• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედია, მერია და შსს შეეცდება მობორიალე არსებები, ობსესიურ აღვირახსნილობაში შეზღუდონ” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
19:50 03-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
448

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, თავისივე წერილს აზიარებს, რომელიც გასულ წელს გაავრცელა და წერს:

“იმედია, რომ მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც (31 მარტსაც და 9 აპრილსაც) შეეცდება, რომ პარალელური, ასტრალური სამყაროს მობორიალე არსებები, რომლებიც ამ დღეებში ჩვენს განზომილებაში შეიმჩნევიან, თავიანთ ობსესიურ აღვირახსნილობაში შეზღუდონ.”

2021 წელი, კონსტანტინე გამსახურდია:

“რამდენადაც ახლოვდება 9 აპრილი, მე და გიორგიმ, ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ 31 მარტს მთაწმინდაზე შექმნილი სიტუაციის შესახებ და მივედით ასეთ დასკვნამდე:
მიგვაჩნია, რომ უსერიოზულესი პრობლემაა ის, რაც უკვე წლებია ხდება 31 მარტს და 9 აპრილს მთაწმინდის პანთეონში. ავადმყოფი, დუჟმორეული, არაჰიგიენური და ირაციონალურად აგრესიული ადამიანის მსგავსი არსებები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან, შეშინების მიზნით კამერაც კი უდგათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიმსვლელებს, თვითონ წყვეტენ, ვის უნდა შეაფურთხონ ან აგინონ, არის ფიზიკური შეხების შემთხვევებიც, (მათ მაგალითად, 2009 წელს სადგისით დაჩხვლიტეს და სცემეს იქ მისული გია მაისაშვილი, ასევე არაერთ შემთხვევაში ჯვრები აქციეს ხელკეტებად) გლეჯენ და ფლეთენ მიტანილ გვირგვინებს, რომლებიც ადამიანებს სიყვარულით მიაქვთ, ქმნიან ისტერიის და აგრესიის გაუგონარ ატმოსფეროს. თავზე ლაფს ასხამენ სახელმწიფოს და ზვიადის სახელსაც. ისინი სიტყვას არ ძრავენ ზვიადის და მერაბის ღვაწლზე და შემოქმედებაზე (ან რა უნდა დაძრან, რა იციან ან საიდან ამის კულტურა…) არამედ ძირითადად სხვა ადამიანების, მათ მიერვე “მკვლელებად” და “მოგზავნილებად” შერაცხულების ლანძღვა-თათხვით ან იქიდან გაგდებით არიან დაკავებულნი. იგივე სიტუაცია, შედარებით დაკლებული ინტენსივობით გვაქვს მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოშიც. რამდენადაც ეს უკვე სავალალო რიტუალად და ამაზრზენ ტრადიციად იქცა, ეს კოშმარეთის მკვიდრი არსებები უნდა აილაგმონ იქიდან! საზოგადოებრივი წესრიგი დაცული უნდა იქნეს სამართალდამცავთა მიერ და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ცალკეულმა პირებმა და ხალხმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ წესრიგის დამყარება. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თავიანთი სიცოცხლე და შემოქმედება ქართველ ხალხს მიუძღვნეს და ისინი არავის კერძო საკუთრება არ უნდა იყვნენ! მათი პრივატიზაციის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს!”
თეგები: გიორგი გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved