“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
“რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, პრობლემები შეექმნება არა მხოლოდ ისეთ დარგებს, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები დასავლურ ტექნოლოგიებზე (მანქანათმშენებლობა, ელექტრონული მრეწველობა და ა. შ. ), არამედ ისეთებსაც, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებული იმპორტზე. მაგალითად, სამკერვალო წარმოებას შეიძლება საფრთხე დაემუქროს ისეთი ბანალური პრობლემის გამო, როგორიც არის ღილების დეფიციტი. ერთ-ერთი რეკომენდაცია არის რუსეთში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იან წლებში არსებული წვრილი იმპორტის აღორძინება. გვახსოვს, ხომ დიდი ჭრელი ჩანთებით დუბაიდან რომ შემოგვქონდა საქონელი. ჩაყრი ტომარაში ღილებს, ნემსებს, ძაფებს, სკოჩებს, ბეწვის შუბებს თუ ტელეფონებს და წინ რუსეთისაკენ…
რა დღეში ჩაიგდეს თავი, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან.”
კომენტარები