• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელდინო საღარაძე წალენჯიხაში – ვიდეოები

ალია ავტორი - ალია
17:52 04-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
787

11 აპრილს, წალენჯიკის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა ელდინო საღარაძესთან – მსახიობი, პოეტი, პედაგოგი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი.

ელდინო საღარაძემ დაუვიწყარი საღამო აჩუქა წალენჯიხას, ისევე, როგორც არაერთ რეგიონს, დედაქალაქს, ქვეყანას. 

წალენჯიხელმა ახალგაზრდებმა თავადაც წარუდგინეს საყვარელ პოეტსა და მსახიობს საკუთარი შემოქმედება.

ელდინო საღარაძეს ნაკლებად უყვარს თავის თავზე საუბარი, თუმცა, იგი თავის ისტორიას, 2013 წელს სტუდენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰყვება:

“სოფელ გლდანში დავიბადე, ძალიან  კარგი დედისა და მამის ხელში. შემიძლია ვთქვა, რომ უშეცდომოდ გამზარდეს და ისინი ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანები არიან. დედა – ნათელა, ბიბლიოთეკარი იყო. მამა სოფლის საბჭოში მუშაობდა, გიორგი ერქვა. მე მადლობელი ვარ, რომ შრომა შემაყვარეს. ჩემს ლექსიკონში სიტყვა დამეზარა დღესაც არ არსებობს. საბოლოოდ, ამ შრომამ მომცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადამიანის განვითარებისთვის.

ძალიან მინდოდა  თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამას ტრადიციულმა და ბოლომდე ვერ გააზრებულმა დამოკიდებულებამ ამ პროფესიის მიმართ და შესაბამისად, რჩევამ, იმ წუთში მათქმევინა უარი ამ პროფესიაზე, თუმცა რომ გავიზარდე, მერე ვინანე.  მეხუთე ცნება : „პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“ – არ გვეუბნება, რომ ყურმოჭრილი ყმა იყავი შენი მშობლებისო, პატივი ეცი, მაგრამ  შენი იდეალების დაცვა უნდა შეძლო ადამიანმა. ეტყობა, მე სუსტი ვიყავი…

მაშინ ძალიან მოდაში იყო ქიმიის ფაკულტეტი. ტრაგედიად მექცა ის, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი. დედასაც და მამასაც იმედი ჰქონდათ, რომ  სადაც წავიდოდი, ყველგან ჩავაბარებდი. თუმცა, ბევრს უთქვამს ჩემთვის შენი წაკითხული რომ მოვისმინეთ, მაშინვე ვთქვით, რომ ეს მარტო მსახიობი იქნებაო.

 იცით, მე მეგონა, რომ გავძლებდი სცენის გარეშე. შემიტყუეს, ჩააბარე და უნივერსიტეტში თეატრი არისო. იმ თეატრიდან არიან წამოსული ეს ცნობილ-ცნობილი მსახიობებიო და  ჩამონათვალიც კი ჰქონდათ მზად. ჩავაბარე თუ არა, გავიქეცი პირველ კორპუსში, რომ მომეძებნა, სად იყო თეატრალური დასი, მაგრამ არსადაც არ იყო.

დავამთავრე უნივერსიტეტი და გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში ქიმიის მასწავლებლადაც დავიწყე მუშაობა. ბავშვთა იდეურ -აღმზრდელობითმა ცენტრმა მოაწყო კონკურსი „კითხულობს მასწავლებელი“ . სკოლაში ყური ჰონდათ მოკრული, რომ პოეზია მიყვარდა და მითხრეს,  უნდა წახვიდეო. ვინც მირჩია, იმ ქალბატონმა წერილი გამატანა კომისიის თავმჯდომარე ნელი გაბრიჩიძესთან, მოგისმენენ აუცილებლადო.  როდესაც მივედი, მთავრდებოდა უკვე და ქალბატონი ნელი გამარჯვებულებს აცხადებდა. მოგვიანებით, ამ ქალბატონს წერილი მივაწოდე. არ ვიცი, შევეცოდე თუ ინტუიცია იყო მასში, სთხოვა კოლეგებს, მოვუსმინოთ, ეს გოგონააო და ავედი სცენაზე.

ავედი სცენაზე და წავიკითხე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენადან“ შორენას უფსკრულში გადავარდნის ეპიზოდი. კიდევ რას წაიკითხავთ, კიდევ რას წაიკითხავთ, მეუბნებოდნენ და  ერთმანეთს უყურებდნენ.  ბოლოს მითხრეს:  „შვილო, პატრონი გყაავს?“ და  გამომიჩნდნენ პატრონები.

მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ეს გოგო არ შეიძლება დარჩეს ქიმიაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის სცენაზე დადგესო. ესმა ახალკაცი ძალიან დამეხმარა, ყოველდღე მამეცადინებდა და ბოლოს თეატრალურ ინსტიტუტში მეორე კურსზე დამსვეს. როდესაც დავამთვრე უნივერსიტეტი, უზარმაზარი პროგრამა წამოვიღე და მაშინვე გავმართე რამდენიმე საღამო პროფესიულ დონეზე.

დრამატულ სპექტაკლებში არ  მაქვს ნათამაშები. მე არ შემეძლო თეატრში მუშაობა.  არ მქონდა პირობები ამისთვის, რადგან ოჯახში ყველაფერი ჩემი საკეთებელი იყო. ყველა ჩემი სპექტაკლი გაკეთებულია სადილის კეთების, რეცხვის დროს. ძალიან დამეხმარა არაჩვეულებრივი პოეტი, ცირა ქიტიაშვილი, რომელიც  ფილარმონიაში რეჟისორად დანიშნეს. ჯერ კიდევ სტუდენტი წამიყვანა,  ბატონმა არჩილ  ჩხარტიშვილმა მომისმინა და ამიყვანეს სოლისტად, ფილარმონიაში.

როდესაც ბატონმა კოტე მახარაძემ გახსნა ერთი მსახიობის თეარტი, მქონდა პროგრამები, მხატვრული კითხვის მთელი საღამოები, მაგრამ არ ვთამაშობდი, ვიდექი და ვკითხულობდი.  დღეს კი სხვა მოთხოვნებია, ახალგაზრდებისთვის  სანახაობა უფრო საინტერესოა და მივხვდი, რომ საჭირო  იყო სპექტაკლი. დავიწყე მე თვითონ სცენარების კეთება, ბატონმა კოტე მახარაძემ მითხრა, ნუ ეძებ სცენარისტს, შენზე უკეთ არავინ იცის, რისი გაკეთება გინდა სცენაზეო. ძალიან ბევრი მომცა ბატონ კოტესთან ურთიერთობამ.

პირველი სპექტაკლი იყო „ხმა იდუმალი“, თემურ შავლაძის ესეს მიხედვით. მერე იყო „ჩემი გალაკტიონი“, ორივე სპექტაკლი გიორგი სიხარულიძემ გააკეთა. ამათ მოჰყვა ვანო ხუციშვილის დადგმული „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ძალიან შემეცნებითი ხასიათის იყო და ასევე, საინტერესო „დიდოსტატს ნადიმი“ .

30 წელი ვიმუშავე სასახლეში, ნუგზარ ბაგრატიონთან ერთად  და ძალიან საინტერესო სპექტაკლები გავაკეთეთ.  ახლა ფოლკლორის ბავშვთა სასახლეში ვარ  გიორგი სიხარულიძესა და ვანო ხუციშვილთან ერთად, თეატრალურ სტუდიაში. ასევე, საორატორო აკადემიაშიც ვასწავლი და კერძო პრაქტიკასაც ვეწევი. ძალიან მომწონს პედაგოგობა. რომ ამარჩვევინონ სცენა თუ პედაგოგობა, პედაგოგობას ავირჩევდი.”

http://

http://

 

    
თეგები: ელდინო საღარაძეწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved