• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: 303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

ალია ავტორი - ალია
13:18 04-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე  კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, – აღნიშნულის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის.

„სემეკის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურების მიღება კომუნალური კომპანიებისგან. *303#ok არის მარტივი სერვისი  –  მობილურ ტელეფონში *303#ok-ის აკრეფით, მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება, დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი. 

*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, – განმარტავს დავით ნარმანია.

*303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა.

 

დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება –  ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. 2019 წლიდან დღემდე აღნიშული პროექტით  43,827 მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved