• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბელარუსი პარტიზანები, რკინიგზას რომ ყრიან, მონაგონი უნდა გახდეს, ისეთი უნდა ჩავატაროთ!!!” – ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:34 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,533

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, უკრაინის დაზვერვის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“სანამ მტკიცებულება არ იქნება, ეს უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რადგან სცდება ყველა ზღვარს და ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ომობს უკრაინის წინააღმდეგ და ჩაბმულია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაში.

ერთი და ორი კი არა, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. ქვეყნის ცივილიზებული მომავლის დასამარებაც კი მეორეხარისხოვანი ხდება ჩემთვის ამ ფონზე. რომელ მომავალზე უნდა განაცხადო პრეტენზია, თუ ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაში გაქვს სული გასვრილი.

მოღალატეობის მეტი რა ყოფილა, მაგრამ საქართველო, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასდროს თავს არავის დასხმია, დამპყრობლური ომი არ ჰქონია, სხვის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, რაც ერთერთია, რითაც ვამაყობ, ისევე, როგორც ვამაყობ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი.

ამ სიამაყის გაქრობა ყველა ეროვნული იდეალის მსხვრევაა, რასაც ვერავის ვაპატიებ. ეს თუ მართალია, ბელარუსი პარტიზანები, რკინიგზას რომ ყრიან, რომ უკრაინისკენ მიმავალ რუსულ სამხედრო ტექნიკას გზა გადაუკეტონ, მონაგონი უნდა გახდეს, ისეთი უნდა ჩავატაროთ.

ეს თუ მართალია, მაშინ გასაგებია, ამდენი რუსი რისთვის შემოეყარა აქ, ასე უცებ. მაკდონალდსის არარსებობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებში, ისედაც მეეჭვებოდა ამდენი ათასი ქალი და კაცი დაემშია და გამოექცია. როცა ბომბები არ გაცვივა, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ორ დღეში მიიღო, ცოტა უცნაურია. მაგრამ კიდევ ვამბობ, იმდენად არ მინდა დაჯერება, რომ ცხვირთან უნდა დამიდონ ყველა მტკიცებულება, რომ ყველა ბუმბული ამეშალოს. მსგავსი გახრწნილობა მაინც ვერ წარმომიდგენია. გახრწნილობას თავი დავანებოთ, პირადი სანქციების შიში, ღირსებაზე მეტი დაბრკოლება მგონია კიდევ ქვეყნის თავმჯდომარისთვის. მოკლედ არ მჯერა, მაგრამ ბრალდებამ ამაფორიაქა.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved