• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოსაც ვიცავთ – სვიატოსლავ პალამარი

ალია ავტორი - ალია
14:26 04-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, Reuters-თან ისაუბრა და თქვა :

“იმედი მაქვს, მსოფლიო საკუთარ შეცდომას მიხვდება… ყველაფერი, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აქ აკეთებენ, არამხოლოდ მარიუპოლში, არამედ უკრაინაში – გვჯერა, რომ ვიცავთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს”. – თქვა პალამარმა მედიასთან საუბარში.

აზოვის პოლკის წარმომადგენლის თქმით, მარიუპოლში ახლა სიტუაცია შუა საუკუნეების ალყას ჰგავს.

“ახლანდელი ტაქტიკა შუა საუკუნეების ალყას გავს. ალყაში ვართ მოქცეული, ისინი, ჩვენი დაცვის ხაზის გასარღვევად, ბევრ ძალას აღარ გზავნიან. საჰაერო იერიშები მოაქვთ”. – აღნიშნა კაპიტანმა პალამარმა.

პალამარის თქმით, მარიუპოლის მცველები იქამდე იბრძოლებენ, სადამდეც საჭირო იქნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები არ არის დაუსრულებელი და იწურება ყოველი დღის აქტიური ბრძოლების შემდეგ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება”. – თქვა Reuters-თან აზოვის პოლკის წარმომადგენელმა.

პალამარმა ისაუბრა აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულ მშვიდობიან მოსახლეობაზეც.

“მათთვის საკვები მოგვაქვს და ჯანმრთელობას ვუმოწმებთ, მაგრამ მათთან ცხადი მიზეზების გამო ვერ გავჩერდებით: მტერმა შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს და თქვას, რომ… ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან ვიმალებით”. – თქვა მან. ასევე დაამატა, რომ 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, რომელთაც რთულ ოპერაციებს საჭირო რესურსების არარსებობის გამო ვერ უტარებენ.

აზოვის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მებრძოლები რუსეთისთვის ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ და გაიმეორა მესამე მხარის ჩართვის შესაძლებლობა.

“ტყვეობაში მათ (სამხედროებს) დახოცავენ, დაასახიჩრებენ და ამიტომ ვითხოვთ მოლაპარაკებებში მესამე მხარეს, რომელიც მათი აზოვსტალიდან გასვლის გარანტორი იქნება”. – თქვა პალამარმა და აღნიშნა, რომ ასეთ მხარედ ყოფნა ისრაელს ან თურქეთს შეუძლიათ.

 

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved