• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ენა როგორ მოგიბრუნდება კაცს თქვა, რომ ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიაში რაღაც კარგიც იყო, მაგრამ რეალურად, ასე მოხდა“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:24 04-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
952

 

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო ამბებში, სოსო ცინცაძე:

– რაც ბუჩაში მოხდა, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის და ვიმედოვნოთ, რომ უკანასკნელი იყო. კი, ეს საშინელი სისასტიკე რუსეთის მხრიდან – უდანაშაულო და ხელებშეკრული ხალხი დახვრიტეს, აწამეს, ბავშვები გააუპატიურეს და მერე დახოცეს. ამით ომის დანაშაულის მრავალი ფაქტი დატოვეს რუსებმა ბუჩაში და მოვა დრო, ამის ჩამდენები პასუხს მწარედ აგებენ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ათჯერ უარესი ვითარებაა ამ მხრივ. აგერ, კრამატორსკში რკინიგზის ვაგზალზე ჩამოადგეს რაკეტა რუსებმა და 52 კაცი მოკვდა, 6 ბავშვი. ეგეთი რაღაცები მომხდარა, მაგრამ ვინც ამგვარ საშინელებებს ჩადიოდნენ, ისინი ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ.

შორს რომ არ წავიდეთ, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, გერმანიისა და იტალიის თვითმფრინავებმა დაბომბეს ბასკური ქალაქი გერნიკა. მიწასთან გაასწორეს ქალაქი, უამრავი ადამიანი დაიხოცა. მერე პაბლო პიკასომ ამ ვანდალურ ფაქტს მიუძღვნა გენიალური სურათი „გერნიკა“. შერჩათ ამ არაადამიანობის ჩამდენებს? არ შერჩათ.

ვიეტნამში იყო ასეთი სოფელი სონგმი, რომელიც ამერიკელებმა გადაწვეს და ცოცხალი არავინ დატოვეს. მერე გაირკვა, რომ სონგმში მდებარე ამერიკული სამხედრო შენაერთის მეთაური იყო ლეიტენანტი კერი. მისი თანამებრძოლი მოკლეს სოფლის მკვიდრებმა და კერიმ ამის გამო მთელ სოფელზე იძია შური. მერე, თვითონ ამერიკელებმა გაასამართლეს ლეიტენანტი კერი და 20 წელი მიუსაჯეს.

სლობოდან მილოშევიჩი ავიღოთ. შერჩა ის სისასტიკე, რაც მან ჩაიდინა ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში? არ შერჩა.

რუსეთი შავ დღეშია ბუჩას გამო. აღარ იციან, რითი და როგორ იმართლონ თავი. ყველა ფაქტს ფეიკს და დადგმულს ეძახიან და გამოდის, უკრაინელებს ფეიკების კეთების გარდა სხვა საქმე არ ჰქონიათ. ორ დღეში ასზე მეტი ვიდეო გავრცელდა, სადაც ბუჩაში მომხდარი საშინელებები იყო ასახული და ორ დღეში მოასწრეს უკრაინელებმა ამდენი ფეიკის გაკეთება? მაშინ, ვინღა ომობდა?

კოსმოსიდან გადაღებული სურათებით მტკიცდება, რომ ეს საშინელებები იმ დროს არის ჩადენილი, როდესაც რუსები იყვნენ ბუჩაში. გარდა მაგისა, არიან გადარჩენილები, მოწმეები, რომელთაც საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ხოცავდნენ უდანაშაულო მოსახლეობას რუსები, მათ შორის, ხელებშეკრულებს. რუსებმა საკუთარი ხელით დადეს ომის დანაშაულის, უკრაინელთა გენოციდის ფაქტები.

ენა როგორ მოგიბრუნდება კაცს თქვა, რომ ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიაში რაღაც კარგიც იყო, მაგრამ რეალურად, ასე მოხდა. ბუჩამ გარდატეხა მოახდინა დასავლეთის პოზიციებში. უკვე მძიმე არტილერიას მიიღებს უკრაინა, სხვა შეტევით შეიარაღებას. ბუჩას ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, ევროკავშირმა განაცხადა, მძიმე არტილერიისა და თვითმფრინავების გარდა, ყველა სხვა თავდაცვის შეიარაღებას მიიღებს უკრაინაო. ბუჩამ შემოატრიალა ვითარება.

გარდა მაგისა, სლოვაკეთი უკრაინას შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ეს-300 აძლევს, სამაგიეროდ ამერიკა სლოვაკეთს „პატრიოტის“ გაუმჯობესებულ სისტემებს გადასცემს. ეს ეს-300 სისტემები, უკვე იტალიაშია და მალე ჩაიტანენ უკრაინაში. ძალიან ძვირი დაუჯდა ევროპელთა ეს გარდატეხა უკრაინას, მაგრამ კარგი ის არის, ბუჩას ტრაგედიამ უკვალოდ არ ჩაიარა.

როდის იქცევა არმია ასე ველურად? ისტორიულად ვიცით, როდესაც ამ არმიისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომლის არმიაც არის, ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით არ მიდის. როდესაც გამარჯვებულის შარმი ქრება, რადგან ბუჩაში რაც რუსეთმა ჩაიდინა, ამის გამო, ის ვერასდროს იქნება გამარჯვებული. გაცოფებულები არიან რუსის ჯარისკაცები. მერე, მათი უმეტესობა წვევამდელია რუსეთის შორეული რეგიონებიდან. ტელევიზორებს იპარავენ, ბლენდერის დანიშნულება არ იციან და ქალის ევროპული ბრენდის ფეხსაცმელი უკვირთ. არადა, ეს უკრაინაში ხდება, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ ევოპული დონის ეკონომიკა და სოციალური სისტემა აქვს. უკრაინა მაგათ მგონი ევროპის შუაგული ჰგონიათ და ახლა ეგენი პარიზსა და ლონდონში რომ ჩაიყვანონ, ან ამერიკის ნებისმიერ ქალაქში, გამოშტერდებიან, ისეთ რამეებს ნახავენ.

ბუჩას მერე განსაკუთრებით გააქტიურდა საერთაშორისო საზოგადოება სამართლებრივი კუთხით. აქამდეც იყო ომის დანაშაულის ფაქტები, მაგრამ ბუჩაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. უკვე ჩავიდა ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი საგამოძიებო ჯგუფთან ერთად და იძიებს ამ საქმეებს. რუსეთი ვერ ასცდება ჰააგის ტრიბუნალს. ვფიქრობ, გამორიცხულია, ჰააგის ტრიბუნალზე პუტინი დასვან. შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობიდან ვერც ვერავინ დაიჭირონ, თუ თვითონ რუსეთმა არ გადასცა ჰააგის ტრიბუნალს ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. თუმცა, სასამართლო მაინც შედგება და მკაცრს განაჩენს გამოუტანენ დამნაშავეებს. ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს.

შესაძლოა, ჰააგამ გადაწყვიტოს, რომ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და უცხოეთის ბანკებში დაყადაღებული ფული, რომელიც 350 მილიარდი დოლარია, ასევე, რუსი ოლიგარქებისთვის დაყადაღებული ფული, გადასცეს უკრაინას, როგორც დაზარალებულ მხარეს.

140 ოლიგარქია უკვე სანქციების ქვეშ. აქ სერიოზულ თანხებზეა ლაპარაკი. შედეგებზე რომ ვიმსჯელოთ, დღეს უკვე გამორიცხულია, რომ უკრაინის დახმარების ეს აქტიური პროცესი შეჩერდეს. ევროკავშირიც ქმნის სპეციალურ საგამოძიებო კომისიას, უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად. ეს კომისიაც იტყვის თავის სათქმელს. პარალელურად, ახალ სანქციებს უწესებს რუსეთს ევროკავშირი ცალკე და სხვა ქვეყნები – ცალკე. უკვე უნგრეთის პრემიერ–მინისტრი, ვიქტორ ორბანიც კი ვეღარ ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. არადა, უნგრეთი რუსეთის გაზზე ხომ მიბმულია და ორბანი პუტინის მეგობარია და არც მალავს. აგერ, პუტინის მეორე მეგობარი, საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ხელმძღვანელი, მარინ ლე პენიც იძულებული გახდა ეთქვა, რომ რუსეთი ცუდად და არაცივილიზებულად იქცევა უკრაინაშიო.

ბუჩას მერე ისიც თქვა, როგორც ნაძირალები, ისე იქცევიან რუსებიო. წარმოიდგინე, როგორ დაეცა რუსეთისა და პუტინის ავტორიტეტი ევროპაში, რომ არათუ მის გამართლებას აღარ ცდილობს ვინმე, მეგობრებიც კი ლანძღავენ. ეს ყველაფერი რუსეთის არმიის გამარჯვებას შეუწყობს ხელს? პირიქით, უკრაინელებს შეაგულიანებს, ბრძოლის მეტ ჟინს გაუჩენს.

არ ვიცი, საუკუნე დასჭირდება რუსეთს ამ დანგრეული იმიჯის აღსადგენად. ესეც მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ რუსეთმა უარი თქვა ამ დამპყრობით ომებზე, შოვინისტურ პოლიტიკაზე და ცივილიზებულ სახელმწიფოდ იქცევა. მე იმასაც ველოდები, რომ ომის შედგების მიუხედავად, ევროპის და სხვა ცივილიზებული ქვეყნები, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზეც უარს იტყვიან. მინიმუმ, შეზღუდულ სავაჭრო ურთიერთობაზე გადავლენ. როგორც ჩრდილოეთ კორეასთან არავის უნდა ურთიერთობა, ახლა რუსეთთან არ უნდა ურთიერთობა ცივილიზებულ სამყაროს. პუტინს პარტნიორად არავინ აღიქვამს და მარტო ჩინეთისა და  ინდოეთის პარტნიორობით შორს ვერც რუსეთი წავა და ვერც პუტინი.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved