• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა უნდა ვყვიროდეთ რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გვჭირდება, ასევე ჯაველინი… ახლა მოგვცემენ, მაგრამ ხვალ…” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
03:00 04-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
მოლდოვას პრეზიდენტი ამბობს რომ საშინელება ვქენით, როცა 30 წლის მანძილზე ფული არ ჩავდეთ ჩვენს არმიაში და ეს სასწრაფოდ არის გამოსასწორებელიო.
მოლდოვის მთელი შეიარაღებული ძალები 7 ათას მოსამსახურეს ითვლის და ის არ არის სათანადოდ შეიარაღებული. შესაბამისად, ახლა დნესტრისპირეთში ჩარჩენილი 1500 რუსი ჯარისკაცი და დაახლოებით ორი ამდენი სეპარატისტი, პრობლემას უქმნის მოლდოვის უსაფრთხოებას და მოლდოველებს გაახსენდათ რომ სჭირდებათ არმია.
სანდუს ეს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა რომ მოლდოვა შეაიარაღონ. ახლა მოლდოვისა და საქართველოს შეიარაღებისთვის საუკეთესო დროა. არავინ დაგვამადლის.
ის რასაც მოლდოვა უკეთებდა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უკეთებს ბოლო 10 წელია.
მეგობრებო, ერთი ხელის გაწვდენაზეა ის მომენტი, როცა სამხედრო საფრთხე შეიძლება დადგეს და ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი.
მიუხედავად ბოლო ათი წლის პაციფისტური პოლიტიკისა, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულმა ოთხმა ომმა, 2004-2012 წლებში ჯარში ჩადებულმა ინვესტიციებმა და ნატოელი (პირველ რიგში ამერიკელი) პარტნიორების მასშტაბურმა დახმარებამ გამოიწვია ის, რომ ომის შემთხვევაში 50 ათასი კაცი მაინც მოგროვდება, ვინც იარაღის ხმარება ხეირიანად იცის.
მაგრამ ამას აზრი არ აქვს ქვეყანას თუ არ ექნა ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ძლიერი სისტემები. მილიონმა ადამიანმაც რომ იომოს, ცას თუ დაკარგავ, წააგებ.
ჩვენ ასიოდ ჯაველინი და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები გვაქვს, შეზღუდული რაოდენობით. ამ გარემოებაში, რამე წინააღმდეგობაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, ზუსტად ახლა უნდა ვყვიროდეთ რომ საშუალო და გრძელი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გვჭირდება. ასევე გვინდა ბევრად მეტი ჯაველინი. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისისთვის.
ახლა მოგვცემენ, აუცილებლად მოგვცემენ, მაგრამ ხვალ შეიძლება არც მოგვყიდონ. ახლა გვაქვს მომენტუმი.
არაფერი ამაში პროვოკაციული არ არის, რადგან ყველამ იცის რომ ამ იარაღით შეტევაში ვერასდროს წახვალ, ესაა თავდაცვითი იარაღი.
არაფერი ამის გამკეთებელი ხელისუფლება რომ არაა ეგ კი კარგად ვიცი და ილუზიებით არ ვიკვებები, მაგრამ ჩვენ რომ მაინც ვიცოდეთ რა არის ახლა გასაკეთებელი.
რამდენიმე თვეში, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი ცის თავზე რუსული გამანადგურებლები თუ ვნახეთ (რაც საკმაოდ რეალურია), უნდა ვიცოდეთ ვისი უმოქმედობის გამო ახერხებენ ისინი იქ ყოფნას.
დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დაიდო, რომლის მიხედვით ყველაზე სანდო ინსტიტუციად ჯარი სახელდება. მან საპატრიარქოსაც კი გადაუსწრო. ნეტა ასეთ ნათელ ფერებში იყოს ყველაფერი, როგორც საზოგადოებას ჰგონია, გინდა ჯარში და გინდა საპატრიარქოში.
თეგები: ბექა კობახიძემოლდოვარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved