• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღაც ნამდვილად ხდება… გია ლორთქიფანიძის დაკავშირება სრულიად სხვა უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან სუსტი პოზიციაა” – ლელა ჯეჯელავა

ალია ავტორი - ალია
14:12 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

“გუშინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ატეხილ ქარიშხალზე მეც მაქვს რამდენიმე მოსაზრება.

ძალიან კარგია, რომ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა ოფიციალურ დონეზე უარყვეს ინფორმაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ როცა ერთი სპეციალური სამსახური საქართველოში ჩატაევის ყოფნას უარყოფდა, მეორე ამ დროს სპეც ოპერაციას ატარებდა.

პათოსი ჩვენი საზაგოდოების უმრავლესი ნაწილისა იყო, რომ ძალიან არ მინდა დადასტურდეს ინფორმაცია. ცხადია, არ მინდა. მე მინდა რომ უკრაინაში ომი არ იყოს, საქართველოს ტერიტორების 20% არ იყოს ოკუპირებული, საქართველო იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რუსეთი იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, მყავდეს უკეთესი ხელისუფლება. ეს ყველაფერი მინდა, მაგრამ ვაცნობიერებ რომ ძალიან შორს არის რეალობისგან და მაქვს სხვა მოცემულობა.

ყველმ ვიცით, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს. როდესაც უკრაინელებმა ხმამაღლა დასდეს ბრალი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის კონტრაბანდული არხის შექმნის მცდელობაში, ცხადია იმ წუთიდან ყველა ქვეყნის შესაბამასი სპეც სამსახური, თუ მანამდე არ იყო ინფორმირებული უკრაინელებისგან (რაც ძალიან საეჭვოა) აუცილებლად დაინტერესდებოდა საკითხის შესწავლით და პირველ რიგში უკრაინელებისაგან ისინი მოითხოვდნენ შესაბამის დადასტურებას.

ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინელები წასულიყვნენ საომარი მოქმედებების დროს ასეთ ავანტურაზე და თავისი მოკავშირეებისთვის ეთქვთ, არაფერი გვაქვს და უბრალოდ “ვიბლეფეთო”. მაშ რა ხდება? რაღაც ნამდვილად ხდება და რა ნაწილს გავიგებთ ჩვენ ინფორმაციისას, ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების შემდეგ ქმედებებზე. ის რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე შეეცადა, რომ ისევ ნაციონალური მოძრაობის შეფუთვით მოეყიდა ჩვენთვის ეს ამბავი, ნიშნავს უფრო მყარი არგუმენტების არ ქონას. კონტრ დაზვერვის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძის დაკავშირება სრულიად სხვა უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან სუსტი პოზიციაა. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ მე რაც მინდა, ყოველთვის არ არის მოცემულობა.”

 

“რუსები ქმნიან არხებს კონტრაბანდისთვის, საქართველოს გავლით” – უკრაინის დაზვერვა

თეგები: ლელა ჯეჯელავარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved