• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს 12 კმ-იანი კოლონა რეალურად 2 ბტჯ იყო – იწყება ხოლმე პანიკა და ვაი-ვიში – ავხსნი ამ კოლონების სიგრძეს და არსს” – კახა ესებუა

ალია ავტორი - ალია
16:07 04-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,093

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, კახა ესებუა:

 

“ხშირად შეხვდებით მედიაში განცხადებებს, რომ X კმ-იანი უზარმაზარი კოლონა Y დანიშნულების წერტილისკენ მიემართება. იწყება ხოლმე პანიკა და ვაი-ვიში, რომ თუ ამან მიაღწია ომი წააგო უკრაინამ და ა.შ. მოკლედ ვეცდები ავხსნა ამ კოლონების სიგრძე და არსი.

რუსეთი უკრაინაში ორგანიზებულია ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად (ბტჯ-ებად). რა არის ბტჯ? ესაა მოტომსროლელი ან სატანკო ბატალიონი, რომელსაც დამატებული აქვს არაორგანული საცეცხლე, მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვა, ემატება თითო თვითმავალი ლულიანი და რეაქტიული არტილერია (თითოეულში 6 გავმშვები), საინჟინრო ასეული, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეა (6 გამვშვები), ტანკსაწინააღმდეგო ასეული და ლოგისტიკა. ჯამში, ესაა 700-800 სამხედრო. ასეთი ბტჯ რუსეთს მათივე მტკიცებით ჰყავს სულ 168, რაც მთლიანად მოიცავს რუსეთის სახმელეთო ძალებს. 168 რეალურად ძალიან გადაჭარბებულია. ესაა შტატის მიხედვით გათვლა. რეალურად, მათი რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტური გათვლით ომის დაწყების მომენტისთვის 145-150 უნდა ყოფილიყო. მათგან დაახლოებით 110 უკრაინის მიმართულებაზე იყო მიზიდული. დაახლოებით 10 ომის დროს დაემატა მას. ალბათ ამდენივე გადმოისროლეს რამდენიმე დღის წინ ომის მეორე ფაზისთვის.

რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც რუსული არმია ბტჯ-ებით იბრძვის? ამის მიზეზი რამდენიმეა.

  1. უკრაინასთან პირველი ომის დროს ვერ ხერხდებოდა ბრიგადების სრულად გამოყენება მათი დაბალი დაკომპლექტების და დიდი ზომის გამო. იმ პერიოდში რუსეთი ცდილობდა შედარებით შეუმჩნევლად ემოქმედა და საჭირო იყო მცირე და თვითკმარი ქვედანაყოფები. ერთი ბრიგადიდან რუსები საშუალოდ 2 ბტჯ-ს ქმნიდნენ.
  2. ბტჯ მეტ-ნაკლებად თვითკმარი ქვედანაყოფია. ჩვეულებრივი რუსული ბატალიონისგან განსხვავებით, მას შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს შეზღუდული ოპერაციები და თავად უზრუნველყოს საცეცხლე მხარდაჭერა და ძალთა დაცვა.
  3. ბტჯ ქმნის მნიშვნელოვან მოქნილობას ოპერაციების დაგეგმვისას.

ამავდროულად, მას თავისი მინუსებიც გააჩნია. მათი მართვისას მცირდება ბრიგადის/პოლკის შტაბის როლი და ის მართვისა და კონტროლის ჯაჭვში გარკვეული ზედმეტი იერარქიული რგოლი ხდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსეთს შერეული (არმია/დივიზია/პოლკი და არმია/ბრიგადა) სისტემა გააჩნია. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

იმისთვის, რომ ქვედანაყოფი შეკრების ადგილას სწრაფად მივიდეს, მათი გადაადგილება კოლონებით, მოასფალტებულ გზებზე ხდება (რაც ზრდის მათ ზომას საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის). ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ გადაადგილების უსაფრთხოება ციდან და ხმელეთიდან, რასაც რუსები ვერ ახერხებენ. კოლონები ხშირად ხვდებიან ჩასაფრებაში, იბომბებიან არტილერიით და უპილოტოებით. ბტჯ მშვიდობიანობის დროს კოლონით მოძრაობისას დაახლოებით 4 კმ-ზე იჭიმება. ომისას დაშორება იზრდება და კოლონა 6 კმ-მდე იზრდება.

რომ შევაჯამოთ, ეს 12 კმ-იანი კოლონა რეალურად 2 ბტჯ იყო (ომამდე რუსეთის განკარგულებაში მყოფი დაახლოებით 150-დან). იყო იმიტომ, რომ მათი ნაწილი კოლონით გადაადგილებისას უკრაინელებმა გაანადგურეს. ესაა იყო დაახლოებით 1500 სამხედროსგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ფრონტისთვის უზარმაზარი სულაც არაა.”

 

“ატყდა ამბავი, რომ აი ახლა შეიცვლება რუსული ჯარი და სულ სხვანაირად იომებს, განვმარტავ საკვანძო საკითხებს” – კახა ესებუა

 

თეგები: კახა ესებუარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved