• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯაღმაიძე, ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
17:55 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,858

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ჯაღმაიძე, შენ რომ წერა-კითხვა ახლა ისწავლე საპატრიარქოს პრესსამსახურში, ეგეთი მაიმუნობის რეალური შინაარსის ამოკითხვა პირველ კურსზე გვაქვს გავლილი. ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია.

ჯერ წავიკითხოთ და მერე გავშიფროთ.

საპატრიარქოს განცხადება :

“ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი “კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!”

ახლა გავაანალიზოთ :

  • ბუჩა რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილი რომ იყო, ამას ლავროვიც ამბობს. უბრალოდ, ჩვენ არ გვიქნიაო – ამავე ხაზს მიჰყვება საქართველოს საპატრიარქო. ლავროვის სულისკვეთებაში ზის.
  • რუსებმა რომ ჩაიდინეს, ამაზე დუმს საპატრიარქო.
  • ვრცელდებაო ვიდეო და ფოტომასალა. ვრცელდებაო. ჩვენ კი არ ვამტკიცებთ რამეს, უბრალოდ ვრცელდებაო. რომ ვრცელდება, არც ამას უარყოფს ლავროვი.
  • გვინდა გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატოთ ტრაგედიის გამოო. ტრაგედიისო – ისეთი სიტყვა შეარჩიეს. არც იქით, არც აქეთ.
  • სამხედრო აგრესიაო – ოღონდ არც ერთი სიტყვა ვინაა აგრესორი. პუტინის ხსენება ხომ საერთოდ შიშის ზარს სცემთ, მაგრამ ზოგადად რუსეთის ჯარსაც ვერ ახსენებენ.
  • უკრაინასა და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობაო – გამარჯვებას ვუსურვებთ, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში სიკეთემ გაიმარჯვოს და ეგეთი რამეები ხომ ზედმეტია.”

თეგები: ანდრია ჯაღმაიძევახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved