• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Მიხეილ სააკაშვილს ჰყავს, ყველაზე ბოროტი და ეგოისტი მეგობრები” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:17 04-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,718

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“Მიხეილ სააკაშვილს ჰყავს, ყველაზე ბოროტი და ეგოისტი მეგობრები, ვეცდები ავხსნა, რას ვგულიხმობ…

Ევროპას და ამერიკას არ მიაჩნია, რომ ის უდანაშაულოა, ასე რომ მიაჩნდეს გამოაშვებინებდა ოცნებას (როგორც მელია, ან რურუა გამოაშვებინა); ნახევარ საქართველოს ახსოვს როგორ გამოიყენა მერაბიშვილმა სახელმწიფო ინსტრუმენტად, სადისტურად აწამა გირგვლიანი და ჯალათები შეაწყალებინა მიშას; ნახევარ საქართველოს ახსოვს სადისტი ახალაიები, როგორ ლეწავდნენ ციხეში ხალხს (კი, იყო დადგმული სცენებიც, რომელიც რო რამე, მიშას პარტიის ახლანდელი მაღალჩინოსნის, ნატო ჩხეიძის მაშინდელმა პარტიამ გაავრცელა) და ახალაიები მიშასთან ასოცირდებიან; ნახევარ საქართველოს ახსოვს დაშინებით წაღებული ბიზნესები (ზოგიერთი ღორი ნამდვილად იმსახურებდა და დღეს კიდევ უფრო მეტი იმსახურებს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სასამართლოთი და არა სარდაფებში); ნახევარ საქართველოს ახსოვს, როგორ დასდევდნენ ახალგაზრდებს მოსაფსმელად, მაშინ როცა ელიტა თავად იჯდა დრაგებზე, გვახსოვს ელიტარული ბარიგები როგორ გამოვიდნენ 2 დღეში, როცა ხალხი 1 ძირ ბალახზე წლობით იჯდა, სიცოცხლე წაართვეს; ხალს ახსოვს შვიდი ნოემბერი და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია…

ევროპა დუმს, იმ კრიტიკული მასის შეკრება ვერ მოხერხდება რომ მიშას თავისუფლება მოსთხოვოს მისმა პარტიამ ხელისუფლებას, თან იმ პირობებში როცა მისივე პარტიის ამჟამინდელი წევრების გუბაზის, ჩხეიძის და სხვების მოთხოვნით ზის ციხეში, იმ პირობებში როცა მისი პარტია რუს აგენტს გახარიას უჭერს მხარს, ანუ პარტია არი რეალურად ბრძოლისუუნარო და რაც დრო გავა უფრო დასუსტდება…

მისი მეგობრები მთელ ძალისხმევას უნდა ხარჯავდნენ, რომ მოხდეს მისი გადაცემა უკრაინული მხარისთვის, რაც მას გადაარჩენდა, ეს კაცი თავისი სიჯიუტით და ნერვებით თავს დაიღუპავს ციხეში და ხელისუფლებასთან ერთად ეს იქნება მისი მეგობრების კისერზე, რადგან მათ მიშას თავისუფლება ცალკე აღებული კი არ უნდათ, მათ უნდათ ლიდერი ქვეყანაში, რომელიც ძალაუფლებას დაუბრუნებთ, სჭირდებათ გაბანკროტებული გავლენების აღმდგენი, მათი ძალაუფლებისადმი ლტოლვა იმდენად დიდია, რომ კაცი ციხისთვის ჩამოიყვანეს, დაპირებით რომ ხალხი გამოიყვანდა… არ ემეტებათ მიშა თამშგარეშე და თავისუფალი, მათ უნდათ რაინდი რომელიც ძალაუფლებას დაუბრუნებთ, რომ გააგრძელონ ძალაუფლებით ტკბობა, სიკვდილისთვის სწირავენ საკუთარ მეგობარს და ლიდერს…

Ბევრი წარსული ბრაზის მიუხედავად, გულწრფელად მენანება ეს კაცი, იმიტომ რომ მოკვდება თავისუფლებისთვის და ვერ შეეგუება მოცემულობას, იმიტომ რომ უამრავი საშინელი, შეიძლება უპატიებელი შეცდომების გათვალისწინებით, მან ჭაობისგან შექმნა სახელმწიფო და ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ძალიან ცოტას აქვს გაკეთებული… როგორმე თუ დაძლევენ მისი მეგობრები პირად ინტერესს, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ მიშას ხელით და ამის მაგივრად მოითხოვენ მისი უკრაინისთვის გადაცემას, ვფიქრობ მეგობარსაც გადაარჩენენ და პრეზიდენტსაც რომლიც ძალიან ცოდოა ამ ყველაფრისთვის, იმ დამსახურებებისთვის რაც აქვს, ცოდოა ასეთ დღეში… მაგრამ არა, მათ თავისუფალი მიშა არ უნდათ, მათ უნდათ ლიდერი მიშა რომელიც ბიძინას ძალაუფლებას წაართმევს და მათ გაუნაწილებთ…

რაც მალე დაიწყებენ მისი ტვინგაცხელებული, ეგოისტი, ძალაუფლებაზე დორბლმდინარე მეგობრები, მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ის უკრაინაში დაბრუნდეს, მით უფრო მალე შეაჩერებენ მისი ჯანმრთელობის ნგრევას, რაც ძალიან უსიამოვნო და სამარცხვინო საყურებელია…

მიშას თავისუფლება ამ მოცემულობით ქვეყნის შიგნით არ გამოვა, ქვეყნის გარეთ შესაძლებელია და თუ ვინმეს მისი სიცოხლე ძალაუფლებას ურჩევია, ამ მიმართულებით უნდა იმუშავოს…”

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილიხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved