• რეკლამა
  • კონტაქტი
12:27, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტო დღეს ცაში რუსებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს… კრემლში ხვდებიან, რომ აზოვსტალის აღება რამდენიმე კვირაშიც კი შეუძლებელია” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:58 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
952
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“21 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– დღეს რუსებმა მარიუპულში აზოვსტალის ქარხანასთან მიახლოება ორჯერ – პუტინის განცხადებამდე და პუტინის განცხადების მერეც სცადეს. ორჯერვე დანაკარგებით დაიხიეს უკან. კრემლში ხვდებიან, რომ აზოვსტალის აღება რამდენიმე დღეში და რამდენიმე კვირაშიც კი შეუძლებელია, ხოლო ის კოლოსალური რესურსი, რომელსაც რუსეთი ქარხნის ტერიტორიის აღებას ახარჯავს ძალიან დიდია და საერთო შეტევის მეორე ფაზიდან ძალებს აკლებს. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც თავიდანვე ვივარაუდეთ, პუტინი მარიუპოლში მყოფ 15 ათას სამხედროდან დიდ ნაწილს დონეცკის რაიონის სხვა მიმართულებით გზავნის, რადგან მათი ქალაქ მარიუპოლში დაყოვნება და ჩაკეტილ ციხე-სიმაგრე “აზოვსტალზე” გაწევა უშედეგოდ და უდიდესი მსხვერპლის ფასად დასრულდებოდა.
გამოდის რომ ახლა ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალი და ლივობერეჟნის რაიონის უკიდურესი ნაწილი, კვლავ უკრაინელთა ხელშია. რუსები დანგრეულ და განადგურებულ ქალაქებში დაიარებიან, თუმცა “აზოვის” პოლკის თავდასხმებისაგან ვერც ისინი იქნებიან იმუნურები. ასე, რომ მარიუპოლისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.
მარიუპოლში რუსებს ახლა ბევრი არჩევანი არ აქვთ. სავარაუდოდ ისინი შეეცდებიან აზოვსტალის ირგვლივ ტერიტორიის დაკონსერვებას და ქარხნის მუდმივ ალყაში ყოფნას, სანამ დამატებითი ძალები არ გამოუთავისუფლდებათ და კვლავ სრულმასშტაბიანად არ განაახლებენ შეტევას. ეს უკრაინელებისათვის შესამჩნევი შანსია, ზურგში მყოფი ოკუპანტები მოულოდნელი თავდასხმებით გაანადგურონ.
იკვეთება მეორე ტენდენციაც: კრემლში უბრალოდ შეეშინდათ. მარიუპოლის ბუნკერებისათვის ბრძოლას შესაძლოა იმდენივე რუსი სამხედრო შეწირვოდა, რამდენიც კიევის უშედეგო აღების მცდელობას შეეწირა. ვიწრო და კარგად გამაგრებულ დერეფნებში ბრძოლა “ქაუნთერ-სტრაიკის” თამაში არაა ადვილად რომ შეძლო გაღწევა. რამდენადაც უჭირთ რუსებს ურბანული ბრძოლა ერთი იმდენად რთული კარგად გამაგრებულ და ხაფანგებით სავსე ბუნკერებში ჩაღწევა. რუსები ხვდებიან რომ ქარხნისათვის ბრძოლას იმაზე მეტი სამხედრო შეეწირებოდა ვიდრე ამის გაღების რესურსიც მათ აქვთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსები ან აზოვსტალს აღარ დაბომბავენ ან შეჭრის მცდელობა არ იქნება რა, არა, რუსები კვლავ იზამენ ამას, მაგრამ ამჯერად მასშტაბი იქნება შედარებით მცირე.
ამასთან, ქალაქ მარიუპოლთან ჩრდილო-დასავლეთით მასობრივი სამარხი იქნა აღმოჩენილი. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ შიგნით ასობით მიცვალებული იქნება დამარხული. რუსებმა მარიუპოლის მოსახლეობა მიზანმიმართულად გაანადგურეს. ეს უკრაინელთა გენოციდის კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტია.
– დღეს რუსულმა ავიაციამ სცადა ხარკივის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონში საჰაერო დარტყმები მიეტანა უკრაინულ პოზიციებზე, მაგრამ უკრაინელებმა რუსული მოიერიშეები და გამანადგურებლები ჩამოყარეს, რასაც შვეულმფრენების ჩამოგდებაც დაემატა. რაც უკრაინელებმა ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი მიღეს და აითვისეს რუსების საჰაერო დომინაცია დიდწილად დასრულდა. მარტივად რომ ვთქვათ მარტო დღეს ცაში რუსებმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს.
– მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ზაპოროჟიეში ქალაქ ჰულიაპოლთან და ხარკივის რაიონის ქალაქ იზუმთან. ამასთან, რუსები ბომბავენ უშუალოდ ქალაქ ზაპოროჟიესაც და ხარკივსაც. რაც შეეხება წინსვლას: პრაქტიკულად ვერცერთი მიმართულებით რუსებმა სახმელეთო წინსვლა ვერ შეძლეს.
– რუსებს შემტევ ძალაში პრობლემა რომ აქვთ. ეს არამხოლოდ მარიუპოლიდან სამხედროების მოხსნაში და ფრონტის სხვა მიმართულებით გადასროლაში გამოიხატება, არამედ საერთაშორისო დაქირავებულების წინა ხაზზე გაშვებითაც. ლუგანსკის რაიონში ლიბიელი და სირიელი დაქირავებულები გაანეიტრალეს უკრაინელებმა. თითქმის სრულად მოსპეს შეტევაზე გადასული “ვაგნერის” დაჯგუფებაც.
– აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი ახლა კრიტიკულ ფაზაში შედის. მან უკრაინას დამატებით 800 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო. “Howitzer” არტილერიასთან ერთად სხვა სიურპრიზებიც შეიძლება ვიხილოთ საბრძოლო ოპერაციებში, რაც რუსების შეტევას სრულად გამოფიტავს და შემდგომ კონტრშეტევის შანსს შექმნის. რადგან რუსეთი ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს, ხოლო მისი მარცხი მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის აუცილებელი პირობაა, ამიტომ უკრაინის დახმარება არ შეწყდება.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved