უკრაინამ უკვე შეავსო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინაში, მატი მაასიკასს დოკუმენტი პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს გადასცა.
“ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. უკრაინელი ხალხი ერთიანია, რომ თავი იგრძნოს ევროპის ნაწილად. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვარი უკრაინას 8 აპრილს გადაეცა. ის ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრეზიდენტ ზელენსკის, კიევში ვიზიტის დროს გადასცა.
კომენტარები