• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დელეგაციაში  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის არყოფნა “ლოგიკურია” – ირაკლი კობახიძე უკრაინაში ვიზიტზე

ალია ავტორი - ალია
14:44 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის არყოფნა “ლოგიკურია” 

“რაც შეეხება ვიზიტს – მე მგონია, რომ იდეალურად ლაგდება ყველაფერი. გუშინ, სხვათა შორის, მათი მხრიდან იყო რაღაც საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იცით, რაც იყო გუშინ – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის მერე გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც, ერთი მხრივ, მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრიანელი ხალხის მიმართ და, ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში.

ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც – ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ომის პარტია, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ძალიან კარგი, ნაცმოძრაობა დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გამოდის რა? ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ამას აცხადებს, Fake-ს ავრცელებს, არის ენმ. მოხდა ლუსტრაცია. ომის პარტია უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო შედიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული ოცნების განცხადებით, მათი შეთავაზება იყო, ოპოზიციის კვოტითაც სამი ადამიანი წასულიყო, რაზეც უარი მიიღეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ, ოპოზიციას შეთავაზეს, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved