხმება კრუტაიას დაბადების დღე – რედ.) დიდი დრო გავიდა და ჩვენთან ყველაფერი რიგზეა”, – განაცხადა ნავკამ.

ჟურნალისტის კითხვამ, ხომ არ აპირებს მეუღლესთან ერთად ხელახალი ტესტირების ჩატარებას, ნავკა აშკარად გააღიზიანა: „სულელური შეკითხვებით აღარ დარეკოთ. ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის”.

მის მეუღლეს, თანამდებობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყოველდღიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ პუტინთან. რამდენჯერ შეხვდა დმიტრი პესკოვი ვლადიმირ პუტინს 13 მარტის შემდეგ, ზუსტად თქმა ძნელია. თუმცა არსებობს დროის ამ პერიოდში მათი ერთად ყოფნის დოკუმენტალურად დადასტურებული ერთი შემთხვევა – 24 მარტს პუტინი, პესკოვს თანხმლებით, მოსკოვის მახლობლად სოფელ კომუნარკაში მდებარე საავადმყოფის სტუმრობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, და კრემლის პრესსამსახურმა ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.

უშუალოდ ამ ჩანაწერს ერთი საინტერესო დეტალიც უკავშირდება. პუტინის სტუმრობის კადრები პესკოვის პირადი მობილურითაა გადაღებული. ამასთან, ჩანაწერის დასაწყისში ისმის პესკოვის ხმა, რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს სთხოვს გადაიღოს პუტინი, ჩანაწერი მას გაუგზავნოს და შემდეგ კი ტელეფონი გაანადგუროს.

„იქ მხოლოდ ერთი კონტაქტია – „დიმა”. „ტელეგრამით” გამომიგზავნეთ, ტელეფონი კი დაიტოვეთ და ჩვენი წასვლის შემდეგ გაანადგურეთ”, – ამბობს ჩანაწერში პესკოვი.

მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ სწორედ ასეთი თხოვნით მიმართა ექიმს. ტელეფონის განადგურების აუცილებლობა კი იმით ახსნა, რომ დეზინფექციას ვერ დაელოდებოდნენ და არც ის სურდა, რომ პოტენციურად დაინფიცირებული ტელეფონი თან ჰქონოდა და პრეზიდენტი რისკის ქვეშ დაეყენებინა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – 26 მარტს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ. პესკოვის განმარტებით, ინფიცირებულს ქვეყნის პირველ პირთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია.

„რეზონანსი“

თეგები: ვლადიმერ პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved