• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამაცაშვილია შუამავალი რუსულ და ქართულ ბიზნესს შორის… სუსიც უკვე, შეიძლება რუსული სუსია” – ალტ-ინფო, “რუსული სუსი”, მამაცაშვილი, ფული და კრემლი – ლევან გოგიჩაიშვილი

" ზუსტად ვიცი, რომ ეს ხალხი მათი კონტროლის ქვეშაა და თუ სუსის კონტროლის ქვეშააა ალტ-ინფო, გამოდის, სუსიც უკვე, შეიძლება რუსული სუსია"

ალია ავტორი - ალია
03:46 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,497

პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას,  ამბობს:

ყველაზე კარგი ვარიანტია, ემოციის ფონზე გაკეთებული განცხადება იყოს, რომელსაც არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არა აქვს, ეს იქნებოდა, ალბათ, ყველაზე კარგი სცენარი.

ეს ფაქტი რომ არ იყოს დამდგარიყო, შეიძლება უფრო თავისუფლად მელაპარაკა რაღაცეებზე, დღეს მესმის, რომ რაც არ უნდა მომწონდეს, ან არ მომწონდეს ხელისუფლება, არის მომენტები, როდესაც სჯობია თავი შეიკავო და სხვა დრო დადგეს, რომელიც გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანი შეიძლება იყოს… საზოგადოება რომ არ დავაზიანოთ, ხელისუფლების დაზიანება ჩემთვის არ არის პრობლემა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ემოციურ დონეზე საზოგადოება არ დაზიანდეს.

ლევან გოგიჩაიშვილმა ეთერში ისაუბრა ასევე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე, რომლებსაც ბურუსითმოცული და შავბნელი ადამიანები უწოდა და თქვა:

“ივანიშვილს და მის გარემოცვას, ფული უყვარს სამშობლოზე მეტად, მათთვის ყველაფერი ფულში იზომება, ფასელობა მათთვის არ არსებობს, ყველაფერზე ხელისმომწერები არიან, ოღონდ ფული იშოვონ. მათი მთავარი ამოცანაა მეტი ფული იშოვონ, სამშობლოზე, ადამიანზე მეტია მათთვის ფული.”

 

ლევან გოგიჩაიშვილს, ჟურნალისტი ჩაეკითხა, თუ ასეა, მაშ რატომ გამორიცხავს უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? “ეს ფულის საკეთებელია პირველ რიგში”, რასაც გოგიჩაიშვილი ასე პასუხობს:

იარაღზე არ ვსაუბრობ ზოგადად, მაგრამ ეკონომიკაში, დეფიციტურზე შეიძლება, ალბათ, რაიმე ინტერესის მოძებნა ბევრ ადამიანს მოუვიდა თავში. მე დღეს არ მინდა ამაზე საუბარი და მინდა ეს იყოს ემოციური განცხადებები. მე ჩვენ საზოგადოებას ვუფრთხილდები. მე რასაც ვფიქრობ, ეს ჩემი ფიქრებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ამ ადამიანებს ფული უყვართ ყველაზე მეტად.

კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება, ამას მაინც მტკიცებულებები სჭირდება, სერიოზული მტკიცებულებები. ეს იმ მომენტია, როდესაც მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა.

არ დაგავიწყდეთ მამაცაშვილი, რომელიც ძალიან ნეგატიურ როლს… მამაცაშვილი არის შუამავალი, პირდაპირი მნიშვნელობით, მე ამას სრული სერიოზულობით ვლაპარაკობ, პასუხისმგებელიც ვარ და მოვა დრო და ამას დავამტკიცებ, მამაცაშვილი არის მიდი-მოდი ადამიანი, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და რუსეთის ბიზნეს წრეებს და რუსეთის ბიზნესის წრეები, ეს ჩათვალეთ არის განუყოფელი ნაწილი კრემლთან.

პუტინს მამაცაშვილს არავინ არ შეახვედრებს. მტვერია, როგორც ჭუჭყი შეიძლება ისე უყურებდეს, მაგრამ ეს ადამიანები სულ მიდი-მოდი არის, აბა, ვინ მისცა ალტ-ინფოს ამხელა გაქანების საშუალება? ეს ფული როგორ შემოდის ამ ქვეყანაში? დავიჯერო ოკუპანტ ქვეყანასთან რომ ადამიანები ჩადიან-ჩამოდიან და და მაგიდასთან უსხედან ისეთ ხალხს, რომლებიც შენი დეკლარირებული მტრები არიან , ერთხელ არ შეიძლება, ზრდილობის გულისთვის მაინც, მოდი, ერთი მომიყევი რაზე ისაუბრე? სუს-ს ამის განცდა არა აქვს? მინიმუმ ის ინფორმაცია მაინც არ აინტერესებს საგარეო დაზვერვას, როგორ ფიქრობს, მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის? ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ხომ არსებობს არაოფიციალუყრი შეხვედრები? ეს ინფორმაცია არ აინტერესებთ? თუ არ აინტერესებთ და არ კითხულობენ, ე.ი. ბრიყვები არიან…

მე რამოდენიმე აზრზე ვსაუბრობ, რომელიც ლოგიკურ ჯაჭვს შეკრავს. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ხალხი მათი კონტროლის ქვეშაა და თუ სუსის კონტროლის ქვეშააა ალტ-ინფო, გამოდის, სუსიც უკვე, შეიძლება რუსული სუსია, იმიტომ, რომ მათ თუ ჩააბარეს ეს ხალხი, მოდი, რა მიმიხედე, ჩემი ხალხია, და ჩემო ძმაო, მოდი, მიმიხედე…

ნახეთ, სუსი უნდა გავყოთ ჩვენ რამოდენიმე კომპონენტად. სუსში არის ანტიკორუფციულიც, ანტიტერორისტულიც და კონტრდაზვერვაც, მაგრამ სუსში არის ასევე კონსტიტუციური დეპარტამენტი, ეს არის, პირდაპირ გეტყვით, განგრენა ქართული სახელმწიფოსი. კონტრდაზვერვა, ანტიტერირისტული, მეტნაკლებად ისეთი უწყებაა, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დიდ რესურსებს დებენ, აი, ეს კონსტიტუციური დეპარტამენტი, ეს არის განგრენა, თავისი თანამშრომლებით, ინტრიგებით, მომსმენებით და ყველაფერ სიბინძურეზე ხელისმომწერი ადამიანებით და ამათი მფარველობის ქვეშ არიან ეს ორგანიზაციები. 

ბრალდება რა არის ეს, ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს პასუხის გაცემა მოუწევთ რას აკეთებდნენ. მერაბ კოსტავას და ქაქუცა ჩოლოყავშვილის იდეებს უნდა ემსახურონ ამ ქვეყანაში ადამიანები, ჩვენი პოლიცია და ძალოვნები ამ იდეალიებით უნდა ცხოვრობდნენ. და დღემდე ვერ გავთავისუფლდით ამ “ოხრანკისგან”, 30 წელი გავიდა და დღემდე იყენებენ ამ ქვეყანაში “ოხრანკას”.

 

არსებობს ორი ივანიშვილი… ივანიშვილი წყვეტს საბაჟოს “გამწვანებას” და სხვა ქვეყნებთან ფარდის უკან გარიგებებს” – ლევან გოგიჩაიშვილი

თეგები: ბიძინა ივანიშვილილევან გოგიჩაიშვილისუსიუჩა მამაცაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved