• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოდის, ევროპა აფინანსებს – რუსეთსაც და უკრაინასაც… ანეკდოტური სიტუაციაა…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:28 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,047

 

 ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი-პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, უკრაინა რატომ არ აფეთქებს იმ მილსადენს, „ჩრდილოეთ ნაკადი–1–ს“, რომლითაც  უკრაინის გავლით ევროპას გაზი მიეწოდება? ამას ბევრი კითხულობს. რუსეთი  ევროპა  ისევ აწვდის გაზს და  ეს არ ჯდება ომის ლოგიკაში, რუსეთთან დაპირისპირებული  ევროპის პოზიციის ლოგიკაში.  ან, იმ ევროპამ ნაწილობრივ მაინც თქვას უარი რუსულ გაზზე და ცოტა დისკომფორტი შეიქმნას.

– უკრაინას ბევრად ეხმარება ევროპა. ისეთ რამეს აკეთებს, ჯერ რომ არ გაუკეთებია. იარაღი, ფული, ლტოლვილების მიღება და პატრონობა, პროპაგანდა ევროპულ მედიაში… ამის მერე, მილსადენი ააფეთქო, არ გამოდის. თან, კიევზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. „ჩრდილოეთ ნაკადი–2“ გაუქმდა. დარჩა ეს „ჩრდილოეთ ნაკადი–1“, რომელიც უკრაინაზე გადის და აქედან გაზს იღებენ ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ნაწილს გერმანია. ახლა ვერ გადაკეტავს უკრაინა, ვერც ააფეთქებს, მაგრამ 1-ლი აპრილიდან ვითარება შეიცვლება. ევროპის  ბევრ ქვეყანაში უკვე ზამთრის სეზონი დამთავრდა 1-ლ აპრილს და გასათბობად გაზი აღარ სჭირდება, თუმცა, მრეწველობისთვის მაინც იყიდიან გაზის რაღაც რაოდენობას. ეს სულ მცირე, შემოდგომამდე გასტანს და რუსეთი სოლიდურ შემოსავალს ატომატურად დაკარგავს.

– რუსეთმა  ევროპის ქვეყნებს გაზის ყიდვა რუბლში მოსთხოვა და პუტინმა განაცხადა, ვინც რუბლში გზის საფასურს არ გადაიხდის, 1-ლ აპრილს შევუწყვეტ გაზის მიწოდებასო. გავიდა ეს დათქმული დრო, მაგრამ ევროპა მაინც ღებულობს  რუსეთიდან გაზს, ევროპასთან ეკონომიკური  ომის მდგომარეობაში  მყოფმა პუტინმა  თავისი დანაქადები რომ ვერ შეასრულა, ეს მიანიშნებს, რომ არც თუ ისე მყარ და მომგებიან პოზიციაში იმყოფება?

– კი, მართალი ხარ, პუტინი დაიმუქრა, ვერ შეასრულა და ეს მის სისუსტეზე მეტყველებს ამ საქმეში. კარგია ეს რომ მკითხე, გამომრჩა ეს თემა. პუტინმა ეს ულტიმატუმი რომ წაუყენა ევროკავშირის ქვეყნებს, ყველა ერთსულოვანი იყო – არ გადავიხდით რუბლში გაზის საფასურსო.  ავსტრიაც, რომლის მოხმარებული გაზის წილში 80% გახლავს რუსული. ასეთი ერთსულოვანი ევროკავშირი არასდროს ყოფილა რუსეთის მიმართ. მერე პუტინმა უკან დაიხია და განაცხადა, მე ის კი არ ვთქვი, 1 აპრილიდან გაზს შეგიწყვეტთ, არა, 1 აპრილს განკარგულებას ხელს მოვაწერ და ეს გრძელი პროცესია გაზის მანეთებში ყიდვა, ჯერ ისევ დოლარში და  ევროში  იყიდეთო. ევროკავშირი ამას  რომ დათანხმებოდა, მაშინ ევროკავშირის სანქციებიც უქმდებოდა და ახლა, პუტინის ამ ანკესს არ წამოეგებოდნენ. ახლა ნახე რა გამოდის. რუსეთი ევროპისგან გაზის საფასურს  თვეში  10 მილიარდ ევროს ღებულობს, თვეში 5 მილიარდ ევროს ბენზინში, 500 000 ევროს თვეში ქვანახშირში. ევროპა  ამხელა ფულს აძლევს რუსეთს და რუსეთი ამ ფულის უდიდეს ნაწილს ახმარს ომს. ასევე, ევროპა ეხმარება ფულით და იარაღით უკრაინას. გამოდის, ევროპა აფინანსებს – რუსეთსაც  და  უკრაინასაც. ანეკდოტური სიტუაციაა. თუმცა, დღეს სხვა გამოსავალი არ არის. თუმცა, ახალი წლიდან შეიცვლება ვითარება. ევროკომისარმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ახალი  წლიდან 2/3–ით შემცირდება ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზიო. ეს თუ გაკეთდა, მაშინ  ყოველთვიურად მოიკლებს რუსეთის შემოსავლები ევროპიდან. თუ ამერიკამ ის 15 მილიარდი კუბური მეტრი  ფიქალის გაზი მოაწოდა ევროპას, მაშინ ესეც დიდი საქმე იქნება. აქვე სერიოზული ლაპარაკია  ირანისთვის სანქციების ახსნაზე. ამასობაში, ყატართან ლაგდება ურთიერთობა და ყატარიც მოაწვდის გაზს ევროპას. „გაზპრომის“ 7 კონტრაქტს ევროპის 7 ქვეყანასთან 1 აპრილს  გაუვიდა  ვადა და ეს კონტრაქტები აღარ დაიდება. პერსპექტივაში ცუდად არის რუსეთის საქმე. სანქციები და ეს დარტყმა  გაზის შემოსავალზე, დიდ პრობლემებს შეუქმნის პუტინს.

 

 

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved