საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იზოლაციის გამოცხადების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარა. ამის შესახებ კრისტოფ კასტანერმა France2-ის ეთერში ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, ჟანდარმერიის პასუხისმგებლობის ზონაში ოჯახური ძალადობის ფაქტები 1 კვირაში 32%-ით გაიზარდა, პარიზში კი, რომელიც დედაქალაქის პოლიციის პასუხისმგებლობის ზონაა, ამ მაჩვენებელმა კვირაში 36%-ს მიაღწია.
კასტანერმა აფთიაქებს დაავალა შექმნან სისტემა, რომლის დახმარებითაც ქალები ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინებენ.
კომენტარები