• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილ სახლში ზიხარ, კომბლებს თლი და ჭერში აწყობ. კიდევ მორალისტობ გაუთავებლად”… – გვარამია მაია ნადირაძეს

ალია ავტორი - ალია
13:34 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მაია ნადირაძესა და ნიკა გვარამიას შორის უთანხმოება მოჰყვა ნიკა გვარამიას გუშინდელმა სტატუსს, სადაც მან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი გააკრიტიკა საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო.

 

მაია ნადირაძის ქვემოთ მოცემულ კომენტარს ამაზე გვარამიასა და ნადირაზერს შორის ცხარე დებატები მოჰყვა:

 ნადირაძე  – მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი “ დახოცილებში შეხიდებაა” და სხვა არაფერი…
ძალიან ვერიდები შენთან კამათს, მაგრამ ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება. რავი, დაფიქრდი მაინც – ოპტიმალური მომენტის გამოყენება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად “ დახოცილებში შეხიდებაა”?!
ქოცხროვას რომ არაფერი შეუძლია ვიცით, მაგრამ შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი)პოლიტიკური გაპრავება რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები.

 ნიკა გვარამია: საოცარი კომენტარია, მაია. გმადლობთ.

ქოცხროვა რომ გყავს ხელისუფლებაში და საომრად მიდიხარ, ეგ ცალკე საკითხია.

ps გარემოცვა ჯობია შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო.

მაია ნადირაძე: ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო.

რაკი-ღა აგდებული ტონი აირჩიე, კი იმსახურებ შესაბამისად გიპასუხო, მაგრამ ახლა მეზარება “უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა.
ჩემი გარემოცვა რომ არ მოგწონს და საკუთარით აღფრთოვანებული ხარ, ეგ ცალკე ამბავია…

ნიკა გვარამია: არც ვაპირებ ამ დისკუსიის გაგრძელებს. შენი კომენტარის ტონს შეხედე და მერე მელაპარაკე ტონზე.
რაც შეეხება შენს გარემოცვას, არც ვიცოდი თუ გყავდა.

რაც შეეხება უშეცდომოს და შეუპოვარს, უშეცდომო არავინ არაა, შეუპოვარი ნამდვილად ვარ. აი შენ სად ხარ და რა ხარ, სხვების ჭკუის დამრიგებლიის გარდა, მაგაში გაერკვიე და მერე დაარიგე ჭკუა სხვებს და მოთხოვე მოქმედება, საკუთარ ტახტზე მოკალათებულმა.

მაია ნადირაძე: უიმეე, სად გინდა რომ ვიყო?! ოდესმე რამეზე უკან დამიხევია? რეებს წერ? შენ როგორ მეუბნები მაგას, რომელმაც ყველაფერი იცი ჩემზე?!

შენ ხარ საერთოდ?! ალბათ სხვა წერს შენს მაგივრად, იმიტომ რომ წესით უნდა იცოდე, კანტის იმპერატიული კატეგორიები დამრიგებულ ან კატეგორიულ ტონს კი არ ნიშნავს, არამედ მორალს, როგორც იმპერატიულ კატეგორიას ცხოვრებაში. ეს რომ აღარ გახსოვს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ.

ნიკა გვარამია:არ ვაპირებ მაია დისკუსიის გაგრძელებას. ჩემი შენდამი დამოკიდებულების და ყველაფერ იმის გამო, რაც ერთად გაგვივლია.

კანტი მე წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე. მოყოლით არ ვიცი. ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, ისე…

მაია ნადირაძე: ნუ, ხიდაშელი- მარგველაშვილი – ბესელია – -ხუხაშვილის და იგენის კიდო დონეს ვერ ვქაჩავ, მარა უინტელექტობას არ უჩივიან.
უბრალოდ, მაგათსავით კრამიტებს ვერ ლეწავენ. თქვენსავით მეც კი მყავს ხიხო დამარცხებული.

ნიკა გვარამია:შენ ვის დონეს ქაჩავ, რაზე არ დაგიხევია და ვინ დაგიმარცხებია, კიდევ რა გაგიკეთებია, ეგ არავინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერგეტიკის რეგულირების დარგის სპეციალისტი გახდი. თბილ სახლში ზიხარ, კომბლებს თლი და ჭერში აწყობ. კიდევ მორალისტობ გაუთავებლად და, შიგადაშიგ, ტრამპი რა დიდებულია, ამ ბოდვას ავითარებ.

მოკითხვა ბაიდენისგან და იმათგან, ვინც შეუპოვრად იბრძვის და დივანის სიმაღლიდან არ გადმოყურებს სამყაროს.

მაია ნადირაძე: ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი.
უბრალოდ, არ გრცხვენია? ეს რეები დაწერე?

ნიკა გვარამია:შენ პირველ კომენტარს მიუბრუნდი, მერე დანარჩენებს გადახედე და სირცხვილზე მერე ვილაპარაკოთ. მსგავსი ჩემთვის კაი ხაბნია არავის მოუწერია.

“მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს … შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი)პოლიტიკური გაპრავება რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები…. ახლა მეზარება “უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა. თქვენსავით მეც დავამრცხე ხიხო”, ამეების მომწერთან, პაექრობის კი არა, კომუნიკაციის გაგრძელებას არ ვაპირებ საერთოდ.

ps “ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი”. აქ საერთოდ კომენტარიც ზედმეტია. რაღაზე უნდა გელაპარაკო ან რატომ?

 გთავაზობთ ნიკა გვარამიას პოსტსაც აქვე, რომელსაც მოყვა ეს კამათი :

”დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.

მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები.

“თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.
„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა დანილოვმა.
„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved