• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრემლმა გააცნობიერა, რომ კიევს ვერ აიღებს” – რას წერს რუსული მედია

ალია ავტორი - ალია
19:12 03-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

გამოცემა Meduza-ს ცნობით, კრემლის წყაროებზე დაყრდნობით,რუსეთის მხარეს საუბარი მიდის  კიევიდან და ჩერნიგოვიდან ჯარების გაყვანაზე და დამატებითი ძალების დონბასში გადაყვანაზე. ამ გადაწყვეტილების უკან არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზეზებიც დგას. მაგალითად, ის ფაქტი, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს არ ესმით, როგორ გადარჩება ქვეყანა დასავლეთის მკაცრი სანქციების პირობებში.

„მარტის ბოლოსთვის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეეგუება იმ ფაქტს, რომ კიევი ვერ აიღეს“, – წერს მედუზა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე და მთავრობასთან დაახლოებულ ორ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით.

ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, კრემლის წყაროები დარწმუნებული იყვნენ, რომ დიდ ქალაქებს, მათ შორის კიევს, სწრაფად და მარტივად დაიპყრობდნენ. თუმცა, არავინ გაითვალისწინა უკრაინის არმიის სიმამაცე და ძალა.

უკრაინის მიმართ ხელისუფლების რიტორიკა მარტის ბოლოს შეიცვალა. ხუთი წყარო აღნიშნავს, რომ რიტორიკის შერბილება მოლაპარაკებების პროგრესთან არის დაკავშირებული.

სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა ჯარების გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, ხოლო შოიგუმ გამოაცხადა პრიორიტეტული „დონბასის გათავისუფლება“.

გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მარტის ბოლოს ოფიციალურმა პირებმა პუტინს აჩვენეს გათვლები რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ამ დოკუმენტების მიხედვით, „ასეთი სანქციების პირობებში ქვეყანა  ვერ შეძლებს ნორმალურად ცხოვრებას“.

კრემლთან დაახლოებული სამი წყარო ამბობს, რომ პუტინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

გამოცემის ცნობით, პუტინი შიშობს, რომ ომის დასრულება მის რეიტინგს დაანგრევს. რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკურ ბლოკში ომის დასრულებისა და მძაფრი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ხელისუფლების რეიტინგების გარდაუვალი დაცემისთვის ემზადებიან. განსაკუთრებით – უდიდეს ქალაქებში. პირველ რიგში მოსკოვსა და პეტერბურგში.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved