• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებაჩაფლავებული” „ქოცების“ აღვირახსნილი სიბინძურე წალენჯიხაში – ერთ კომენტარში ლარნახევარს იღებენ” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
02:11 05-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,157

ჟურნალისტი, სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელია, ბერდია კალანდია, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

ენას, მით  უმეტეს, „ქოცების“ ენას ძვალი არ აქვს. ამასთან, „ქოცების“ ფანტაზია მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით აღვირახსნილია. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ადამიანები, რომლებისთვისაც სამყაროს მხოლოდ ლურჯი ფერი აქვს და რომლებიც ხატის ნაცვლად პარტიულ ლოგოზე ლოცულობენ, ყველას, ვინც განსხვავებულად, ანუ არაქოცურად ფიქრობს და აზროვნებს, მტრად აღიქვამენ. უფრო სწორად, „არაქოცურად“ მოაზროვნეებს მტრად რიგი „ქოცები“ კი არა, მათი ბოსები თვლიან, ბოსები, რომლებიც დღეს მართლმორწმუნე „მეოცნებეები“ არიან, ხვალ კი, თუ პოლიტვითარება შეიცვლება, მგზნებარე მიშისტები, ლეიბორისტები ან, სულაც, გრიშისტები გახდებიან. ჰოდა, ამ ბობოლების მითითებებს რიგითი „ქოცები“ პირნათლად მხოლოდ იმის გამო ასრულებენ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ ერთ კომენტარში ფეშქაშად, სულ რაღაც, ლარნახევარს იღებენ. დიახ, თქვენი გულისა, „მპსოტავი“ რიგითი ქოცები „ოცნების“ ბოსებს ორი ლარიც კი არ უღირთ!

ვინაიდან და რადგანაც ცხოვრება გაძვირდა და საჭმელ-სასმელს ცეცხლი უკიდია, ოცნებაჩაფლავებულები იძულებულნი არიან, ზემდგომთა მითითება ლარნახევრის სანაცვლოდ უსიტყვოდ შეასრულონ. ჰოდა, ასე ცხვება ტროლ-ბოტების კომენტარები თუ პოსტები. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ „ტვინები“ კონკრეტული მსხვერპლისთვის კონკრეტულ სტრატეგიას იმუშავებენ.
ასე ხდება, მაგალითად, წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას შემთხვევაში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხარჩილავამ „ოცნებას“ მდუღარე გადაასხა და მთელ საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერი მერი გახდა, „ოცნებამ“ კონკრეტულად მის წინააღმდეგ, როგორც კულუარებიდან გამოჟონილი ხმა მოწმობს, 30-მდე ფეიკგვერდი და უფრო მეტი პროფილი შექმნა.

ერთი შეხედვით, ცუდი არ არის, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ებრძვის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ხარჩილავა „ოცნებისთვის“ დიდი თავის ტკივილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ბრძოლას უკვე კრიმინალის ნიშნები აქვს.

სატელეფონო ჩართვა იავოროვის მერთან, იგორ გრაბოვსკისთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონკრეტულად: რამდენიმე თვის წინ, წალენჯიხა უკრაინულ ქალაქ  იავოროვს დაუმეგობრდა და გიორგი ხარჩილავამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, იგორ გრაბოვსკისთან ონლაინშეხვედრაც გამართა, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ქოცებმა“ ეს, ცხადია, ვერ აიტანეს და ვითომ ხარჩილავას დისკრედიტაციის მიზნით, უკრაინელ კოლეგასთან გამართული ონლაინშეხვედრის ფოტოებზე ახლა უხამსი ფოტოები დააკოლაჟეს და თავიანთ უბადურკ გვერდებზე გაავრცელეს, აქაოდა, ნახეთ, ხარჩილავა როგორ ერთობაო. (ფეიკფოტოებს არ ვავრცელებ)

ჯერ ერთი, ხომ გაგიგათ, ცუდას რათ უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. მეორეც, ამ აღვირახსნილი ტყუილით ხარჩილავას ვერავინ ვერაფერს დააკლებს და მესამეც, ძვირფასო „ქოცებო“, ისეთი ერთუჯრედიანებიც არ ხართ, რომ არ იცოდეთ, მსგავსი კამპანია სისხლის სამართლის დანაშაულია და ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ გიორგი ხარჩილავა ბინძური ცილისწამებისა და სიმართლის გაყალბებისთვის შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს და მხოლოდ შემსრულებლების კი არა, დამკვეთების დასჯასაც მოითხოვს.

ამასთან, „ქოცებო“, აბა, დაფიქრდით: ოპონენტთან საბრძოლველად თქვენს არსენალში მხოლოდ და მხოლოდ სიბინძურის ფრქვევაა დარჩენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებით, მაგრამ ეს ხავსი მალე გაწყდება და ფსკერზე აღმოჩნდებით, თუმცა ფსკერზე უკვე ხართ და ამას მალე თავადაც იგრძნობთ!

წყარო – თაიმერი

თეგები: ბერდია კალანდიაგია ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved