შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯონ კირბი, რუსეთის მიერ, “სარმატის” კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ეხმაურება და ამბობს:
“მსგავსი ტესტირება რუტინულია, საფრთხეს არ წარმოადგენს და გასაკვირი არ არის”
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” გამოსცადა. რაკეტის გაშვების შემდეგ, პუტინი თქვა: “ეს დააფიქრებს მათ, ვინც რუსეთს ემუქრება”.
კომენტარები