• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების ამომრჩევლისთვის კი ასეც სულ ერთი იქნება და ისეც, რადგან…” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
17:43 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

 სოციალურ ქსელში  მწერალი ლაშა ბუღაძე ქართული საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებას ეხმიანება და წერს:

„ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ქვეყანას ხელისუფლება წარმოადგენს და არა პოლიტიკური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, ორბანს ჩვენსაზე არანაკლებ თავმოყვარე ოპოზიცია ეყოლება თავის ქვეყანაში, მაგრამ მსოფლიოსთვის უნგრეთი – ორბანია და არა მისი ოპოზიცია.

უკრაინას, რომელიც დღეს ცივილიზაციის ციხესიმაგრედ არის ქცეული, ნამდვილად არ სჭირდება ქართული ხელისუფლების ჩასვლა კიევში… ეს წესით ჩვენს ხელისუფლებას უნდა სჭირდებოდეს, თუმცა მომენტი მათ ჯერ კიდევ მაშინ გაუშვეს ხელიდან, როცა ივანიშვილის სპიკერმა ი. ღარიბაშვილმა უკრაინას 25 თებერვალს უსურვა მარცხი.

წავა თუ არა წავა ხელისუფლება უკრაინაში, მათ რეპუტაციას მაინც აღარაფერი ეშველება, მაგრამ ამ უავტორიტეტო ქვეყნის რეპუტაციისთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი. ოცნების ამომრჩევლისთვის კი ასეც სულ ერთი იქნება და ისეც, რადგან ამ ხალხს მაინც არაფერი აინტერესებს “უფასო ფულის” დაპირების ძველი და ჯერ კიდევ შეულეველი ოცნების გარდა. და კიდევ ისიც, რომ როგორმე არაფერი დაემუქროს ოცნების ფულიან ბიძაკაცებს და საარჩევნო უბნებთან მობირჟავე შპანას, რადგან ეს წმინდათა წმინდაა… სხვა ყველაფერი ხომ წყალსაც წაუღია,“- წერს ლაშა ბუღაძე.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მწერალი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას „პრინციპულობის“ თამაშის ნაცვლად დაფიქრება მართებს.

„ქართული ოპოზიციის ნაწილი კი კარგი იქნება, თუკი უკრაინის კონტექსტში მაინც შეელევა საყვარელ და უკვე საკმაოდ მოსაწყენ თამაშს “მორალისტური უპირატესობის” შესახებ – ვინ უფრო “პრინციპულია” ტოტალური პოლიტიკური უიდეობის ჟამს. რაც და როგორც არ უნდა ვქნათ, შევეგუოთ, რომ ახლა პერიფერია ვართ და ნიშნისმოგება კი არა, დაფიქრება გვმართებს – არჩევნები რომ მოვა (თუ მოვა) – ივანიშვილის პრორუსი ბიჭები როგორ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უკრაინას კი ჰყავს დამცველები, საქართველოს რა ვუყოთ?“ – წერს ბუღაძე.

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved