• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი თვე ვიყავი დაბლოკილი და ჩემი ხმა, კრინტი არ გაგიგიათ..” – რას წერს იუნა შაფათავა?

ალია ავტორი - ალია
19:11 04-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა:

“ერთი თვე ვიყავი დაბლოკილი და ჩემი ხმა კრინტი არ გაგიგიათ ამ ომზე.
ორ წინადადებას დავწერ სულ, მარხვაა და რწმენა ასეთ არეულ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვინც ვერ გაიგო, არ იცის, არ ესმის, რას ემსახურება ეს ომი და რეალურად რა ხდება..

დიდი მარხვის წინ ერთი თვე “ამზადებდნენ” დასავლური საინფორმაციოები მსოფლიოს, რუსეთის განზრახვებზე. გაიწვიეს ელჩები, დიპ კორპუსი, ვინც ჭკუა იხმარა და რჩევებს დაუჯერა, გაერიდა იმ რეგიონს. ერთი თვე, ვისმენდით, რომ “ომის” პირველივე დღეს უკრაინაზე 50 ათასი ადამიანი იქნება “მსხვერპლი”.
ვინც არ ერკვევით სატანიზმში, მის მისიაში და პროცესებში, მოისმინეთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც თქვენზე მეტი ესმით.

უკრაინის ომი არის მორწმუნეთა და სულიერთა- ხაზს ვუსმევ- სულიერთა მსხვერპლშეწირვა, მსოფლიოს სატანიზმის უმაღლესი ქურუმებისთვის. დიდი მარხვის დროს, მართლმადიდებლობის სამი უდიდესი ქვეყანა ჩართულია ომში: ერთმორწმუნე რუსეთი, უკრაინა და საქართველო. საქართველოს სატანისტთა ორგანიზაცია – ნაცები- ირიბად და პირდაპირ მინაწილეა ამ სატანის მსხვერპლშეწირვის- ჩვენი გაქცეული და ძებნილი კრიმინალები მარიონეტ ზელენსკის “რჩევებს”
აძლევენ, როგორ დაიღვაროს მეტი სისხლი, როგორ აიმაღლოს რეიტინგი, სატანისტთა რიგებში.
რის მომსწრენიც ჩვენ ვართ დღეს, არის დიდი სატანისტური რიტუალი. ეს არის ვაცთა მსხერპლშეწირვა.
რას ებრძვის რუსეთი? უფრო სწორია დავსვათ კითხვა, ვინ ებრძვის რუსეთს უკრაინის სისხლით. ამერიკა და გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი.
ეს რუსეთ ამერიკის ომია და ამერიკა “ეხმარება” შეიარაღებით, რითიც მდიდრდებიან ისედაც მდიდარი მილიარდერები.. რუსეთის და უკრაინის ერთმანეთთან წაკიდება დიდი მიღწევაა სატანისტურ თამაშებში.
დიდად იხეირეს ვამპირებმა.

მაგრამ ზელენსკი მსხვერპლის როლს თამაშობს; მეტად უკეთესი მსახიობი გამოდგა, ვიდრე იმ იაფფასიან კომედი სკეტჩებში ჩანდა. ეს ომიც მაშინ დაიგეგმა.
მაიდანიც სატანისტური მსხერპლშეწირვა იყო, უკრაინა დაშალეს, რომ
რუსეთთან მიახლოება შეეძლოთ. ვუყურებ უკრაინის სატანისტურ შაბაშზე წასულ
ქართველ “გმირებს” და ვწუხვარ, რო უკანასკნელი გარეწრები და გამყიდველები შარავანდედით ჩირგვებიდან “ფრონტის წინა ხაზიდან” სიამაყით გვიყვებიან, რამდენი კაცი დაკლეს.. ვწუხვარ, სამხედრო შეიარაღებით ქართველ გოგოებს რომ ვხედავ, სხვა კაცთა სიძულვილმა რომ მკვლელებად აქცია.
დაგავიწყდათ, აღდგომა რომ ახლოვდება? ომის აღდგომისკენ არის დაგეგმილი, რომ “მორჩეს”, ასე ბრძანა კლოუნმა. არც ვიცი, მსახიობობაში რომელმა აჯობა- სააკაშვილმა თუ ზელენსკიმ? თუ სისხლის ტბების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ზელენსკი უფრო მაღალი რანგის სატანისტია, დამწყებს კი ჰგავდა.

ჩვენი მსხვერპლი 2008 ში არსაკმარისი გამოდგა სააკაშვილისთვის მთავარი ქურუმების თვალში.
ეს არის ზუსტად ის ანტი ქრისტეს ომი, რომელზეც ყველას გაგვიგია და რატომღაც გვგონია, მაინცდამაინც რქიანი ეშმაკი უნდა მოვიდეს და ის იქნება ანტიქრისტე, მაშინ, როცა ეს უკვე დადგა, მისი შემსწრენი ვართ და ვვიშვიშებთ და ბევრი “სირცხვილით იწვის”, რომ ქართველია და “რატომ არ ვმონაწილეობთ ომში, მოგვეჭრა თავი”…
ნუ აყვებით პროპაგანდას.

ქართველს კაცთკვლა არ შეშვენის. არც შოვინიზმი არც ნაციონალიზმი.
მკვლელი მკვლელია, ომი აღარ ჩამოწერს. არც უკრაინელი ბებოს მოწამლული ღვეზელი აღმაფრთოვანებს, არც რუსი ჯარისკაცის დედის გინება და დაცინვა ტელეფონში, რომ მისი შვილის თავი მოგლეჯილია და ძაღლებმა შეჭამეს..

21-ე საუკუნე შეგნებას მოითხოვს.
ვისაც შერჩა საღი აზრი და სული, იმან გაიგოს.
მარხვაა!!! დიდი მარხვა!!!!!
და ხარობს სატანა, ჩვილების ტირილში.
ნებისმიერი პატრიოტი ლიდერი ომს შეაჩერებს ნებისმიერ ფასად, რომ
არ იყოს კაცთკვლა.
მაგრამ ბრძანება სხვაა.
პუტინი მიაწვება ბოლომდე, რადგან ის ევრძვის დასავლურ სატანისტურ პროპაგანდას. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ოდესმე მართლმადიდებლობის კურსს გადაუხვევს.
ესაა მათი სხვაობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან.
რუსეთუმეობა არაა, მშვიდობის სურვილი.
და გამოკითხვა: მშვიდობა თუ თავისუფლება, არასწორი ფორმულირებაა.
საზღვრების გახსნა და ნეიტრალიტეტი თავისუფლებას არ გართმევთ.
თავისუფლებას გართმევთ ვიღაცის გავლენა ჩვენს მიწაზე,
კი, მე ნატოში შესვლის წინააღმდეგი ვარ, რადგან მე ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავოსუფლება მსურს.
არც იური რუსმა ივარგა თამარის დროს, არც ლუდოვიკო მეთოთხმეტემ სულხან საბას დროს, არც გეორგიევსკის ტრაქტატმა და არც ბუშის გამოსვლამ თბილისში.
სულ მოინდომებენ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას, სულ ჩაგვთვლიან მესამე რანგის ქვეყნად,თუ მტკიცე პოზიცია არ გვექნება.
უბრალოდ არ გვყავს მოაზროვნე დიპლომატები, გულწრფელად, ამ მთავრობისგან ასეთ გონივრულ პოზიციას არ ველოდი და მადლობას ვუხდი.

დავიცვათ მარხვა, ვიყოთ ადამიანები, გვწამდეს სულის უკვდავების და ნუ ავყვებით ცოდვების და კაცთკვლის და სისხლისღვრის წაქეზებას, მაგალითი ვიყოთ მსოფლიოსთვის.
23 დღე დარჩა აღდგომამდე და ომის დასრულებამდე, ისე, როგორც არასდროს, ძლიერად ვიცავ მარხვას და ვემზადები აღდგომის ზიარების სიხარულისთვის, რადგან ამ ქვეყნად ბოროტების გასახარად არ მოვდივართ, მოვდივართ კაციბრიობის გაუმჯობესებისთვის.

კიდევაც აღვასრულებთ ტრადიციებს, რომ ბოროტმა კეთილს არ სძლიოს და ანტიქრისტემარ გაიმარჯვოს, რწმენა გვქონოდეს მუდამ. გფარავდეთ ღმერთი, სულ ერთია, როგორ გწამთ თუ არ გწამთ მისი, თუ სხვისი უბედურება არ გახარებთ, უკვე ხართ ადამიანები”, – წერს შაფათავა.

თეგები: იუნა შაფათავარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი

14:29 12-01-2025
“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved