• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში – ოკუპანტების საბრძოლო მდგომარეობა დღეის მდგომარეობით

ალია ავტორი - ალია
17:38 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები 27 მარტის მდგომარეობით შეტევების განსაახლებლად ცდილობენ კიევის ჩრდილო-დასავლეთით პოზიციების აღდგენას. ამასთან ერთად, არსებობს ვარაუდი, რომ შეტევებს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური ხელმძღვანელობს.

უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსეთის 35-ე გაერთიანებული არმია დაზარალებულ დანაყოფებს ბელარუსიაში გზავნის. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა სამხრეთის ოლქის ყველა სამხედრო ძალისთვის სამეთაურო პუნქტი შექმნეს, რომელიც მოქმედებს კიევის ირგვლივ, ჩერნობილის რაიონში. რუსეთი ცდილობს, რეზერვიდან სამხედრო პირების გაწვევით, სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფებში დანაკარგის ანაზღაურებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევის გარშემო წარმატებული ოპერაციები განაახლოს. სამხედრო ანგაირიშის მიხედვით, კიევის ირგვლივ შეტევების მზარდი სტატიკური ბუნება ასახავს რუსული ძალების უუნარობას და არა რუსეთის მიზნებსა და ძალისხმევაში რაიმე ცვლილებას.

უკრაინული ძალები ბოლო 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე განაგრძობდნენ შეზღუდული კონტრშეტევების განხორციელებას. დაიბრუნეს ტერიტორიები კიევის აღმოსავლეთით, სუმის ოლქში და ხარკოვის გარშემო. სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო ძალები კონტრშეტების მეშვეობით შეძლებენ საკვანძო ტერიტორიის დაბრუნებასა და რუსეთის შეტევითი ოპერაციების შეჩერებას. უკრაინელი პარტიზანების მიერ ხერსონის გარშემო გახშირებული ოპერაციები ოკუპანტების წინსვლას აფერხებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტები აგრძელებენ ნელ, მაგრამ სტაბილურ პროგრეს მარიუპოლში, თუმცა რუსეთის შეტევები ქვეყნის სხვა ქალაქებში წარუმატებელი აღმოჩნდა.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ჩაიკო, შესაძლოა, პირადად ხელმძღვანელობდეს ბელარუსში რუსული ძალების გადაჯგუფებასა და დასავლეთიდან კიევის ალყაში მოქცევის ოპერაციებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლმა კიევის ალყაში მოქცევის მცდელობებზე ხელი აიღოს, მაგრამ, სავარაუდოდ, საბრძოლო ძალის სიმცირის გამო, უახლოეს მომავალში, ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განახლებას ვერ შეძლებს. 
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, არც რუსეთისა და არც უკრაინის ძალებს კიევის ჩრდილო-დასავლეთით სამხედრო ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.
  • უკრაინულმა ძალებმა, რომლებიც 24 მარტიდან ახორციელებდნენ კონტრშეტევას ბროვარის აღმოსავლეთით, 26 მარტს, დღის ბოლოს, ტერიტორია წარმატებით დაიბრუნეს.
  • უკრაინულმა ძალებმა 26-27 მარტს სუმის ოლქში შეზღუდული კონტრშეტევები განახორციელეს.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, იზიუმის ირგვლივ ბრძოლები გაგრძელდა.
  • რუსული ძალები მარიუპოლში აგრძელებდნენ სტაბილურ წინსვლას.
  • ხერსონის ირგვლივ უკრაინელი პარტიზანები აგრძელებენ რეგიონში როსგვარდიის შენაერთების შებოჭვას, რაც, სავარაუდოდ, ხელს უშლის რუსეთის შესაძლებლობებს სამხრეთ მიმართულებით შეტევითი ოპერაციების განახლებაში.

27 მარტს, გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებენ ძველ და უხარისხო საბრძოლო ტექნიკას, რამაც რუსეთის არსენალებსა და საცავებში გამოიწვია უბედური შემთხვევების მაჩვენებელის ზრდა. მათ შორის, 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის 165-ე საარტილერიო ბრიგადის მიერ ძველი საბრძოლო მასალის გამოყენება, რომლებიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით მოქმედებენ. გენშტაბი ასევე იტყობინება, რომ მიმდინარე მიწოდების საკითხების მოსაგვარებლად, რუსეთმა უკრაინაში ცხრა ლოჯისტიკური ბატალიონი და ხუთი „მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი“ განათავსა.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved