• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის ცუგცვანგი უკრაინის საჭადრაკო დაფაზე” – ოპერატიული ხაფანგი, რომელიც მალე დაიკეტება – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
04:20 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,744

სამხედრო საქმის ექპერტი, გიორგი თავდგირიძე:  

“რუსეთის ცუგცვანგი უკრაინის საჭადრაკო დაფაზე.

რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომ სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია და ძალისხმევის კონცენტრაცია ლუგანსკისა და დონბასის რეგიონში მოხდება, აღარ არის პროპაგანდისთვის ან სახის შენარჩუნებისათვის გაკეთებული განცხადება. ამ ომში აღარც პროპაგანდა მუშაობს და რუსეთის სახის შენარჩუნებაც იმაზე რთული იქნება, ვიდრე რუსული არმიისთვის საბრძოლო ხელოვნების ანბანური ჭეშმარიტებების ახსნა. საბავშვო ბაღში, ღამის ქოთანზე მჯდარი ბავშვები უფრო ამაყად იყურებიან ვიდრე რუსეთის პოლიტიკური ელიტა სატელევიზიო ეთერებში.

რუსეთმა, ამ განცხადებით, ოფიციალურად აღიარა, რომ სპეცოპერაციამ მარცხი განიცადა. იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ვინმე ამას მოელოდა. ეს იძულებითი სვლა იყო, ადგილზე დგომა და ძველი ოპერატიული მიზნებისთვის ბრძოლა ქვედანაყოფების გაქრობას, შესაბამისად, ზოგადად რუსეთის შეიარაღებული ძალების გაქრობას ნიშნავდა. დადგებოდა მომენტი, როდესაც ქვედანაყოფები მანევრის უნარს დაკარგავდნენ და დასრულდებოდნენ (ან განადგურდებოდნენ ან ტყვედ ჩაბარდებოდნენ). ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა დაეწყო მცდელობა ფრონტის ხაზის სიგრძის შესამცირებლად. (თუ ამის საჭიროება დგას სხვა სტატუსში ავხსნის როგორ იზომება ქვედანაყოფებისა და შენაერთების სამოქმედო რაიონები). ჯერ მხოლოდ ორი რაღაც ვიცით, რუსეთს რეზერვი არ ყავს და რუსეთი ვერ ავსებს დანაკარგებს. მაგრამ როგორ აპირებს მოქმედებას დონბასა და ლუგანსკში ჯერ არ ვიცით.

თუმცა როგორც ცუგცვანგს შეეფერება ამ სვლამ კიდე უფრო გაართულა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სურათი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა რუსული დაჯგუფება არც ალყაშია და არც საკომუნიკაციო ხაზები აქვს გადაჭრილი, ისინი ოპერატიულ ხაფანგში არიან მოყოლილი. დიდი ალბათობით ხაფანგი მალე დაიკეტება.

რას ვგულისხმობ, პირველ რიგში კიევთან მდგარი დაჯგუფების უკან დახევა საკმაოდ რთული იქნება, თუ ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ხერსონ-მელიტოპოლის ხაზის ქვედანაყოფები დატოვებენ პოზიციას, მაშინ, გამონთავისუფლებული უკრაინული ქვედანაყოფები სწრაფად მოახერხებენ მანევრს (უფრო სწრაფად, ვიდრე კიევიდან, ბელარუსის გავლით რუსული ქვედანაყოფები ჩააღწევენ დონბასში) და ბრძოლაში ჩაითრვენ ხერსონ-მელიტოპოლის ხაზზე განლაგებულ რუსებს, რომლებსაც ან ენერგიული მოქმედებით გაანადგურებენ ან შედენიან ყირიმში.

პარალელურად მელიტოპოლიდან მარიუპოლის მიმართულებით დაიწყება მოძრაობა, დონეცკის შემოვლითი ოპერაციის პლაცდარმის მოსამზადებლად.

ასევე რთული იქნება ხარკოვიდან მოხსნილი ქვედანაყოფებისათვის უკრაინის ძალების ჩამოშორება, ნებისმიერი მცდელობა არიერგარდული ბრძოლების გასამართავად, არიერგადში გამოყოფილი ძალების ალყაში მოქცევით დამთავრდება რაკი რუსები მხოლოდ გზის გასწვრივ იბრძვიან.

ამასთანავე, რუსები ვერ გარისკავენ ყირიმის დაცლას ქვედანაყოფებისგან, უკრაინას კი ექნება საშუალება აირჩიოს, ჯერ დონბასის შვერილზე დარჩენილი რუსული არმიები გაანადგურონ და შემდეგ ყირიმი გაანთავისუფლონ, თუ ყირიმზე განახორციელონ შეტევა და აიძულონ რუსები მოხსნან ქვედანაყოფები დონბასიდან ( დაასუსტონ იქაური დაჯგუფება) ყირიმის გადასარჩენად და ამასთანავე ორივე მიმართულებით გააგრძელონ შეტევა.

შექმნილ ოპერატიულ ვითარებაში, უკრაინას ექნება ერთიანი ზურგი, გაცილებით მოქნილი და გამტარუნარიანი საკომუნიკაციო ხაზები, ხოლო რუსეთი იძულებული იქნება ქერჩის ხიდი, ზღვა ან ჰაერი გამოიყენოს მანევრისთვის და ლოგისტიკური უზრუნველლყოფისათვის.

ხიდი-ჰაერი-ზღვა ვერასდროს გაუწევს კონკურენციას რკინიგზა ავტობანის ტანდემს.

ნათელი მაგალითი ლენინგრადის ბლოკადაა, საბჭოთა პროპაგანდა არასდროს ამბობდა იმას, რომ გერმანელებმა ვერასდროს შეძლეს ლენინგრადის სრული ბლოკადა, უბრალოდ მთავრობა ტრანსპორტს და გზას სამხედრო ქარხნების მოსამარაგებლად იყენებდა, მთელი ომის განმავლობაში არ შეწყვეტილა ლენინგრადში ტანკებისა და სხვა ტექნიკისა და შეიარაღების გამოშვება და მთელი ფრონტის მომარაგება, ვის ეცალა სურსათისა და ევაკუაციისთვის, ვინ გაბედავდა სამხედრო ტვირთების შეფერხებას და გზის გადატვირთვას. დაახლოებით ასეთივე სურათი იქნება რუსეთისთვის ყირიმის შესანარჩუნებლად თუ აწარმოა ბრძოლები.

ვუშვებ იმას, რომ დონბასში რუსეთმა შეძლო გარკვეული ხნით წარმატებული თავდაცვა (თუ ყირიმი დათმო და ქვედანაყოფები გადმოისროლა), მაგრამ ამ შემთხვევაში, თავდაცვის წარმატება ვერავითარ ახალ ოპერატიულ ვითარებას ვერ შექმნის ისეთს, რომ რუსეთმა ან გააფართოვოს დაკავებული რაიონი ან ძალები დააგროვოს ფართომაშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად. ოპერატიული ხაფანგიდან თავის დასაღწევად, რუსებს ახალი, დამატებითი ძალები სჭირდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკლე დროში ასეთი ძალები იპოვოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცუგცვანგის პირველი სვლა უკვე გააკეთა რუსეთმა, ნებისმიერი შემდეგი სვლა კი მხოლოდ პოზიციებს აუარესებს.

ველოდებით უკრაინული ცუგცვანგის ლოგიკურ დასასრულს რუსებისათვის.”

 

კომენტარებში, გიორგი თავდგირიძე, წერს:

“ერთს დავაზუსტებ, ყირიმის შენარჩუნება სამხედრო თვალსაზრისით შეუძლებელია. ვინც ფლობს ყელს მისია ყირიმიც. რუსეთი ყირიმს ვერ შეინარჩუნებს.”

 

თეგები: გიორგი თავდგირიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved