• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში – როგორია საბრძოლო ვითარება ამ დროისთვის უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
16:17 03-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

Institute for the Study of War  ბოლო ანგარიშს აქვენებს:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მტკიცების მიუხედავად, რუსი სამხედროები განაგრძობენ კიევის დასავლეთ-აღმოსავლეთით პოზიციების შენარჩუნებასა და  ქალაქის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ. რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ, სავარაუდოდ, დაასკვნა, რომ ისინი ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ შეძლებენ კიევის აღებასა და ქალაქის ცენტრთან მიახლოებას. გავრცელებული ინფომარციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შეცვალეს სტრატეგია და ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დიდი ადამიანური ზარალი განიცადეს, შეწყვიტეს უიმედო შეტევითი ოპერაციების განხორციელება. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა სამხედრო ძალების ერთ ადგილას კონცენტრირების ნაცვლად, ცალკეული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსი ოფიციალური პირები ამ მიდგომას, სავარაუდოდ, სამხედრო რეალობიდან გამომდინარე იღებენ, ვინაიდან ვერ ახერხებენ კიევის აღებას.  სავარაუდოდ, რუსეთის ოფიციალური პირების ეს გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო რეალობისგან გამომდინარე და ცდილობენ კიევის მიმართულებით ოპერაციის წარუმატებლობა დაფარონ ისე, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩართვა სურთ.

ოკუპანტები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს. სავარაუდოდ, მათი მიზანია ხარკოვისა და იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ლუგანსკის ოლქის ძალების ერთმანეთთან დაკავშირება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა სამხედრო ძალები ჩერნიგოვი-ხარკოვიდან იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით გადაანაწილეს. სავარაუდოდ, მათ დაიწყეს უკრაინაში განლაგებული დაყოფების გამაგრება, საომარ მოქმედებებში უკვე ჩართული ძალაების გადანაწილების ნაცვლად.

რუსეთის სამხედროები მარიუპოლში კვლავ სტაბილურ, ნელ პროგრესს აღწევენ. უკრაინის თავდაცვა განაგრძობს ქალაქის დაცვას, თუმცა, დიდი ალბათობით, ოკუპანტები ქალაქის აღებას რამდენიმე დღეში მოახერხებენ. მარიუპოლში ურბანული ბრძოლებისა და მძიმე კონტრშეტევების შემდგომ, რუსულმა სამხედრო ძალებმა დიდი ადამიანური დანაკლისი განიცადეს. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, თუ როგორი ტიპის შეტევებს განაგრძობს რუსეთი მარიუპოლში.

რუსეთის ოპერაციებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონის დიდი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ დატოვა. თუმცა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის საზღვრების დაცვა, დიდ ძალისხმევას საჭიროებს. დონეცკის ოლქის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის კონტროლს არ ექვემდებარება, არის გაშლილი და თითქმის დაუსახლებელი. მსგავსს რელიეფზე რუსულმა სამხედრო ძალებმა ომის ადრეულ პერიოდში წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, ბოლო დროს, ამ ზედაპირზე რუსეთის შეტევითი ოპერაციები მიზანს ვერ აღწევს. ამასთან ერთად, ნაადრევია იმის თქმა, ამჟამინდელი მდგომარეობით რამდენად შეძლებს რუსული სამხედრო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის დაკავებას.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

–რუსული ძალები კიევის მახლობლად პოზიციების შენარჩუნებას განაგრძობენ. ოკუპანტების ჯარები, რომლებმაც ქალაქი დატოვეს, ფრონტის ხაზის უკან, ჩრდილოეთით, ბელარუსის პოზიციებისკენ მიემართებიან.

–რუსეთი ლუგანსკის ფრონტის ხაზთან ხარკოვისა და იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიღწევების დასაკავშირებლად იწყებს რეზერვების გადასროლას 

–უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ მარიუპოლის დაცვას. ISW-ს ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ქალაქი რამდენიმე დღეში დაეცემა.

–რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია დონეცკის არაოკუპირებული რეგიონების ასაღებად შეტევითი ოპერაციების განხორციელება. ქალაქის აღების შემთხვევაში, გაურკვეველია შეძლებს თუ არა რუსეთი საკმარისი სამხედრო ძალების შენარჩუნებას ან დანაყოფებიდან ხალხის დამატებას, რათა მიზანს მიაღწიოს.

როგორც ვრცელდება, რუსეთი კვლავ ცდილობს ახალი საბრძოლო ძალების გამომუშავებასა და აღჭურვილობის შევსებას. 29 მარტს, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები საბრძოლო აღჭურვუილობას ბოგუჩარიდან, ვორონეჟის ოლქის გრძელვადიანი საწყობიდან გამოტანას ცდილობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობის 40% უფუნქციოა. გენშტაბის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან წყნარი ოკეანის ფლოტიდან რეზერვის მობილიზების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ვინაიდან ყველა ბატალიონმა ომზე უარი თქვა. ISW-ს ინფორმაციით, 29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი წვევამდელებს „ცხელ წერტილებში“ არ განათავსებს.  28 მარტს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დანაკარგების ასანაზღაურებლად ვაგნერის ჯგუფი დამატებით სამხედო ძალას აგზავნის.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved