• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ არა ბოკერია, “ლელო” პარლამენტში ვერ ეგდებოდით” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:37 04-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
611

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები (თუ ჩემი არ გჯერათ, ძალიან სანდო ვიეტნამური წყაროები არსებობს).
ჭაობში თუ ფართხალებ, მეტად იძირები.
ასე ფართხალებთ ყველა, ვინც ევროპული საქართველოს ერთადერთ ღირსეულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის ფარსის მიმართ, რაღაც ქვენა მოტივებით ხსნით.
რამდენიმე დღის წინ Misha Mshvildadze შევიდა დამინულ ველზე და თანმიმდევრულობა დაგვიწუნა.
დღეს ანა ნაცვლიშვილს (არ ვიცნობ და არ ვთაგავ ამიტომ) მოვკარი თვალი, სადღაც ფართხალებდა ბოკერია “ახლა შეჯდა თანმიმდევრულობის მესიჯზე” იმიტომ რომ თავად ვერ შედიოდა პარლამენტშიო.
თან მებრალებით, მაგრამ თან გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტს, რომ ამ უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ და ამიტომ გპასუხობთ.
—————
პირველი სამარცხვინო სისულელე!
“2016 წლის პარლამენტში თუ შეხვედით, რატომ 2020 წლის პარლამენტში არ შეხვედით”
ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაზე კომენტირების პრეტენზია აქვს, ასეთი სამარცხვინო და უთავმოყვარეო სისულელის თქმა უნდა რცხვენოდეს!
1) 2016 წელს ჩვენ გვქონდა სხვა საარჩევნო სისტემა!
ამ საარჩევნო სისტემით ქოცებმა მოიგეს!
ამ მახინჯი საარჩევნო სისტემით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კანონიერად გაიფორმეს!
გაყალბების მასშტაბიც კი ვერ ფარავდა განსხვავებას.
27 პროცენტი ჰქონდა ნაცმოძრაობას, 48 ოცნებას – სხვა პარტიებმა ბარიერიც ვერ გადალახეს (ინაშვილს გადაალახინეს ხელოვნურად).
განსხვავება იმდენად დიდი იყო, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ გაყალბების გამო მოიგეს ქოცებმა.
ამიტომ დავისახეთ ამოცანად სისტემის შეცვლა და შევცვალეთ 20 ივნისის აქციების დროს – ხალხის მონაწილეობით!
2) 2016 წელს ბოკერია არ გამოვარდნილა და ბოიკოტი არ გამოუცხადებია!
2020 წელს სანამ ფოთიდან ჩამოვედით, საგიჟეთი მოაწყვეთ (ამას დაგილაგებთ ვიდეოებად, რომ კარგად შეგარცხვინოთ – თქვენი ლიდერებიანად, დუჟმორეულები რომ ყვიროდით ბოიკოტზე) – ბოიკოტზე გავედით ყველანი ერთად (მიუხედავად იმისა რომ მე თქვენნაირ ქარაქუცებთან ერთად ომში წასვლა არ მინდოდა).
სიტყვა ვთქვით, ხალხი ქუჩაში გავყინეთ, ბოლო ხმაზე ღრიალებდით ვინც ამ პარლამენტში შევა მოღალატეაო – ბოიკოტის დამრღვევ ადამიანებს თავზე ნაგავს აყრიდნენ და დუმდით.
და ამის შედმეგ შევარდით პარლამენტში – 43 პროცენტი გამარჯვებააო ყვიროდით! (ღმერთი მაღალია)
ბოკერია არ არის ქარაქუცა, უთავმოყვარეო პოლიტიკოსი, მას ფიზიკურად არ შესწევს უნარი სააკაშვილივით, ვაშაძესავით, ან უგულავასავით მოიქცეს, მას რცხვენია ასე მოქცევა, ასეთებს ჩვენ, საღამოობით ერთმანეთს რომ ვხვდებით, დავცინით – სირცხვილად ვთვლით ასეთების პოლიტიკაში ყოფნას და გვესმის ქართველი ხალხის, რომ პოლიტიკურ კლასს არ გვენდობა.
—————-
მეორე გულისამრევი სისულელე
“ბოკერია პარლამენტში ვერ მოხვდა და ამიტომ ატრაკებს”.
ბოკერიას ჰქონდა მოძრავი სია – მას რომ პარლამენტში შესვლა ვადამდელზე კომპრომისის გარეშე ჰქონოდა განსაზღვრული, სიას სანამ ჩახსნიდა – წინ გადაეწერებოდა. კაკოს საერთოდ შედეგებით ეკუთვნოდა წინ გადაწევა. ამასთან – ელენე არ შევიდა (არც ეკუთვნოდა, ზუსტად ისე, როგორც ტარიელ ნაკაიძეს და დავით ბაქრაძეს არ ეკუთვნოდათ) – ელენეს ადგილი არავის დაუკავებია.
უსინდისო ბოდვაა ის, რომ მანდატი არ ჰქონდა და ამიტომაა ბოიკოტში.
როცა ასეთ სამარცხვინო ბრალდებას ისვრით, საკუთარ თავებს ყიდით – რაღა გაყიდვა გინდათ, ვიცით რომ საკუთარი “პალაჟენიის” გამოს ყველაფერს გაყიდით, სინდისსაც.
თქვენი მორალური კოდექსიდან გამომდინარე ტენით ეგეთ “ნახალკას” სხვას და ამიტომ ხართ სამარცხვინოები.
———————–
მესამე აღვირახსნილი სისულელე
“თუ 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა, რატომ 19 აპრილისას არ მოაწერა”.
თქვე შინაარსისგან დაცლილო ფუტლარებო!
8 მარტის შეთანხმების შედეგად საარჩევნო სისტემა შეიცვალა!
120 ადგილი მივიღეთ პროპორციულად.
8 მარტის შეთანხმების შედეგია ის, რომ ლელო პარლამენტში გდია 3 პროცენტით!
ვერ ეგდებოდით, რომ არა ბოკერია და 8 მარტის შეთანხმება!
19 აპრილის შედეგად რა შეიცვალა თქვე თვითმარქვია პოლიტიკოსებო?
2021 წლის არჩევნებზე რა მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად?
8 მარტის შეთანხმების შედეგად, პარლამენტში ყრიხართ 3 პროცენტიანები და თქვენს ამომრჩეველს წარმომადგენელი ყავს – უხეირო, მაგრამ მაინც!
19 აპრილის შედეგად რა მივიღეთ? დიდი ეროვნული სირცხვილი! გაუცხოებული ხალხი და დიდი დეპრესია!
P.S. რამდენჯერმე დავაპირე თქვენი განცხადებებიდან ვიდეოები ამეწყო და ქართველი ხალხისთვის მეჩვენებინა რა სამარცხვინო ფლუგერები ხართ, მაგრამ შემებრალეთ.
ახლა აღარ შემებრალებით – გმადლობთ.
—————-
P.P.S. და კიდევ ერთ რამეში დამარწმუნეთ, ბარიერი 5 პროცენტზე დაბალი არ უნდა იყოს.
ვინც 5 პროცენტს ვერ აგროვებს, ის პარლამენტში არც უნდა იყოს.”
თეგები: გიგა ბოკერიათამარ ჩერგოლეიშვილილელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved