• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნელი სიკვდილით კლავენ სააკაშვილს… მკვეთრი ნაბიჯები გვჭირდება” – ნუგზარ წიკლაური

ალია ავტორი - ალია
15:26 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური „პალიტრანიუსთან“ ამბობს:

 

“ნელი სიკვდილით კლავს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიაჩნია. მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის მხარეს არიან, ისინი კლავენ მესამე პრეზიდენტს და არ შეჰყავთ სამედიცინო პერსონალი, რომ მის ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს, პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში ყოფნა, ამ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყოფნა, იმედები, რომ ამ ხელისუფლებასთან რაღაც ურთიერთობა გვექნება და ჩვენ ამას გადავწყვეტთ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშველიებით, ჩემი აზრით, ახლა მინიმიზებულია. ახლა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კიდევ ერთხელ გაიმართება დისკუსია – რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა, რას გვაძლევს ისეთ ურთიერთობებში ყოფნა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მხოლოდ როგორც დეკორაცია.

ჩვენ ახლა გვჭირდება მკვეთრი ნაბიჯები. ეს ვითარება, რაც ახლაა შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მოითხოვს მკვეთრ გადაწყვეტილებებს და მათ შორის, მსჯელობა აუცილებლად უნდა იყოს იმაზეც, რამდენად შესაძლებელია, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობები გავაგრძელოთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ახლა კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მე პირადად არასდროს ვუჭერდი ამ პარლამენტში შესვლას მხარს – ეს არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და იყო გაყალბებული და ახლა, ამ მიზეზებს დაემატა კიდევ ის მიზეზი, რომ სრულიად აშკარად რუსული პარტიაა დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ხოლო ის, როგორ ექცევა პუტინის პირად პატიმარს ხელისუფლება, კიდევ უფრო მიმყარებს იმ აზრს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება აღარ ტოვებს არც ერთ გზას, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებში გვქონდეს დისკუსია და ჩვენი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა აღარ არსებობს, მაშინ, ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ვუთხრათ, ქართული დემოკრატია ვერ იარსებებს ისე, რომ ჩვენ არ შევხედოთ იმ საფრთხეს თვალებში, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის.

სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს. ახლა ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“

თეგები: ნუგზარ წიკლაურიპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved