• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აპრილის ბოლოს უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შეიარაღებულ სახელმწიფოდ მოგვევლინება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
04:36 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,573
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“13 აპრილის შეჯამება:
– უკრაინულმა ანტისაჰაერო სისტემებმა ხარკივის რაიონში სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო. რუსული დანაკარგების ფონზე სავარაუდოა, რომ მოირიშე და გამანადგურებელი ავიაციის ფრენა უკრაინის თავზე პრაქტიკულად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
– იზუმის აღმოსავლეთიდან ლუგანსკის რაიონისაკენ წასული რუსული სამხედრო კოლონა დონეცკი-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან განადგურდა. მათი მიზანი ლისიჩანსკისა და რუბეჟნოეს ზურგში მოქცევა იყო. რუსული ფართომასშტაბიანი შეტევა ისედაც შეჩერებულია და ახლა მცირე-მცირე კოლონებით გადაადგილებაც შეუძლებელი ხდება, რაც რუსეთს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს და აიძულებს შეაჩეროს ლოკალური შეტევები დაელოდოს გადაჯგუფებას და ერთიანად სცადოს შეტევა ფრონტისპირა ყველა რაიონში.
– მარიუპოლში რუსებმა პორტის დაკავება შეძლეს. მის დასაკავებლად რუსებმა ასეულობით სამხედრო და ათეულობით ჯავშანტექნიკა შეწირეს. წინააღმდეგობა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება რაც უფრო ღრამად შედიან რუსები ქალაქში.
– “აზოვის” ლიდერმა დენის პროკოპენკომ მიმართვა გაავრცელა და თქვა რომ საზღვაო ქვეითი ბრიგადა შიდა ალყის გარღვევის შემდგომ მათ მართლაც შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მცველებს უფრო მცირე ტერიტორია უკავიათ, ვიდრე აქამდე ეკავათ, მაინც ისინი იმედით უყურებენ შემდგომ ბრძოლას და რომ რუსული შეტევა აუცილებლად იქნება მოგერიებული. ფაქტია, ქალაქის ირგვლივ კი ვიწროვდება რუსული რკალი, მაგრამ დანაკარგები იმდენად დიდი აქვს რუსეთს, რომ ამ პირობებში კიდევ შეუძლიათ დამცველებმა გაძლონ და დაიცვან ქალაქი.
– რუსები აცხადებდნენ რომ დღეს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, კურსკის რაიონში უკრაინელებმა რუსულ პოზიციაზე მიიტანეს იერიში. ეს ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს უცნობია, მაგრამ ზოგადად რუსული საცეცხლე პოზიციების ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეს კი ომის დინამიკას კიდევ უფრო რთულს ხდის.
– უკრაინელები ავრცელებენ თავიანთი არტილერიის მუშაობის კადრებს, მათ შორის ჩანს ჩეხური საარტილერიო დანადგარებიც. ნელ-ნელა უცხოური იარაღი უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყებს ჩასვლას.
პოლიტიკური ნაწილი:
– აშშ-ში უკრინისათვის ლენდ-ლიზის სრულმასშტაბიან ამუშვებას სერიოზულად მოეკიდნენ. კიდევ დამტკიცდა 800 მილიონიანი სამხედრო დახმარება უკრაინისათვის. ამასთან, სხვადასხვა სამხედრო მომწოდებელთანაც დაიწყო მოლაპარაკება. სავარაუდოა, რომ აპრილის ბოლოს უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შეიარაღებულ სახელმწიფოდ მოგვევლინება. ყოველთვის, ახალი იარაღის მიღების შემდეგ სამი-ოთხი კვირა მაინცაა საჭირო მათი სრული ათვისებისა და საბრძოლო მიმართულებით გადასროლისათვის. ახლა კი აშშ-ში გადამზადებული უკრაინელი სამხედროები ადგილზე ინსტრუქტორებადაც კი მოგვევლინებიან, რაც ათვისების დროს კიდევ უფრო შეამცირებს.
– უკრაინაში ჩავიდნენ პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები. მათი მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობა შესამჩნევი და ხელშესახებია. სავარაუდოა, რომ არამხოლოდ მათი გადაიარაღება მოხდება ახალი ამერიკული და ბრიტანული იარაღით, არამედ თვად ისინი იქნებიან მძლავრი ლობისტები უკრაინის აღჭურვის პროცესში. კარგია, როდესაც საიმედო მეზობელი გიმაგრებს ზურგს.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved