• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ააფეთქეს ეფ-ეს-ბემ და პუტინმა მოსკოვი? – გზა ოდეერობიდან პრეზიდენტობამდე ცხედრების გავლით

ალია ავტორი - ალია
20:33 04-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
712

გამოცემა “ამბები”, ავრცელებს მასალას რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე:

სა­ა­თი მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე, “მე­ზღვა­უ­რუ­ლი” სი­ა­რუ­ლი, “კუნ­თე­ბის ჩვე­ნე­ბა” და სხვე­ბის­გან რა­მე­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვა – ეს პუ­ტი­ნის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბია, რაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბავ­შვო­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. სამ­ბო-ძი­უ­დო­თი გა­ტა­ცე­ბაც ერ­თგვა­რი თვით­დამ­კვიდ­რე­ბა და ბავ­შვო­ბი­დან წა­მო­ყო­ლი­ლი კომ­პლექ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ბავ­შვო­ბა­ში ვო­ვას, ალ­ბათ, ბევ­რს დას­ცი­ნოდ­ნენ პა­ტა­რა ტა­ნი­სა და წი­თუ­რი თმის ფე­რის გამო.

სად და­ი­ბა­და, ვინ ზრდი­და, სად იზ­რდე­ბო­და, ვინ არი­ან ნამ­დვი­ლი მშობ­ლე­ბი, რო­გორ გახ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი? – ამ კი­თხვებ­ზე ცალ­სა­ხა და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს.

პუ­ტინ­მა 1975 წელს და­ამ­თავ­რა ლე­ნინ­გრა­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და დიპ­ლო­მის აღე­ბის­თა­ნა­ვე, 23 წლის ახალ­გაზ­რდა კე-გე-ბეს ლე­ნინ­გრა­დის სამ­მარ­თვე­ლო­ში, მე-5 გან­ყო­ფი­ლე­ბის, ანუ იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ხა­ზით და­ა­საქ­მეს. იმ პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამ სი­სი­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის დამ­წყებ კან­დი­დატს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და ორი წლის მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი და ამას­თან­ვე ჯარ­მოვ­ლი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ანაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო სუკ-ის (სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მე­ი­ტე­ტი სსრკ-ში) კონ­ფი­დენ­ტი და “ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლი”. პუ­ტინს არც პირ­ვე­ლი ჰქონ­და და არც მე­ო­რე, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე, რო­გორც ინ­ფორ­მა­ტო­რი და აგენ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლობ­და კე-გე-ბეს­თან, რაც იმ­ჟა­მად საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო.

რუ­სე­თის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ნინ­გრად­ში ათი წელი იმუ­შა­ვა, ვიდ­რე 1985 წელს სა­ზღვარ­გა­რეთ არ მი­ავ­ლი­ნეს. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ პუ­ტი­ნის გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, კერ­ძოდ, დრეზ­დენ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს. საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვა­ში მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი იყო. დრეზ­დენ­ში პუ­ტინს გერ­მა­ნელ ახალ­გაზ­რდებ­ში კე-გე-ბეს­თვის აგენ­ტუ­რის გა­და­ბი­რე­ბა ევა­ლე­ბო­და.

პუ­ტი­ნი დრეზ­დენ­ში, 1980 იანი წლე­ბი

 

1990 წელს პუ­ტინს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უხ­და. მისი სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, რა­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ პუ­ტი­ნი კა-გე-ბეს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში ან რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში კი არ და­ნიშ­ნეს, არა­მედ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან და სტა­ტუ­სით გა­ცი­ლე­ბით და­ბალ “მოქ­მე­დი რე­ზერ­ვის ოფიც­რად” (ე.წ. ოდე­ე­რად) გა­ამ­წე­სეს. ამ გა­რე­მო­ე­ბამ დიდი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი დიქ­ტა­ტო­რის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე: მთე­ლი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა პუ­ტი­ნი იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს, რომ ის “ნამ­დვი­ლი ჩე­კის­ტი“ და “ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა“.

პუ­ტი­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას იმ­ჟა­მად ოფი­ცი­ა­ლუ­რად “ლე­ნინ­გრა­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე“ ერ­ქვა, რე­ა­ლუ­რად კი ის კა-გე-ბეს “თვა­ლი და ყური“ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და რექ­ტო­რის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი “კან­ტო­რა­ში“ უნდა მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნა. 1990 წლის ბო­ლოს პუ­ტი­ნი ლე­ნინ­გრა­დის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, მისი ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რის, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კის მრჩევ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბაც კა-გე-ბეს ნო­მენკლა­ტუ­რას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ის კვლავ “ოდე­ე­რი“ იყო და კვლავ მეთ­ვალ­ყუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბა უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. 1991 წლის ივ­ნი­სი­დან პუ­ტი­ნი უკვე სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რად არ­ჩე­უ­ლი სობ­ჩა­კის მრჩე­ვე­ლი, ორი წლის შემ­დეგ კი მისი მო­ად­გი­ლე გახ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­რეგ­ნუ­ლად უსა­ხურ­მა და შე­უმ­ჩნე­ველ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხუთი წელი იმუ­შა­ვა.

პუ­ტინს სობ­ჩა­კის პორ­ტფე­ლის თრე­ვაც უხ­დე­ბო­და, 1992 წელი

 

სწო­რედ იმ­ჟა­მად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პუ­ტინ­მა ე.წ. ლე­ნინ­გრა­დის მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნი, რო­მე­ლიც დღე­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­შია. 1996 წელს, მას შემ­დეგ, რაც ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლე­ნინ­გრა­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხდა, პუ­ტინ­მა კი­დევ ერთი “ლე­ნინ­გრა­დე­ლის”, ანა­ტო­ლი ჩუ­ბა­ი­სის, დახ­მა­რე­ბით მოს­კოვ­ში იშო­ვა სამ­სა­ხუ­რი. თუმ­ცა ცნო­ბილ­მა ოლი­გარ­ქმა, აწ გარ­დაც­ვლილ­მა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა პუ­ტი­ნის და­საქ­მე­ბის და მოს­კოვ­ში გად­მოყ­ვა­ნის ფაქ­ტი, მისი და ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის დამ­სა­ხუ­რე­ბად აღი­ა­რა. იმ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ქა­ო­ტურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სე­ბის გა­ურ­კვევ­ლო­ბის გამო ბევ­რმა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია პრე­ზი­დენტ ელ­ცი­ნის აპა­რა­ტის რი­გით ჩი­ნოვ­ნიკს. რო­გორც მისი ძვე­ლი კო­ლე­გე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, – პუ­ტი­ნი სა­შუ­ა­ლო დო­ნის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ვარ­სკვლა­ვებს არ წყვეტ­და, თუმ­ცა არც რა­მეს აშა­ვებ­დაო. იმ პე­რი­ოდ­ში პუ­ტი­ნი ბე­რე­ზოვ­სკ-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის “პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ჯი­ნი­ბო­დან” იყო და ბე­რე­ზოვ­სკი მას­ზე გარ­კვე­ულ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და. სწო­რედ ბე­რე­ზოვ­სკის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 1998 წლის ივ­ლის­ში პრე­ზი­დენ­ტმა ელ­ცინ­მა პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი (!) პუ­ტი­ნი რუ­სე­თის უმ­თავ­რე­სი სპეც­სამ­სა­ხუ­რის, ეფ-ეს-ბეს ხელ­ძღვა­ნე­ლად (დი­რექ­ტო­რად) და­ნიშ­ნა. თა­ვის მხრივ პუ­ტინ­მა მო­ად­გი­ლე­ე­ბად “კლა­ნის“ წევ­რე­ბი: ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი, ვიქ­ტორ ჩერ­კე­სო­ვი და სერ­გეი ივა­ნო­ვი შე­არ­ჩა, რომ­ლებ­საც კა-გე-ბეში და პე­ტერ­ბურ­გში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან იც­ნობ­და.

რო­გორც უკვე ით­ქვა, პუ­ტი­ნი არ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი “ჩე­კის­ტი” და მისი კა­რი­ე­რა კა-გე-ბეში, შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, ისე შე­ვა­ფა­სოთ. ამი­ტო­მაც ეფ-ეს-ბეს ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი, მომცრო ტა­ნის, მწი­თუ­რა დი­რექ­ტო­რი ცდი­ლობ­და ყვე­ლას­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის “ძვე­ლი ჩე­კის­ტე­ბის“ გზას აგ­რძე­ლებს და მათ­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია “ხალ­ხის მტრე­ბის“ მი­მართ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს მა­ლავ­და, რომ “სა­ხე­ლო­ვა­ნი” კა-გე-ბეს გაზ­რდი­ლია. საკ­მა­რი­სი იყო პუ­ტი­ნი ეფ-ეს-ბეს შე­ფად და­ე­ნიშ­ნათ, რომ პირ­ველ­სა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამა­ყად გა­ნა­ცხა­და – მე ორ­გა­ნო­ე­ბი არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბია, გულ­ში ყო­ველ­თვის “ჩე­კის­ტი” ვი­ყა­ვიო. პუ­ტი­ნის­თვის ეფ-ეს-ბე მე­ო­რე ოჯა­ხია, უფრო ზუს­ტად – ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს.

პუ­ტი­ნის კა­რი­ე­რა მარ­თლაც, რომ გა­სა­ო­ცა­რია. 1998 წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის ჩი­ნოვ­ნი­კი იყო, ერთი წლის შემ­დეგ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, კი­დევ ერთი წლის შემ­დეგ კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და – განა ეს არ არის სას­წა­უ­ლი?

 

1999 წლის 20 დე­კემ­ბერს, მოს­კოვ­ში “ჩე­კის­ტის დღი­სად­მი” მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრა­ზა წარ­მოს­თქვა: ”ნება მო­მე­ცით მო­გახ­სე­ნოთ, ეფ-ეს-ბეს ოფიც­რე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ მთავ­რო­ბა­ში ფა­რუ­ლად სა­მუ­შა­ოდ, პირ­ველ ეტაპ­ზე თა­ვი­ანთ ამო­ცა­ნებს უმკლავ­დე­ბი­ან”.

ვი­თომ ხუმ­რო­ბით ნათ­ქვამ ფრა­ზას დარ­ბაზ­ში ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. “ძვე­ლი ჩე­კის­ტე­ბი“ სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მი­ვი­და. ამ ვი­თომ­და ხუმ­რო­ბა­ში პუ­ტი­ნის მთე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა იმა­ლე­ბა: ის იყო და დარ­ჩა ერთი კო­მუ­ნის­ტუ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რად და ვერ გახ­და ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი.

1998 წლის ბო­ლო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი “რუ­სე­თის ძლი­ე­რე­ბის” (ფაქ­ტობ­რი­ვად, კი იმ­პე­რი­ის) აღ­დგე­ნის იდე­ის დახ­მა­რე­ბით, პუ­ტინ­მა ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის გუ­ლის მო­გე­ბა. თუმ­ცა 1999 წლის და­სა­წყის­ში პუ­ტი­ნის შან­სე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ისე­თი მა­ღა­ლი არ ჩან­და, რო­გორც მისი კონ­კუ­რენ­ტე­ბის. ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბო­და რე­ი­ტინ­გის სას­წრა­ფოდ აწე­ვა. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად, რომ პუ­ტი­ნის კრე­დოა “მი­ზა­ნი ამარ­თლე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას“ და როცა ტე­რაქ­ტი არ არის, უნდა მო­ი­გო­ნო!

“გა­მო­გო­ნი­ლი ტე­რაქ­ტის” დროს აფეთ­ქე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი მოს­კოვ­ში

 

პუ­ტინ­მა ეს ხერ­ხი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნა. საბ­ჭო­თა კა-გე-ბეს სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და შემ­დეგ რუ­სე­თის ეფ-ეს-ბეს ყო­ფილ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, პოდ­პოლ­კოვ­ნიკ­მა ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კომ 2001 წლის ზა­ფხულ­ში გა­მოს­ცა წიგ­ნი – “ეფ-ეს-ბე აფეთ­ქებს მოს­კოვს”, რო­მელ­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში 1998-2000 წლებ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებ­ში ლიტ­ვი­ნენ­კომ ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი – პუ­ტი­ნი და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ლიტ­ვი­ნენ­კოს ვერ­სი­ით, 1999 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მათ შო­რის პი­რა­დად იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ეფ-ეს-ბეს მიერ. ამ ვერ­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფეთ­ქე­ბე­ბი მომ­გე­ბი­ა­ნი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და, პი­რი­ქით, არ იყო მომ­გე­ბი­ა­ნი “ბო­ე­ვი­კე­ბის­თვის“. ფაქ­ტია, რომ ეფ-ეს-ბეში მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი “ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა“ გახ­და პუ­ტი­ნის მიერ “მე­ო­რე ჩეჩ­ნუ­რი ომის“ და­წყე­ბის სა­ბა­ბი.

ომი ჩეჩ­ნეთ­ში

 

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და “ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის’“ პრო­ვო­ცი­რე­ბი შემ­დეგ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი სწრა­ფად გა­ი­ზარ­და და მან შეძ­ლო 2000 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა.

 

პუ­ტი­ნის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მის­ვლით, და­სა­ბა­მი მი­ე­ცა “სა­ხელ­მწი­ფო ტე­რორს”. რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რი ბო­ლომ­დე მხო­ლოდ ეფ-ეს-ბეს ენ­დო­ბა, იმი­ტომ რომ 1998 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­ვად იღებს სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე მხო­ლოდ მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ან მო­წო­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან. 1999 წლის 16 აგ­ვის­ტოს, თა­ვის “მემ­კვიდ­რედ“ ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი და­ტო­ვა (რო­მე­ლიც, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბას), ხოლო 2008 წლის 12 მა­ისს ეფ-ეს-ბეს დი­რექ­ტო­რად ასე­ვე ლე­ნინ­გრა­დე­ლი ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვი და­ნიშ­ნა (რო­მე­ლიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლონ­დონ­ში ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ას). პუ­ტი­ნი, რო­გორც “მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, მხო­ლოდ “საქ­მე­ში“ შე­მოწ­მე­ბულ კად­რებს ენ­დო­ბა. ამ “კლა­ნის“ წევ­რებ­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლი იცი­ან, რაც კი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­ზღვარ­გა­რეთ. სწო­რედ ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლი აერ­თი­ა­ნებს “მა­ფი­ო­ზურ კლანს“, სა­დაც ბრძა­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნე­ვა და სას­ტი­კად ის­ჯე­ბა. თუ მის გუნდში ხარ, “აბ­რა­მო­ვი­ჩი”, მი­ლი­არ­დე­რი და გუ­ბერ­ნა­ტო­რი ხარ, ხოლო თუ რა­მე­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ან შენ­ში კონ­კუ­რენტს და­ი­ნა­ხავს, მა­შინ “ხო­დორ­კოვ­სკი” ან “ნა­ვალ­ნი” ხდე­ბი და თუ მოგ­წვდა, ციმ­ბი­რი ხელ­ში გი­ჭი­რავს ან კი­ლე­რის ტყვია გე­ძებს მოს­კოვ­ში ან “ნო­ვი­ჩო­კი“ ლონ­დონ­ში…

2000 წლი­დან რუ­სეთს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ

რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რი ცდი­ლობს ქვე­ყა­ნა “სტა­ლი­ნუ­რად მარ­თოს”: დღეს რუ­სე­თის მთა­ვა­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რი, ეფ-ეს-ბე აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს – მთავ­რო­ბას, ჯარს, მო­სახ­ლე­ო­ბას. “კა­გე­ბეშ­ნიკ­მა” პუ­ტინ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ასე­ვე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით იმგვა­რად ააგო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში “1937-იანი წლე­ბის” სა­ყო­ველ­თაო “შპი­ო­ნო­მა­ნია” კვლავ გა­მო­ცო­ცხლდა. “უცხო ქვეყ­ნე­ბის ჯა­შუ­შე­ბის” გა­მოვ­ლე­ნა რუ­სეთ­ში ისე­თი­ვე ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლე­ნა გახ­და, რო­გორც რუსი “მუ­ჟი­კის” მიერ ცო­ლის­თვის ხელ­ფა­სის და­მალ­ვა. პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბის ძი­რი­თა­დი წევ­რე­ბი დღე­საც კა-გე-ბეს ყო­ფი­ლი ოფიც­რე­ბი არი­ან. რე­გი­ო­ნებ­ში კი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი პი­რა­დად პუ­ტი­ნის მი­ე­რაა შერ­ჩე­ულ-და­ნიშ­ნუ­ლი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბაც ყო­ფი­ლი “ძა­ლოვ­ნია”. ამა­ვე დროს, პუ­ტინ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და “ძა­ლო­ვა­ნი ბლო­კის” და­ფი­ნან­სე­ბა, გა­ი­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი და პენ­სი­ე­ბი. ის არ იშუ­რებს ორ­დე­ნებ­სა და უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო წო­დე­ბებს ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ხოლო თუ ვინ­მეს ამ­ბი­ცი­ებ­ში ეჭვი შე­ე­პა­რა, უს­წრა­ფე­სად იცი­ლებს თა­ვი­დან.

პუ­ტი­ნის შე­ფა­სე­ბე­ბის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი დღე­საც კვლავ “ჩე­კის­ტუ­რია“, ის ყო­ველ­თვის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თვა­ლით უყუ­რებს რუ­სე­თის წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს. პუ­ტი­ნის აზ­როვ­ნე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი არე­ა­ლი მხო­ლოდ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მე­თო­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-30 იანი წლე­ბის სის­ხლი­ა­ნი რეპ­რე­სი­ე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია. პუ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვხე­დავთ რუ­სე­თის ნე­ო­კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის რე­ა­ნი­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბას.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქცე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა მისი სწაფ­ვა გან­დი­დე­ბის­კენ. პუ­ტინს ხმის ტემ­ბრი­სა და ინ­ტო­ნა­ცი­ის, სკამ­ზე “გაშხლარ­თუ­ლი” ჯდო­მის და სა­ხის მი­მი­კის წი­ნას­წარ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მთე­ლი არ­სე­ნა­ლი აქვს და იმის­და მი­ხედ­ვით ცვლის, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გა­მო­ხა­ტოს თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ. ასე­ვე, ის ხში­რად იყე­ნებს “სტა­ლი­ნის მე­თოდს“ – თვა­ლებ­ში ჩაშ­ტე­რე­ბით მო­სა­უბ­რის დაბ­ნე­ვის მცდე­ლო­ბას. თუ სა­უბ­რის თე­მას უნდა გვერ­დი აუ­ა­როს, სა­ხე­ზე მო­წყე­ნი­ლო­ბა და­ე­ტყო­ბა. თუ ვინ­მე ეკა­მა­თე­ბა, პუ­ტი­ნი ძალ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და “მწა­რე” ხდე­ბა, ხოლო თუ თა­ნა­მო­სა­უბ­რის დარ­წმუ­ნე­ბა სურს, მას სი­ტყვის თქმა­საც არ და­აც­დის და შე­უძ­ლია, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი მო­ნო­ლო­გით მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს. პუ­ტი­ნის ერთი “პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა” კი უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი – ესაა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა, რაც რამ­დე­ნი­მე წუ­თი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თამ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. პუ­ტი­ნი ის “უსა­ხუ­რი კა­ცია“, რო­მე­ლიც არ­სა­ი­დან მო­ვი­და და მისი და­სას­რუ­ლიც ისე­თი­ვე სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რის.

თეგები: ვლადიმერ პუტინირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved