• რეკლამა
  • კონტაქტი
10:59, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ რუსეთი უკრაინაში ნებისმიერი სახის მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, აშშ კონფლიქტში პირდაპირ ჩაერევა, გეგმა “ვეფხვი” – New York Times

ალია ავტორი - ალია
14:21 03-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,265

New York Times იუწყება, რომ აშშ–მ  სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში, ან ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში განხორციელდება. გეგმის სახელწოდებაა „ვეფხვი“ (Tiger). ამის შესახებ.

გეგმა იმის გამო შემუშავდა, რომ აშშ და ნატო შიშობს – თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში სასურველ პროგრესს ვერ მაიღწევს, მან შეიძლება სხვა, უფრო რადიკალურ ზომებს მიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის ფაქტებს ვერ ხედავს, პუტინმა და მისმა მხარდამჭერებმა დასავლეთი ასეთი შესაძლებლობის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილეს, რის გამოც ვაშინგტონის და მოკავშირეების მხრიდან კონკრეტული მოქმედების აუცილებლობა შეიქმნა.

პირველ რიგში დასავლეთი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ პუტინი ნატოს კოლონებზე მიიტანს იერიშს, რომლითაც პოლონეთიდან უკრაინაში იარაღს და სხვა სახის დახმარებას უგზავნის. ნატო სხვა სახის საფრთხეებზეც საუბრობს – კერძოდ რამდენად არის იმის ალბათობა, რომ რუსეთმა ომი სხვა მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაზე გაავრცელოს. კიდევ ერთი გამოწვევა ალიანსისთვის ასიათასობით და მილიონობით ლტოლვილია, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების გამო უკრაინა დატოვეს.

სწორედ ამ საკითხებზე იქნება საუბარი ბრიუსელში ნატოს სესიაზე, რომელიც 24 მარტს  იმართება. შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მონაწილეობს.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეკ რიდი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რადიაცია შეიძლება ნატოს ქვეყნებში მოხვდეს, რაც იქნება განხილული როგორც თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე.

აშშ ყველანაირად ცდილობს საქმე რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს.

„ამან შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – წერს გამოცემა.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved