• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაღუპული ბიჭებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა, რამე წოდება მიენიჭებინა მათთვის პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას” – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
14:35 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

ფრაქცია „ენმ”–ის წევრმა, ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

 

„მინდოდა მიმემართა დღეს პარლამენტისთვის და მეთხოვა შუამდგომლობა გაეწიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მას აქვს ამის ყველა საკანონმდებლო ბერკეტი და დაღუპულ ბიჭებს მიაგონ ღირსეული პატივი, ვგულისხმობ მათ შორის, წოდებების მინიჭებას.  მაგრამ დღეს გიყურეთ, გისმინეთ და ვფიქრობ, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და  საქართველოს თავისუფლებას, იქნებოდა, რომ მათთვის რამე წოდება მიენიჭებინა პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას, ზუსტად ისეთს, როგორიც ხართ თქვენ. იმიტომ, რომ ამ გმირებს, თქვენგან განსხვავებით, გააჩნიათ ღირსება, როგორიც არასოდეს არ გექნებათ არც თქვენ და არც თქვენს პოლიტიკურ გუნდს.

 

საქართველოს პარლამენტს დღეს წუთიერი დუმილით უნდა დაეწყო და პატივი უნდა მიეგო უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის. ამ ადამიანებმა ყველაზე მთავარი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას და ნამდვილად იმსახურებდნენ იმას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს პატივი მიეგო მათთვის.

 

ეს ადამიანები უკრაინაში ბრძოლამდე იბრძოდნენ აფხაზეთში და იყვნენ 2008 წლის ომის მონაწილეები, რაც კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ უკრაინაში და მე არ ვაპირებ ქართველი გმირებით სპეკულაციას. მიცვალებულებით სპეკულაცია თქვენი მმართველი პარტიის სტილია, როგორც გვახსოვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ არის ძალიან ჯიუტი ფაქტები, რომელიც საჭიროებს აღნიშვნას იმისთვის, რომ წლების შემდეგ ისტორია ძალიან სწორად გადაფასდეს. მე არ ვიცი რა გაქვთ თქვენ პასუხი იმაზე, რომ ქართველი გმირებისთვის ადგილი არ მოიძებნა ძმათა სასაფლაოზე. არ ვიცი რა გაქვთ პასუხი საამისოდ, რომ პრემიერ მინისტრი და უმაღლესი თანამდებობის პირები არ მივიდნენ და სამძიმარი არ გამოუცხადეს ქართველ გმირებს“

თეგები: ანა წითლიძერუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved