• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძის ეს განცხადება არის მცდარი – ფაქტ-მეტრის ვერდიქტი – დეტალები

ალია ავტორი - ალია
02:38 04-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
692

ფაქტ-მეტრი ავრცელებს მასალას სათაურით:

კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მცდარი.

 

არჩილ თალაკვაძე: კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესიული ომის წარმოების პარალელურად, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ტრიოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარება, აქტუალური გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა. განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროკომისიამ ტრიოს მიერ მიწოდებული დოკუმენტები შეისწავლა და უკრაინას 9 აპრილს, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას – 11 აპრილს კითხვარი გადასცა, თუ რამდენად მზად არის ეს სამი ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

საქართველოში მოქმედმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას კითხვარისა და პასუხების გასაჯაროების თხოვნით მიმართეს. მათი აზრით, საქართველოს გაწევრების პროცესში ინკლუზიურობა მნიშვნელოვანი იქნება, რათა ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს მოგვიწოდებს, რომ კითხვები კარგად და დროულად შევავსოთ; ჩავრთოთ კითხვების შევსების პროცესში და ასე შემდეგ, გახსოვთ, როგორ ცინიკურად გვაკრიტიკებდა. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის აღნიშნული ჯერ ადრეა; რომ ევროკავშირს ჯერ არ აქვს ინტერესი, ჩვენი კანდიდატობის სტატუსი განიხილოს; ეს არის არაადეკვატური და ასე შემდეგ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ის ასევე ამატებს, რომ ხელისუფლება მზადაა დათქმულ ვადებში კითხვარში ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია შეიტანოს. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც კითხვარის გასაჯაროებას და შევსების პროცესში ჩართვას ითხოვენ, ნაწილი გულწრფელია, თუმცა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ამ კითხვებზე პასუხებში საქართველოს რეპუტაცია დაზიანებული ყოფილიყო. „ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად უზრუნველყოფს, ყველა საუკეთესო ინფორმაციის და გამოცდილების კონსოლიდაციას პასუხების მომზადებაში… ჩვენს მოქალაქეებს რომ არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ რაიმეს უმალავს ხელისუფლება, პირველ რიგში, კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი“,- ამატებს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, კითხვარის გასაჯაროების საკითხზე საუბრისას აღნიშნა: „ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები. ამაზე გვექნება კონსულტაციები ევროკავშირთან“. მისი თქმით, არსებობს ეჭვები რადიკალურ ოპოზიციასა და მის სატელიტებთან მიმართებით, „მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“ დაკავშირებით და „ყველამ კარგად იცის“, ვის სურს საქართველოს წარმატება და წარუმატებლობა.

ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესის ინკლუზიურობის აუცილებლობა ესმის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრსაც, თუმცა ის ინკლუზიურობაში სხვადასხვა სახელისუფლებო უწყების მონაწილეობას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ინკლუზიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია და, ამიტომ – „ყველა სახელმწიფო უწყება, პირველ რიგში, იქნება მობილიზებული ამ პროცესში მონაწილეობისთვის.“ 12 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა. „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის შინაარსის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა“,- აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს მიერ კითხვარის მიღებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის როლის შესახებ აღნიშნა: „ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცადონ“.

კითხვარის შესახებ საუბრისას, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გივი მიქანაძემ განაცხადა: „ამ კითხვარის შევსების კოორდინირებას მთავრობა განახორციელებს და მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს კითხვარი სათანადოდ შეივსება. ეს კითხვარი დაეფუძნება იმ რეფორმებს და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა და ახორციელებს“.

როგორც ჩანს, ქართული ოცნება დოკუმენტის შევსების პროცესში ინკლუზიურობად მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მონაწილეობას მიიჩნევს და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ან/და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას არ აპირებს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა არჩილ თალაკვაძის შემდეგი განცხადების გადამოწმება: „კითხვარი დაცულია [იგულისხმება, რომ არ უნდა გასაჯაროვდეს] ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ინფორმაცია ჩაკეტილი“.

ამ საკითხზე ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორმა სხვადასხვა წყარომ ფაქტ-მეტრს დაუდასტურა, რომ კითხვარის გასაჯაროება ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივაა და რომ გამჭვირვალობისთვის კითხვარის საჯაროობა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. მეტიც, ამავე წყაროს მიხედვით, საქართველოს მხარემ იკითხა კიდეც, კითხვარის გასაჯაროების შესახებ და სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის რეკომენდაცია მიიღო.

ამასთან, როგორც ჩვენი წყაროები, ასევე საჯაროდ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი ადრეც გასაჯაროებულა. მაგალითად, სერბეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის მიერ გაგზავნილი კითხვარი შევსებამდე გაასაჯაროვეს (ბმული 1; ბმული 2). ასევე საჯაროა, მაგალითად, ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ უკვე შევსებული კითხვარიც.

ვინაიდან არჩილ თალაკვაძის განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კითხვარი დაცულია“ ევროკავშირის მხრიდან არ დასტურდება, მეტიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით კითხვარის გასაჯაროება-არგასაჯაროება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა და ამ საკითხზე, ფაქტობრივად, რეკომენდაციაც კია გაცემული სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

წყარო – ფაქტ-მეტრი

თეგები: არჩილ თალაკვაძეფაქტ-მეტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved