• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი აფერ­ხებს ივანიშვილის ანგარიშზე გა­და­რი­ცხვას…ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
15:30 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

 პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე,  ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბანკ Credit Suisse-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის­თვის, 4 მარტს მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­და­რი­ცხვა მხო­ლოდ 4 აპ­რილს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, “კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­დე­გი“ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, ვინც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ხე­დავს, კო­ბა­ხი­ძე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი ლო­გი­კუ­რია.

“მგო­ნია, რომ ეს კი­თხვე­ბი არის ლე­გი­ტი­მუ­რი, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო, თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. ჩვენ ვხე­დავთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და კო­ორ­დი­ნა­ცია რომ კი­თხვებს აჩენს, ეს არის ლო­გი­კუ­რი. ჩვენ­თვის გა­საკ­ვი­რი იყო რა თქმა უნდა, ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც კეთ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და იყო კო­ორ­დი­ნა­ცია მა­ღა­ლი ხა­რის­ხით – გვახ­სოვს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ელ­ჩის გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც იყო აუხ­სნე­ლი, ალო­გი­კუ­რი და კო­ორ­დი­ნა­ცია ბუ­ნებ­რი­ვია, ჩან­და. იყო სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც, სა­დაც იყო ალო­გი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ევ­ტუ­შენ­კო­ვის ზარი და ეს არის კაცი, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ამას თა­ვის მი­ზე­ზი უნდა ჰქონ­დეს, ეს კაცი ახორ­ცი­ე­ლებს ზარს და მერე ეს ზარი ხდე­ბა “ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის ერ­თთვი­ა­ნი თემა, გა­მო­გო­ნი­ლი თემა. გა­უ­გე­ბა­რი ზარი, ესეც კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. ამას როცა ემა­ტე­ბა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი და იცით, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა იდგა ამა­ზე და როცა ასე­თი სა­ბან­კო სის­ტე­მის ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი აფერ­ხებს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­რი­ცხვას, ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს…

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტი­კას, მე მაქვს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ დე­ტა­ლებ­ში მე ვერ შე­ვალ. იმე­დია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფერს მო­ე­ფი­ნე­ბა ნა­თე­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს სა­ქარ­თვე­ლო ომში ჩა­ერ­თოს და ვის არ სურს, რად­გან ომში ჩარ­თვა არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა ნიშ­ნავს ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას. რაც დღემ­დე ვი­ცო­დით, “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ეს ცალ­სა­ხად სურს, ამას არც მა­ლა­ვენ და­წყე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი გარე ექ­სპერ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­წყე­ბუ­ლი ლომ­ჯა­რი­ა­თი და გი­გა­უ­რით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლით და უსუ­ფაშ­ვი­ლით, ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს პრაქ­ტი­კუ­ლად ამა­ზე, მათ ომი სურთ და ისი­ნი არი­ან ომის პარ­ტია. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, უკ­რა­ი­ნის მხრი­და­ნაც მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი პირ­და­პი­რი ფორ­მით გა­კეთ­და. ეს არის ის, რაც ვი­ცით უტყუ­ა­რი ფორ­მით. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ კონ­კრე­ტი­კას ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეტს ვერ ვი­ტყვი“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ვინ­მეს სურს, ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მო­აბ­რუ­ნოს, “ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს“.

“არ ვიცი, ამის მი­ზე­ზი რა უნდა იყოს, თუ ვინ­მეს აქვს იმის მცდე­ლო­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­აბ­რუ­ნოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა ომში ჩა­ერ­თოს, მე მგო­ნია, რომ ეს მი­ნი­მუმ მი­უ­ღე­ბე­ლია და პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია და თუ ვინ­მეს ასე­თი მცდე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ის ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს, არ ახ­სოვს ის თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წირ­ვა, რაც მან გა­მო­ავ­ლი­ნა,“ – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved