• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგრად მუშაობს ზელენსკი… ბორის ჯონსონი რომ გყავს ძმაკაცებში, უკვე მაგარია… ლიზ თრასი კიდევ პოლიტიკურად ასამარებს რუსეთს” – ბუკა პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:40 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344
ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი   სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი, უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“დიდება მარიუპოლის მცველებს და იქ დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს! ქალაქი-ლეგენდა მარიუპილი დიდებულად, სასწაულებრივად გმირულად დგას! ყაენმა რაღაც ბრძანებები გასცა, დაბომბვა შეწყდეს, ბლოკადა გაგრძელდესო, მისმა ტიკტოკერებმა რაღაც ვიდეო ჩაწერეს, ურდოს რაღაც ნაწილების გადაადგილებები შეინიშნება, რეალობა კი ერთია: ურდო ვერ იღებს აზოვსტალს და სანაპიროს ნაწილს და ვერც ვერასდროს აიღებს! ჩვენი გმირები ამასობაში მათ ტექნიკას და ორკებს ყოველდღიურად ანადგურებენ!
აღმოსავლეთის ფრონტზე ურდომ ვერცერთ მიმართულებაზე ვერ შეძლო წინ წაწევა! ვერც ვერასდროს შეძლებს!
მითუმეტეს, რომ წამოვიდა როგორც იქნა მძიმე არტილერია! ჩვენი ბიჭები ამ დღეებში აღიჭურვებიან ამერიკული ჰაუბიცებით, ევროპული მძიმე არტილერიით და ტანკებით! ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, 1.5 მლრდ ევროს ღირებულების იარაღის უკრაინისთვის შესყიდვის თაობაზე! პირველად თავის ისტორიაში! მოკლედ რაც აქამდე დააკლდა ურდოს, შემდეგ კვირაში ერთი ასად მოხვდებათ!
გუშინ მშვენიერი ნადავლიანი დღე გამოდგა თან!
3 თვითმფრინავი ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებაზე, 3 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი კა-52 და 2 სატრანსპორტო, გაძეძგვილი ორკებით (დაიფერფლა ბოლომდე), 10 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ტანკი, 10 ჯავშანმანქანა და 200-ზე მეტი ორკი კობზონის კონცერტზე!
დასავლეთის დიპლომატიურ ფრონტზეც მაგრად მუშაობს ზელენსკი და მისი გუნდი! მეგობრებიც მაგარი ჰყავს! მარტო ბრიტანელი პრემიერი ბორის ჯონსონი რომ გყავს ძმაკაცებში, უკვე მაგარია – რუსეთი თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე გაფართხალდება, არავის ვკითხავ ნატოში, ისე დავაბაბანებ საპასუხოდო! მისი საგარეო მდივანი ლიზ თრასი კიდევ პოლიტიკურად ასამარებს რუსეთს და მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის ითხოვს რუსეთის პასუხისმგებლობას!!
ესტონეთის და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ურდოს მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებს და სამხედრო დანაშაულებს მისცეს გენოციდის კვალიფიკაცია!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბორის ჯონსონიბუკა პეტრიაშვილიზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved