• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელები, ბოროტები, სისხლისმსმელები, რუსი ჯარისკაცები ცხოველები არიან” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
00:56 04-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
596

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა:

 

“დღევანდელ ვიდეომიმართვას მისალმების გარეშე დავიწყებ. ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში მომხდარის შემდეგ, იძულებული ვარ, ასე ვისაუბრო.

ასობით მოკლული, ხელებშეკრული და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულებით სავსე ქუჩები, დანაღმული ტერიტორიები და ცხედრები. ისინი თავს არმიას უწოდებენ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ მკვლელები, ბოროტები, სისხლისმსმელები და მარადიორები.

მინდა, ყველა რუსი ჯარისკაცის დედამ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლული ადამიანების ცხედრები ნახოს. რა დააშავეს, რისთვის დახოცეს ეს ადამიანები. რა დააშავა კაცმა, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა, რატომ აწამებდნენ სიკვდილამდე ერთი ჩვეულებრივი მშვიდობიანი ქალაქის მშვიდობიან მოქალაქეებს. რატომ დაახრჩვეს მათ მიერვე გაძარცვული ქალი. როგორ შეიძლებოდა ქალის გაუპატიურება, მოკვლა და მისი სხეულის აბუჩად აგდება შვილების თვალწინ. რატომ გადაუარეს ცხედრებს ტანკებით. რა დაუშავა ბუჩამ რუსეთს. ეს როგორ მოახერხეთ?! რუსო დედებო, მარადიორები თუ გაზარდეთ, ჯალათებად როგორ იქცნენ?! ისინი ყოველგვარ ადამიანურ გრძნობას მოწყვეტილები არიან, არც სული აქვთ და არც გული. კლავდნენ შეგნებულად და ამით სიამოვნებას იღებდნენ.

მინდა რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო მაღალჩინოსანმა ნახოს, როგორ შესრულდა მათი ბრძანება. მკვლელობები, წამების ფაქტები, აფეთქებისას მოწყვეტილი ხელები, რომლებიც ქუჩაში ყრია, ხელებშეკრული ადამიანებისთვის კეფაში ნასროლი ტყვიები – ზუსტად ასე წარმოჩინდება დღეიდან რუსეთის ფედერაცია. ეს თქვენი სახეა. თქვენი კულტურა და ადამიანური ღირებულებები უკრაინელებთან ერთად დაიღუპა.

მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეული რუსი ოკუპანტის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამომძიებლები და საგამოძიებო ორგანიზაციები. ამ ჯგუფის დახმარებით, მსოფლიო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ჩადენილი დანაშაულებისა და მათი ჩამდენი პირების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურორის ოფისი, ეროვნული პოლიცია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვა და სხვა შესაბამისი სტრუქტურები ვალდებულები არიან, ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ ამოქმედებასა და მუშაობას. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მოქალაქესა და საერთაშორისო პარტნიორს, ხელი შეგვიწყონ ჭეშმარიტების დადგენაში.

მსოფლიომ ნახა არაერთი სამხედრო დანაშაული სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა დროს. მაგრამ ახლა დადგა დრო, რუსეთის მიერ ჩადენილი მსგავსი სამხედრო დანაშაული დედამიწაზე უკანასკნელი იყოს. მსგავსი დანაშაულის ჩამდენ თითოეულ პირს ჯალათების საერთაშორისო სიაში შევიყვანთ, იპოვნიან და დაისჯებიან.

ჩემო უკრაინელებო, მინდა კარგად გაიგოთ, რომ რამდენიმე ოლქიდან და რეგიონიდან მტერი გავაძევეთ, თუმცა ამ დრომდე, მათი კონტროლის ქვეშ კიდევ რამდენიმე ოლქი რჩება. როდესაც მათ ამ ადგილებიდანაც განვდევნით, შესაძლებელი იქნება, კიდევ უფრო საზარელი ფაქტების მომსწრენი გავხდეთ. ეს ჩვენს ტერიტორიაზე მოსული რუსი ჯარისკაცების ხასიათია. ისინი ცხოველები არიან, რომლებსაც სხვანაირად მოქცევა არ შეუძლიათ, მათ მსგავსი ბრძანებებიც ჰქონდათ.

საერთაშორისო პარტნიორებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ყველა ფაქტს დეტალურად გავაცნობთ. ბუჩასა და სხვა რეგიონებში ჩადენილი სამხედრო დანაშაული სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემა იქნება.

ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აუცილებლად დაწესდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა სანქციები არამარტო რუსეთის, არამედ იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებმაც ამ ბოროტების ჩვენს მიწაზე შემოსვლას ხელი შეუწყვეს.

დღეს ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავია. მაშინ შესაძლებელი იყო უკრაინისთვის ევროპის აღმოსავლეთით ნაცრისფერი ზონის სტატუსის ჩამორთმევა, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის ნაცრისფერი ზონის გაუქმება, იმის, რაც მოსკოვს აძლევს საშუალებას იფიქროს, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია.

2008 წელს უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, რაც გარკვეული პოლიტიკოსების შიშით იყო გამოწვეული. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით რუსეთის დამშვიდებასა და
უკრაინასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებდნენ. იმ დღიდან, შეცდომით გათვლილი მომდევნო 14 წლის მანძილზე, უკრაინამ გადაიტანა რევოლუცია, 8-წლიანი ომი დონბასში, დღეს კი ევროპის კონტინენტზე ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელ ომში გადარჩენისთვის ვიბრძვით. ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ნახონ ბუჩა და გაიგონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახეთ ნაწამები უკრაინელები.

მინდა, სწორად გამიგოთ, ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ. არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა ვინც ბრძანება გასცა. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე, რომელმაც ამგვარ ბუჩამდე, ჰოსტომელამდე, ხარკოვამდე და მარიუპოლამდე მიგვიყვანა.

ჩვენ გვესმის ერთი რამ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. 14 წლის წინ რუსეთის ხელმძღვანელობამ ბუქარესტში განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სახელად უკრაინა. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს და იარსებებს!

ჩვენ არ დავიმალებით ძლიერი მსოფლიოს ზურგსუკან. არავის თხოვნას არ დავუწყებთ. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ასეთ მძიმე ვითარებაში სამხედრო დახმარება არც კი უნდა გვეთხოვა. მათ ეს თავისით უნდა მოეცათ. თვითონაც კარგად იცოდნენ, რა სახის ბოროტება მოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და რა სახის ტანჯვა მოიტანა.

ჩვენ ვხედავთ რა იქნება ამ ომის დასასრული. ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. უკრაინულ არმიას მორალური და პროფესიული სტანდარტები აქვს. ახლა ჩვენი არმია კი არ უნდა ბაძავდეს და სწავლობდეს ვინმესგან, არამედ პირიქით, სხვა ქვეყნების ჯარებმა უნდა ისწავლონ ჩვენი ჯარისკაცებისგან.

არსებობს უკრაინელი ხალხის სტანდარტი და რუსი ოკუპანტების სტანდარტებიც. ეს ისეთივეა, როგორც სიკეთე და ბოროტება, ევროპა და შავი ხვრელი, ის შავი ხვრელი, რომელსაც ამ ყველაფრის შთანთქვა უნდა. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, იმ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან და ამას მომავალ თაობებსაც გადასცემენ.

ბუჩაში უკვე მუშაობს ყველა აუცილებელი ჯგუფი რომელიც ადგილობრივების ქალაქში დაბრუნებას უზრუნველყოფს და ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავს. ამ ქალაქებიდან რუსები გავაძევეთ, უკრაინა დაბრუნდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

დიდება უკრაინას!”

თარგმანს “მთავარი არხი” ავრცელებს.

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved