• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია საბრძოლო ვითარება უკრაინაში 10 მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
18:19 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.

ამასთან ერთად, აშშ-ს მაღალჩინოსნების ინფორმაციით, რუსეთის ქვედანაყოფების მხრიდან სამხედრო მობილიზაცია არ შეინიშნება. ანგარიშის მიხედვით,  ვაგნერის ჯგუფის წევრებმა რუსეთის ძალისხმევის გასაძლიერებლად “სასწრაფოდ“ მოითხოვეს ასობით ათასი დამატებითი ჯარისკაცი. უკრაინის მაღალჩინოსნის მტკიცებით, რუსეთს ამჟამად უკრაინაში 97 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) ჰყავს. ამასთან ერთად, ვაგნერის ჯგუფის BARS-7 რაზმის სამხედრო ტყვეს ცნობით, “ფარული მობილიზაცია” მიმდინარეობს, რათა წვევამდელები თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში საბრძოლოდ გაგზავნონ.

რუსეთის ქვედანაყოფები უკრაინაში არაერთ პრობლემას აწყდებიან. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის მტკიცებით, რუსეთის ჯარები დონბასში უმაღლესი გენერლების ბრძანებებს არ ემორჩილებიან. ზაპოროჟიას რაიონში განლაგებული რუსეთისა სამხედრო ძალები მორალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიან. ამასთან ერთად, რეგიონში ოპერაციების არაეფექტურობას უჩივიან, ხშირად ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და ესვრიან საკუთარ მანქანებს, რათა თავიდან აიცილონ ფრონტის ხაზზე გასვლა. ეს შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებებს, რომ რუსეთის დანაკარგების მოცულობა რუსეთის ქვედანაყოფების მზადყოფნაზე აისახება.

რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ,  “სახალხო რესპუბლიკების“ შექმნის ნაცვლად, ოკუპირებული რეგიონების პირდაპირ რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ცდილობს. ხერსონის ოკუპაციის სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა 9 მაისს განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აპირებს რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნის ნაცვლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება დაზვერვის ზომებს აძლიერებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ზრდის, რათა ამ რეგიონების უშუალოდ რუსეთში ინტეგრაციისთვის მოემზადონ. მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ყირიმის ჯგუფები  ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთში ინტეგრაციის სურვილის გასაძლიერებლად ჩადიან.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუაპანტებმა სევეროდონეცკის მიდამოებში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა ბელგოროდის ოლქში ახალწვეულების რეკრუტირება განაგრძეს, რათა ხარკოვის ირგვლივ უკრაინა-რუსეთის საზღვრამდე უკრაინის კონტრშეტევები შეზღუდონ.
  • კრემლი ძალების მობილიზაციას, მძიმე გამოწვევების წინაშე  გამკლავებას ცდილობს.
  • რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონების პირდაპირ რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ცდილობს, “სახალხო რესპუბლიკების“ შექმნის ნაცვლად.
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved