• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ცეცხლის ნამდვილი წყარო, ამ კაცმა თქვა ცეცხლი მე შემაქვსო და ბრმევლი ბღავის, მაგან რა იცისო…” – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:47 04-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,327
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“როგორ ინთება ცეცხლი უფლის საფლავზე ვიცით, იერუსალიმის წმინდა სინოდის წევრის, მთავარეპისკოპოს ისიდორეს აღიარებით ცეცხლი შეაქვთ (თავად მას შეაქვს ბოლო წლებია) თავდახურული ვერცხლის დიდი კანდელით. მაგრამ ზოგჯერ ამბობენ, რომ სანთლები მორწუნეთა ხელშიც აალდა. იერუსალიმის საპატრიარქო სპეციალურ თეთრ სანთლებს ამზადებს და ყიდის ამ დღისთვის, რომელსაც დიდი შემოსავალი მოაქვს. ამ სანთლების პარაფინის შემადგენლობის ექსპერტიზა საინტერესო იქნებოდა.
2005 წელს ბერძნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში (https://m.youtube.com/watch?v=S66f87b05oM ) მიხაილეს კალოპულოსმა, მწერალმა და რელიგიის ისტორიის სპეციალისტმა, სამი ცალი სანთელი თეთრ ფოსფორში ამოავლო. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ისინი უცაბედად აალდა, რადგან ჰაერთან კონტაქტისას თეთრ ფოსფორს თვითაალება ახასიათებს.
“თუკი ფოსფორს შესაბამის ორგანულ გამხსნელში გავხსნით, თვითაალება მანამ შეყოვნდება, სანამ გამხსნელი თითქმის სრულად არ აორთქლდება. შემდგომი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ თვითაალება შესაძლოა, საათნახევრით ან მეტი დროითაც კი შეყოვნდეს, გააჩნია ხსნარის სიმკვრივესა და გამოყენებულ გამხსნელს”, — ვკითხულობთ კალოპულოსის ვებსაიტზე.
იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ამგვარი ტიპის ქიმიური რეაქციები ანტიკურ ხანაშიც კარგად იყო ხალხისათვის ცნობილი. მას ქალდეელი ჯადოქრები და ძველი ბერძნები იყენებდნენ — იმავე მიზნით, რა მიზნითაც, სავარაუდოდ, დღესდღეობით იერუსალიმში ხმარობენ.
სპონტანური თვითაალების სხვა მაგალითებიც არსებობს:
სელის ზეთი:
ადუღებული სელის ზეთი გაშრობისას სითბოს წარმოქმნის, რომელსაც შეუძლია, ცეცხლი გაუჩინოს საგნებს, რომლებსაც ზეთი მოედო.
მაგნიუმის ფხვნილი:
მაგნიუმის ფხვნილს ოთახის ტემპერატურაზეც კი შეუძლია აალება. ანთების დაყოვნება მით უფრო მცირდება, რაც უფრო გაზრდილია ექსპერიმენტული პარამეტრები.
მაშ, რატომ არ წვავს იერუსალიმის ცეცხლი, თუკი ეს სასწაული არაა? პასუხი: ალს კანის დასაზიანებლად რამდენიმე წამი სჭირდება, ამიტომაც მასზე ხელის სწრაფად გადატარება/შეხება კანს ისედაც არ დაგიწვავთ. ხოლო რეალურად იერუსალიმში მრავალი ადამიანი დამწვრობით ჰოსპიტლებში გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს.
ზღაპრები, რომ პატრიარქი იჩხრიკება ქრისტეს საფლავის აკლდამაში შესვლის წინ, არის ტყუილი (იხ. ვიდეო, აქ ასევე სჩანს რომ პატრიარქის შესვლისას აკლდამაში ცეცხლი უკვე ანთია: https://www.facebook.com/1473552580/posts/10228541017458443/ ). საზეიმო სამოსის გახდა არ უკავშირდება სანთებელას,რადგან ხდიან მხოლოდ სამეუფეო ბისონს (ანუ საკოსს) და მიტრას (გვირგვინს) თავდმაბლობის გამოხატულების ნიშნად, რაც უფრო ეფექტური თეატრალიზებაა, სამაგიეროდ რჩება შემოსილი თეთრი კვართით, მის ქვეშ აცვია ასევე ყოველდღიური ჩოხა (ანუ კაბა), იგივე რასა, თავისთავად ასევე აცვია შარვალი, პერანგი (“საროჩკა”), საცვალი, მაისური. ასე რომ სანთებელა თუ უნდა, ადვილად შეიტანს. მაგრამ მას სანთებელა საერთოდ არ სჭირდება, რადგან წინდაწინ შეტანილი თავდახურული ვერცხლის დიდ კანდელშია ცეცხლი.
აი ვერცხლის თავდახურული კანდელი, ცეცხლის ნამდვილი წყარო. ამ კაცმა თქვა ცეცხლი მე შემაქვსო და ბრმევლი ბღავის, მაგან რა იცისო… ბუნებრივია. საჰაერო ექნება, პატარა ნახვრეტი.”

 

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved