• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრალდებულები მკვლელობამდე ქალს უთვალთვალებდნენ და ამისთვის წინასწარ იქირავეს ბინა” – პროკურორი შატალოვას საქმეზე

ალია ავტორი - ალია
15:00 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულები მკვლელობამდე ქალს უთვალთვალებდნენ და ამისთვის წინასწარ იქირავეს ბინა.

ვეფვაძის თქმით, ანასტასია შატალოვა ბრალდებულებმა წინასწარ დაგეგმვით, ჯგუფურად მოკლეს.

“იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების. ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარიამ გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს.

ცნობილია ისიც, რომ 27 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ქალი ბერიძეს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმეზე გამოძიებაც კი იყო დაწყებული.  ყოფილი ვიცე-მერმა შატალოვას გარდაცვალების შემდეგ თქვა, რომ შვილის დედასთან ბოლო პერრიოდში კომუნიკაცია არ ჰქონია.

გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ბექა ლატარიამ ესროლა, შსს-ს ცნიობით, ლატარიამ მკვლელობის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა. გამოძიების ვერსიით, ხასიამ მკვლელობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ლატარია დაკავებისას საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა. მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თეგები: სასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved