• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, კვირა, 13 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვამი ხელს ამოძრავებს, თუ საქარე მინაზე ლაქაა? – კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ – მითების დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
15:43 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

ფოტო – მითების დეტექტორი

“მითების დეტექტორი”, ავრცელებს მასალას სათაურით – “კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ”

 

2 აპრილს, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა – ანატოლი ფედორუკმა განუცხადა. გარდა ამისა, AFP-ის  ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში მინიმუმ 20 ცხედარი ნახეს. 

ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე 3 აპრილს გამოაქვეყნა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. 3 აპრილს სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”.

3 აპრილს რუსეთის პირველი არხის ფეისბუქ-გვერდზე Новости Первого канала გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ქალაქ ბუჩას კადრები, რომელშიც ქუჩაში დაღუპული ადამიანები ჩანან, დადგმულია. წამყვანის მტკიცებით, ერთი “თითქოს მკვდარი” ადამიანი ხელს ამოძრავებს, მეორე კი ფეხზე დგება. იდენტური კადრები ქართველმა ფეისბუქ-პროფილებმა, ლელა პრაგამ, გიორგი დავითაძემ, ქარო სანი, წიქარა კოლხი და Doctors Charlz-მაც გამოაქვეყნეს.

4 აპრილს ამ თემაზე რუსეთის პირველ არხზე კიდევ რამდენიმე სიუჟეტი გავიდა, მათ თანახმად, რუსმა სამხედროებმა ბუჩა 30 მარტს, სტამბულის მოლაპარაკებების შემდეგ დატოვეს. ქუჩაში მოკლული ადამიანების კადრები კი უკრაინულმა მხარემ 2 აპრილს გამოაქვეყნა. კადრებს დადგმულს უწოდებს უკრაინის ოპოზიციონერი, პრორუსი დეპუტატი – ილია კივაც. იმავეს ამბობენ რუსული სამთავრობო გამოცემა Ria.ru და ქართული ფეისბუქ-პროფილებიც (1, 2, 3).

მტკიცება, თითქოს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული მოქალაქეების კადრები დადგმულია, დეზინფორმაციაა. კადრებში კარგად ჩანს, რომ გვამი ხელს არ ამოძრავებს და ეს “მოძრაობა” რეალურად ავტომობილის საქარე მინაზე ლაქაა, მეორე მოკლული კი ფეხზე არ დგება, არამედ მისი ანარეკლი ავტომობილის მოძრაობასთან ერთად მოძრაობს. გარდა ამისა, New York Times-ის თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები სამ კვირაზე მეტი, ანუ იმ პერიოდიდან ჩანს, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

იმას, რომ ბუჩაში მოკლული მოქალაქეების კადრები დადგმული არაა, The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული თანამგზავრით გადაღებული ბუჩას ფოტოები ადასტურებს.  სატელიტის კადრებით დგინდება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები სამ კვირაზე მეტი ხნის წინ დაიღუპნენ, ანუ იმ დროს, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

წყარო: The New-York Times

როგორც გამოცემა წერს, ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზე გვამები 9-11 მარტს ჩანს. მათი განლაგება ისეთივეა, როგორიც 1 აპრილს უკრაინული სამხედროების მიერ ქალაქის დაბრუნების შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს.

წყარო: The New-York Times

ბუჩას კადრების დადგმასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ადგილობრივმა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მაც გადაამოწმა.

ვიდეო, რომელსაც იმის არგუმენტად იყენებენ, თითქოს ბუჩაში მოკლული ადამიანები რეალურად მსახიობები არიან და ერთ-ერთი მათგანი ხელს ამოძრავებს, თავდაპირველად იურისტმა ილია ნოვიკოვმა გაავრცელა. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკეთესი ხარისხი აქვს, ვიდრე შემდეგ დეზინფორმაციულ პოსტებშია ატვირთული. ნოვიკოვის ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მოკლული ადამიანი ხელს არ ამოძრავებს, რეალურად ეს “მოძრაობა” ავტომობილის საქარე მინაზე თეთრი ლაქააა (სავარაუდოდ, წყლის წვეთის).

საქარე მინაზე წყლის წვეთები და პატარა თეთრი ლაქები ვიდეოს სხვადასხვა მონაკვეთში ჩანს.

რუსეთის პირველი არხის წამყვანი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი “ვითომ მკვდარი” ფეხზე წამოდგება, სიუჟეტის თანახმად, ეს მარჯვენა პატარა ფანჯარაში ჩანს. რეალურად, ავტომობილის მოძრაობასთან ერთად, ის გვამს შორდება და ფანჯარაში ანარეკლიც განსხვავებულად ჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ გვამი მოძრაობს.

ქართული წყაროების შესახებ

აღსანიშნავია, რომ რუსული დეზინფორმაცია ბუჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს, რომელთა შორის ანტილიბერალები და ანტივაქსერებიც არიან: ლელა პრაგა, გიორგი დავითაძე, Doctors Charlz, ფანტინა, წიქარა კოლხი, ქარო სანი. აღნიშნული პროფილები კრემლის დეზინფორმაციას უკრაინასთან მიმართებით ადრეც ავრცელებდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ანტივაქსერებმა უკრაინის და პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ რუსეთის მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება აქტიურად დაიწყეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  • ანტივაქსერების 10 გზავნილი უკრაინის და ზელენსკის წინააღმდეგ
თეგები: მითების დეტექტორირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved