ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 81 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისის შემოქმედება მრავალ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო ნაწარმოებები კი საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. ის არის ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, “საქმე”, “ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება”. მისი ლეგენდარული რომანია „სამოსელი პირველი“, რომელიც 1975 წელს გამოიცა და დაფუძნებულია ბიბლიური „უძღები შვილის“ იგავის სიუჟეტზე.
კომენტარები