• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აუხსნეს რუსმა გენერლებმა პუტინს აზოვის პოლკზე და რისთვის სჭირდებათ, რეალურად მარიუპოლი? – გიორგი ქუფარაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:57 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,177

აზოვის პოლკის ერთ–ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

“რა განცხადებაც გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ მოხდა მარიუპოლის აღება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მინდა მოსახლეობას ავუხსნა – მარიუპოლი იყოფა ორად – მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. მარჯვენა სანაპიროზე მცირე ნაწილს აკონტროლებს აზოვის პოლკი, ასევე აკონტროლებს აზოვის პოლკი მარცხენა სანაპიროზე მდებარე აზოვსტალის ქარხანას და მარცხენა სანაპიროს უმეტეს ნაწილს. მარცხენა სანაპირო აღებული არ არის. რაც შეეხება რუსული ქვედანაყოფების ე.წ. გაყვანას, კი, მოხდა გაყვანა, ოღონდ ერთი ქუჩიდან მეორეზე – ეს იყო უბრალოდ რეკლამისთვის, თავიანთი მოსახლეობისთვის რომ ეთქვათ რომ აი, ჩვენ გავიმარჯვეთ. მარიუპოლში ვითარება დიდად არ შეცვლილა, პუტინმა მოუწოდა აზოვსტალის ბლოკირებისკენ და პრაქტიკულად, აზოვსტალი ისედაც ბლოკირებულია, თავად ვერ ახდენენ გადმოსვლას აზოვსტალის ტერიტორიაზე. ვადასტურებ,რომ არც ერთი რუსული ტანკი და არც ერთი ქვეითი არ შემოსულა აზოვსტალის ტერიტორიაზე. აზოვის პოლკს უჭირავს ეს ტერიტორია და შემოსვლას ვერ ბედავენ. ხიდები და ყველა სხვა საშუალება, იქ არ არის. ქვეითები ვერ რისკავენ – რელიეფი ისეთია, ქვეითების დიდი ნაწილის დახოცვას გამოიწვევს, დარწმუნებული ვარ, გენერლებმა აუხსნეს პუტინს, თუ შევიდოდნენ, აზოვსტალის ტერიტორიაზე, ან მოახდენდნენ დესანტირებას, იქ მოხდებოდა ისეთი ჟლეტვა, რომ განადგურდებოდნენ. ერთი კვირის უკან, რუსულმა ქვედანაყოფებმა განაცხადეს უარი შეტევაზე, იყო ბუნტი, ცოცხალი ძალას დიდი დანაკარგი ჰქონათ. ცდილობდნენ საბრძოლო დანაყოფების დარწმუნებას, რომ აი, არტილერიით ამუშავებდნენ, ზღვიდან ბომბავდნენ, სამტონიანი ბომბებით ბომბავდნენ და ა.შ რომ გაემხნევებინათ და წამოსულიყვნენ შეტევაზე.

აზოსვტალის შიდა ტერიტორიაზე იმყოფება 1000–ზე მეტი სამოქალაქო პირი – სამხედრო გარნიზონის შემადგენლობის ოჯახის წევრები, ექიმები, ბავშვები. მუდმივი კავშირი მაქვს აზოვის პოლკთან. მთავარი პრიორიტეტია მოქალაქეების გაყვანა – ეს ბოჭავს სამხედრო მოქმედებებს, ოღონდ არა რუსებისთვის, მათთვის სულ ერთია იქ სამხედრო იქნება, თუ სამოქალაქო. ჩვენი სამხედროები გადართულნი არიან, დაბომბვის შემდეგ მოსახლეობის გადარჩენაზე – ეს აკავებს მოქმედებების თავისუფლებას, რომ მოახდინონ დასახული ოპერაციების შესრულება.

ყოველწამიერად იცვლება მოთხოვნები, აზოვის პოლკმა დაყაროს იარაღი, დაგვნებდესო… სთავაზობდნენ ჰუმანიტარულ დერეფანს, რაც მთავარია, აზოვსტალის ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო პირებისთვის არ იყო განსაზღვრული ეს ჰუმანიტარული დერეფანი. როცა ცდილობდნენ დერეფნის გაკეთებას, იქ ბრძოლები მიდიოდა, იბომბებოდა. აზოვის პოლკი ითხოვს მესამე მხარის ჩართვას, უსაფრთხოების გარანტორს – ოჯახები, სამოქალაქო პირები, გამოიყვანო, ჩასვა რუსულ ავტობუსებში… ორი პრეცედენტი არსებობს, იწვნია უკვე ეს უკრაინამ… იყო საუბარი ტყვეების გაცვლაზეც, მაგრამ არ დააინტერესა ამ საკითხმა რუსეთი.

აზოვი თითონ არ აპირებს დანებებას, ეს დიდი ხნის გადაწყვეტილია, ეს არის მთელი იდეაფიქსი, რომ აზოვი იქედან იარაღის გარეშე არ გამოვა! შეიძლება პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება და გამოვიდნენ იარაღით, მაგრამ აზოვი იქედან იარაღის გარეშე არ გამოვა.

აზოვის ქვედანაყოფის პოლკს იქ ყოფნამ ბევრი რუსი გენერალი შეიწირა – მოტყუვდნენ, აზარტში შევიდნენ, ეგონათ აიღებდნენ, მიაყარეს პირადი შემადგენლობა, ამ თამაშში შევიდნენ და ჩაყვნენ ჭაობს…

ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, დერეფნის გაკეთების შესაძლებლობა არის, მაგრამ რუსეთი გაწელავს დროში, რათა მოიგოს დრო და ანახოს თავის საზოგადოებას, აი, გავიმარჯვეთ, გაგრძელდება აზოსვტალის დაბომბვა, მაქსიმალურად შეეცდებიან გაასწორონ მიწასთან, მეორე ვარიანტია, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა – არ გამოვრიცხავ სამხედრო გზით გარღვევას ალყის და მარიუპოლის გათავისუფლებას და რა თქმა უნდა, ამ ვარინატს მივესალმები – მაგრამ დროშია გაწელილი და აქვს თავისი მინუსებიც და პლიუსებიც.

ფაქტია, ბრძოლები გრძელდება. აზოვსტალს არ მოეშვებიან, მაქსიმალურად ჩაკეტავენ, პრინციპის ამბავია მათთვის, დიდი მსხვერპლი აქვთ უკვე მიყენებული, საერთო ჯამში, სტრატეგიული შეხედულებით, შეუძლიათ ქალაქს გვერდი აუარონ და გააგრძელონ. აქ არის მათი პრინციპის ამბავი. სიმბოლოა მარიუპოლი, აზოვიც სიმბოლოა, სიმბოლო უნდათ გაანადგურონ, სახელი უნდათ გაანადგურონ – რომ თქვან, აი რა შეგვიძლია ჩვენ. რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით – ეს არის ლოგისტიკური ჰაბი – გამოყენებული შეიძლება იყოს პორტი, ინფრასტრუქტურა. ქალაქ მარიუპოლიდან სადღაც 47 კილომეტრში მთავრდება მისი საზღვარი. მანდ არის გაშლილი მინდვრები, მაგას აიღებს, ისედაც მის ხელშია და შეიძლება თქვას, აი, მე პროგრამა მინიმუმი რისთვისაც ვიყავი შესული, გავაკეთე, მარიუპოლი შედის დონბასის ოლქშიო.

“აფხაზეთის ომგამოვლილო ვეტერანებო, ეს თქვენი გამარჯვებაა” – აზოვის პოლკის თანადამფუძნებელი

თეგები: აზოვის პოლკიმარიუპოლირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved