• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი?” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:37 04-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
496

“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:

“ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი გახდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი. თურმე პარლამენტია ყველაფერში დამნაშავე, თურმე გამარჯვებაში ხელს უშლიან ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტს ვერ ელევიან. დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს და ყველაფერი სხვანაირად იქნება. “პარლამენტი ოპოზიციის გარეშე”! – ესაა თურმე გამარჯვების ფორმულა.
არ იყო ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში და რატომ არ იყო ყველაფერი სხვანაირად? იქნებ პირიქითაა-ოპოზიციამ რომ დააკნინა პარლამენტის როლი, ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით დაასუსტა საკუთარი თავი და ახლა იმკის შედეგებს?
“ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ რა ხდება, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ პარლამენტში ყოფნა არის რაიმეს მომცემი”-დაახლოებით ასეთი იყო ეკა კვესიტაძისა და “გირჩის” წუხანდელი საუბრის მთავარი დედააზრი. მტკიცებულებათა ტვირთის უცნაური გადანაწილების მოდელი იქნა შემოთავაზებული.
“დავტოვოთ არალეგიტიმურად ეს ხელისუფლება და ყველაფერი მოგვარდება”! “ეს ხელისუფლება არჩევნებით ვერ შეიცვლება”! ეს და მსგავსი ლოზუნგები ვნებს პოლიტიკურ პროცესს, აჩენს ნიჰილიზმს და ხელს უწყობს არასწორი ორიენტირების დასახვას.
ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის საწინააღმდეგო მთავარი და გულუბრყვილო არგუმენტი არის ის, რომ თურმე საპარლამენო მუშაობა ხელს უშლის ხელისუფლების სწრაფ ცვლილებას.
თუ არ წავა ეს ხელისუფლება არჩევნებით, რა გიშლის ხელს, გაუშვი მაშინ არაარჩევნებით? არ გამოდის? რატომ არ გამოდის, ამაზე პასუხი არ არის ან თუ არის, არასწორი პასუხია. რაღაც ახსნა ხომ უნდა მოუძებნონ და პოულობონ კიდევაც არგუმენტების ისეთ კონსტრქციას, როცა დამნაშავე არის “გარე ფაქტორი” და არა “შიდა”. ახლა ეს განტევების ვაცი-ფაქტორი ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა.
ანტისაპარლამენტო რიტორიკის მთავარი ქვეტექსტი ისაა, რომ თურმე “საპარლამენტო რუტინა” ხელს უშლის ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებს და შესაბამისად რიგგარეშე არჩევნების მომწიფებას.
როდესაც მრავალფაქტორიანი პრობლემა დაგყავს ერთ, მეტად არასერიოზულ ფაქტორამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ არა გაქვს სწორად გააზრებული მოვლენის არსი და შესაბამისად ვერც სწორი გზის დასახვის უნარი გაგაჩნია, საბოლოო ჯამში კი ეს მორიგ მარცხს ნიშნავს.
დამარცხების ფორმულის ძიებაში ვართ გამუდამებით, როცა გამარჯვების ფორმულისათვის უნდა მიგვეგნო. ცუდია ისაა, რომ დამარცხების მიზეზებიც სწორად ვერ აგვიხსნია ამდენი წელია. არა და, საკმარისი რაოდენობის მარცხები დაგვიგროვდა, რომ აქედან დასკვნა გამოგვეტანა.
შეძახილი “დატოვეთ პარლამენტი” კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური. რაღაც მომენტში მართლა დავტოვებთ, მაგრამ მერე ესეც მარცხის მიზეზად იქნება დასახელებული. “დროზე რომ დაეტობინათ, ეს არ მოხდებოდა”! ასეთი იქნება პოსტფაქტუმ აღმოჩენილი “მარცხის ფორმულა”.
სინამდვილეში საქმე ასე ფატალურად სულაც არ არის. ეს ხელისუფლება უკვე წასულია (როგორც იტყვიან, დროის საკითხია), ისევ ჩვენ თუ არ შევუწყვეთ ხელი დარჩენაში. თუ ასე მოხდა, ეს ის შემთხვევა იქნება, როცა მმართველმა პარტიამ კი არ გაიმარჯვა, არამედ ოპოზიციამ წააგო.”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved