• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენსია, სამსახური, სახლი – უკრაინის მთავრობის პროგრამა ხალხისთვის – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
03:57 03-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
627

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში ამბობს:

 

ძვირფასო უკრაინელებო,

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ამბობენ, რომ სადღაც დაიკარგა რუსეთის თავდაცვის მინისტრი. შესაძლებელია, მან უკრაინაში ჩერნობაევკა პირადად მოინახულა. მადლობელი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებმაც მტერს აჩვენეს, რომ ზღვა მშვიდ ამინდშიც არ არის უსაფრთხო.

მინდა მივმართო იმ ყირიმელებს, რომლებიც 8 წლის წინ, უკეთესი ცხოვრების იმედით მტრის მხარეს გადავიდნენ. მოგიწოდებთ, თავი შორს დაიჭიროთ ჩვენი ქალაქებისა და ჯარებისგან. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ უკვე 16 ათასს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არიან გენერლები, მაიორები და ოფიცრებიც.

უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ მედგარ ბრძოლას და მტრის შემოტევების მოგერიებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ეხება ხარკოვს, დონბასს, კიევის ოლქსა და ჩვენს სხვა ქალაქებს.

სერიოზული საუბრები უნდა გაიმართოს, უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული, ქვეყნის ტერიორიული მთლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების პირობები სამართლიანი უნდა იყოს. სხვა ვარიანტს უკრაინელი ხალხი არ განიხილავს და არ მიიღებს. 

მიმდინარე კვირაში 18-მა ჰუმანიტარულმა დერეფანმა იმუშავა და ჩვენ ცხელი წერტილებიდან და ალყაში მოქცეული ქალაქებიდან, 37 606 ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. ასევე, მარიუპოლიდან შევძელით 26 ათასი მარიუპოლელის გამოყვანა. ვითარება მარიუპოლში ამ დრომდე ტრაგიკულია.
მარიუპოლში მტერი ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს. მათ თავიანთი პროპაგანდისთვის იყენებენ, თითქოს რაღაცა ჰუმანიტარული დახმარების დახმარება დაიწყეს, ეს უბრალო ცინიზმია.

მსოფლიოში ყველამ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული ქმედება მკაცრი პასუხის ობიექტი გახდება.

გასულ კვირას მე სიტყვით გამოვედი იტალიის, იაპონიისა და შვეიცარიის პარლამენტში. ასევე, ნატოს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის სამიტებზე. ამ შეხვედრების გამო უკრაინელმა ხალხმა
მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება დაიმსახურა.

იცით, როგორი პროპაგანდისტული სისტემა ააშენა რუსეთმა. მათ უკვე დახარჯეს და ხარჯავენ ათეულობით მილიონ დოლარს პროპაგანდის სისტემის სამუშაოდ. მსოფლიოში მსგავსი თანხა ტყუილის ტირაჟირებაში ალბათ არავის გადაუხდია. მაგრამ მათ ვერ გათვალეს ერთი – იქ, სადაც სიცრუის გზა მიდის, რაც უნდა ბევრი ფული დახარჯო, არასდროს იქნება შედეგები გარანტირებული.

ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიპ ერდოღანს. განვიხილეთ ნატოს სამიტის შედეგები და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებსაც შეუძლია უკრაინა თავის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებასთან დააახლოოს და წერტილი დაუსვას რუსეთის უკანონო შემოჭრას ჩვენს ტერიტორიაზე.

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, მთავრობამ პენსიონერებისთვის პენსიის გადახდა დაიწყო. უკვე ხვალიდან, ეს თანხა ჩვენს მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებზე დაერიცხებათ. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა და ეს აუცილებლად მოხდება.

სიახლე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო სამსახურები დაკარგეს.  მათთვის დამატებითი სამუშაოების შესაქმნელად საწარმოებსა და სხვადასხვა ქარხნებში უკვე 20 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.

მესამე პროგრამა კი იმ ადამიანებს შეეხება, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებელი დატოვეს და დროებით გადასვლა სხვა ქალაქებში მოუწიათ. ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა მიიღეს ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს მიწები, სადაც დროებით საცხოვრებლები აშენდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დროებითი საცხოვრებლები იქნება! როგორც კი უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენი ქალაქების მასშტაბური აღმშენებლობას დავიწყებთ და საკუთარ ქალაქსა და სახლში დაბრუნების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს ექნება. ახლა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. 

 

კიდევ რამდენიმე სიტყვა იმ ადამიანებზე, რომლებიც მიმდინარე პროცესების დროს მხოლოდ ჭეშმარიტ და მართალ ინფორმაციას ავრცელებს. ესენი არიან ჩვენი ჟურნალისტები – ყველა, ვინც სხვადასხვა ტელევიზიებსა და მედიასაშუალებაში მუშაობს. დიდი მადლობა თქვენ. თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნება, მადლობა თქვენ, ყოველი უკრაინელის სახელით დიდ მადლობას გიხდით.

დიდება თქვენ, დიდება თითოეულ გმირს, დიდება უკრაინას!

თეგები: ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved